მთავრობამ ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროექტი 4 თებერვალს დაამტკიცა. მისი ბიუჯეტი , ჯამში 265,7 მილიონს შეადგენს.
ბევრი სიახლეა, ამაზე დეტალურად ინფოს აქ იხილავთ -
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...-chempions.htmlმნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ერთ ფაქტორზე გავუსვამ ხაზს, ჩემპიონატის ჩატარების სისტემის ცვლილება
10 გუნდიანი გახდება ჩემპიონატი, მარტში დაიწყება და ნოემბერში დამთავრდებაო..
დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, 3 თვე შესვენება, ეს ნორმალურია? დაჩაჩანაკდება ის ფეხბურთელი, მარტო ტესტ მატჩებით შორს ვერ წავლენ..
პლიუს ნოემბერში ხარ ჩემპიონი და ელოდები ივლის- აგვისტოს რომ ევროტურნირებში ჩაერთო; ან გეყოლება ის გუნდი ვინც ჩემიონობა მოიპოვა ან არა და უარესად მოგვეჭრება თავი.. რავიცი შეიძლება ვცდებოდე..
ყოფილიყო ე.წ. შემოდგომა - გაზაფხულის სისტემა - ( ზაფხული-შემოდგომა - ზამთარი - გაზაფხული, წლის ყველა დროს მოიცავ smile.gif ) , აგვისტოში დაიწყე და დეკემბრის შუა რიცხვებამდე მორჩი, მერე თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყე.. რომელი ეხლა გიჟი და გადარეული ზამთარია ძირითად ქალაქებში დეკემრის შუამდე და თებერვლის შუას მერე, რომ თამაში ვერ შესძლო;
შემოდგომა - გაზაფხულის სისტემით თამაშობენ შემდეგ ქვეყნებში:
ბელარუსი
ყაზახეთი
ფინეთი
ნორვეგია
შვედეთი
ირლანდია
ვერაფრით ვაკავშირებ საქართველოს ამ ქვეყნებთან..
თქვენ რას ფიქრობთ როგორც პროგრამაზე ისე ჩატარების სისტემაზე?
* * *
პრეზენტაცია: სახელმწიფომ ნაბიჯი გადმოდგა, ახლა ბიზნესის ჯერია...
AutoSharing Option Yes No
10:41 19-02-2016
გუშინ, 18 თებერვალს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. რადგან ამ პროგრამის შესახებ ვრცლად უკვე დავწერეთ, დღეს მხოლოდ სხვა დეტალებს და კომენტარებს შევეხებით...
რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!
პრეზენტაციას სპორტული და საფეხბურთო საზოგადოების, ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელსაც ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებს, მუშაობას თებერვლის ბოლოდან შეუდგება.
"ფეხბურთის განვითარების პროგრამის ძირითად მიმართულებებზე მე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, გაპრეზიდენტების შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა არსებული მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა და სწორი ანალიზი შეძლო, როგორც ფინანსური, ასევე - სიტუაციური. ამან საშუალება მოგვცა, პროგრამა სრულყოფილი გამხდარიყო და ყველა მიმართულებით კონკრეტული პროექტები შეგვემუშავებინა.
ეს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი იყო, მაგრამ ამ ლოდინად ნამდვილად ღირდა. მადლობა ჩვენს გუნდს ამ მუშაობისთვის! მხარდაჭერისთვის კი მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი. განსაკუთრებული მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობა ფეხბურთის
ფედერაციის მიერ დაგეგმილ რეფორმებში ძალიან მნიშვნელოვანია.
ამაყი ვარ ამ ცვლილებებით და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედიც მაქვს", - თქვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
საინტერესო აქცენტი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, რომელმაც ფეხბურთის მასობრიობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:
"სამივე ბუნდესლიგაში გერმანიაში რეგისტრირებული ფეხბურთელების საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,1 პროცენტი თამაშობს. 4,9 პროცენტია რეგიონული ლიგებისა და გოგონების გუნდებში, ხოლო 95 პროცენტი - მასობრივ ფეხბურთში.
არადა, სწორედ მასობრიობა განაპირობებს ფეხბურთის დონესა და ხარისხს. ამიტომაც მიგვაჩნია აუცილებლად, ეს სახეობა საქართველოში რაც შეიძლება მასობრივი გახდეს".
მან დარბაზში მყოფ ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა:
"პროგრამის მხარდაჭერით სახელმწიფომ ფეხბურთისადმი კეთილი ნება გამოხატა. ახლა ბიზნესის ნაბიჯის დროა და იმედია, გვერდში დაგვიდგებით. მჯერა, ასეც მოხდება და წინასწარ მადლობას მოგახსენებთ".
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი კლუბების წარმომადგენელთა საყურადღებოდ თქვა:
"შესაძლოა, პირველ ეტაპზე, ზოგიერთმა კლუბმა საბაზისოდ უფრო ნაკლები თანხა მიიღოს, ვიდრე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჰქონდათ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი უფრო მეტს მოიგებენ, რადგან სახელმწიფოსგან გარანტირებული აქვთ თანადგომა და სტაბილური დაფინანსება, წარმატებულები კი ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხებით შეივსებენ".
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...esis-jeria.html