გგონიათ ,რამე ახალი მითხარით? თუ ფარმაკოლოგი ხართ, კარგად გეცოდინებათ ,რომ სხვადასხვა კლასიფიკაცია არსებობს და სახელმძღვანელოში იცით კოფეინის ადგილიც... ახლა კი ამასაც დაგიკოპირებთ :ფსიქოაქტიური ნივთიერება — ნებისმიერი ხელოვნური ან ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. იგი ფსიქიკურ მდგომარეობას ცვლის, ხანდახან ცნობიერების სრულად დაკარგვამდე. ამ ცვლილებებმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ხასიათი.
ფსიქოაქტიურ ნივთერებებს, რომლებიც მაღალ ფსიქიკურ ფუნქციებზე მოქმედებს და რომელსაც ხშირად იყენებენ მედიცინაში ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს უწოდებენ.
ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალულია კანონმდებლობით და იწვევს დამოკიდებულებას, ქართულ ენაში ნარკოტიკს უწოდებენ.
ნეიროტროპული საშუალებები — სამკურნალო პრეპარატების ფართო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: ცენტრალურსა და პერიფერიულზე. ნეიროტროპულ საშუალებას შეუძლია დათრგუნოს ან პირიქით — ასტიმულირებდეს ნერვული აგზნებადობის გადაცემას ცნს-ის სხვადასხვა უბანში, აამაღლოს ან შეამციროს პერიფერიული ნერვული სისტემის დაბოლოებების მგრძნობელობა, სხვადასხვა ტიპის სინაფსებზე ზემოქმედება.
ახლა რაც შეეხება ამ ბმულზე ნანახს :
https://en.wikipedia.org/wiki/Psychoactive_drug ნივთიერებები დაჯგუფებულია ფარმაკოლოგიური ეფექტის მიხედვით:Stimulants ("uppers"). This category comprises substances that wake one up, stimulate the mind, and may even cause euphoria, but do not affect parts of the world.
Examples: amphetamine, caffeine, cocaine, nicotine ანუ სტიმულანტების ჯგუფშია : ამფეტამინი, კოფეინი,კოკაინი და ნიკოტინი.
თქვენც კარგად მოგეხსენებათ ამ ჯგუფში კიდევ რამდენი ნივთიერება შეიძლება მოხვედრილიყო... კოკაინი აკრძალულია, ნიკოტინი არა... ის რისთვისაც კოკაინის მომხმარებელი რისკზე მიდის ,თუ არის ნიკოტინშიც და წარმოიდგინეთ ყავაშიც, რა, მაზოხისტები არიან? ამიტომ , ნუ შეგყავთ შეცდომაში ის, ვინც შორსაა მედიცინისგან .
არ იფიქროთ ან თამბაქოს მოწევას ვამართლებდე ან ყავის გადაჭარბებულ სმას. ჩემი ნება რომ იყოს, თამბაქოს აკრძალული ნივთიერებების ნუსხაში შევიტანდი.
This post has been edited by niniaa on 7 Mar 2016, 14:24