იორგ მათიესი
ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი
2015 წლის თებერვლიდან საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს (GIG) შეემატა იორგ მათიესი, როგორც ჯგუფის მთავარი შვილობილი კომპანიის- საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (GIEC) ახალი გენერალური დირექტორი და GIG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. იორგ მათიესი გერმანიის მოქალაქეა, მას 30 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია ენერგო სექტორში, ასევე კერძო სექტორში, საჯარო სამსახურსა და სამეცნიერო კვლევაში. იორგ მათიესი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, ფლობს გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
ბ-ნი მათიესი, რომელიც მანამდე მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში მუშაობდა, უცხო არ არის საქართველოსთვის. 2009 წლიდან 2013 წლამდე იორგ მათიესი საქართველოს წყლის და ენერგო ბაზარზე მსხვილი კომპანიის «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ»-ის (GWP) მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მოგვიანებით ბ-ნი მათიესი მონაწილეობდა კერძო ინვესტიციებში, მართავდა აქტივების მსხვილ პორტფელს სხვადასხვა სამრეწველო დარგში. 2009 წლამდე იორგ მათიესს ეკავა გერმანიის მსხვილი ენერგომომარაგების ჯგუფის MVV Energie AG-ის საერთაშორისო კონსულტანტისა და ტექნიკური საქმიანობის მმართველი დირექტორის თანამდებობა.
ვახტანგ ჩხეიძე
შპს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი
2015 წლის 5 მარტს შპს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ვახტანგ ჩხეიძე დაინიშნა
2010 წლიდან ვახტანგ ჩხეიძე „საქნახშირი“ ჯი-აი-ჯი ჯგუფის ნახშირის გამდიდრებისა და ლოჯისტიკის საკითხებში დირექტორად მუშაობდა.
ვახტანგ ჩხეიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა.
2007-2010 წლებში „ჰაიდელბერგცემენეტი“, შპს „ქართული ცემენეტის“ ტექნიკური დირექტორი, ცემენტის ქარხნის მენეჯერი.
2006-2007 -ს.ს „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ პროექტების დირექტორი.
2005-2006 - შპს „ ენერჯი ინდასრტი კომპლექს“-ის კონსულტანტი ტექნიკურ საკითხებში.
2000-2004-ს.ს „მადნეულის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე , გენერალური დირექტორი.
1998-2000-ს.ს „რუსთავცემენტის“ ტექნიკური დირექტორი.
This post has been edited by maxvili on 20 Feb 2016, 20:37
მიმაგრებული სურათი