#47216697 · 8 Mar 2016, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dimonds
QUOTE | ნატოში განაცხადეს, რომ თურქეთი რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ალიანსის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს . აღნიშნულ ინფორმაციას გამომცემლობა „Der Spiegel“ ავრცელებს. |
ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი საკუთარზე. მაშ რა ჰქვია ერს, რომელიც ვერც საკუთარ და ვერც სხვის შეცდომაზე ჭკუას ვერ სწავლობს? განა უტოპიური ულუზია არ იყო და არ არის ის ფუჭი იმედი, რომ ოდესღაც საქართველოს გამო სამხედრო და ეკონომიკური ალიანსი "ნატო" რუსეთს დაუპირისპირდებოდა? დღეს ხომ დღესავით ცხადია ყოველივე? ისინი (ნატოს წევრ ქვეყნები) საკუთარ ალიანსში მყოფ უდიდეს სახელმწიფოს სწირავენ და სულ ევროპელ ნარმანიაზე არ კიდიათ საქართველო და ქართველები? აი შეცდომა ქართველი ერისა, უცხოს იმედზე ყოფნა, არავისი და არაფრის იმედი არ უნდა ქონდეს კაცსა და სახელმწიფოს საკუთარი თავის გარდა, მოკავშირეები კარგია და მისასალმებელია სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში, შენს გასაკეთებელს და შენს საბრძოლს უცხო არ გააკეთებს. ერთადერთ ალიანსს რომელსაც პირადად მე მივესალმები, ეს არის კავკასიელ ხალხთა ალიანსი.
--------------------
"ვინც იცის, აკეთებს, ვინ არა - სხვას ასწავლის" - ბერდნარდ შოუ
|