#47083315 · 22 Feb 2016, 21:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"როგორც სომეხი ისტორიკოსები ამბობენ, ძმები მაკდონალდიანების მამა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩასულა ამერიკაში. რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ იქაური გვარი მაკდონალდი ძალიან ჰგავდა მის გვარს და სწორედ ამ გვარზე გადავიდა, რაც სამსახურის პოვნაში და ინტეგრაციაში დაეხმარა. შემდეგ კი ძმები მაკდონალდების ისტორია ყველამ კარგად იცის"
"1940 წელს, კალიფორნიაში, ქალაქ სან–ბერნარდინოში, ამერეკილემა ძმებმა - რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა გახსნეს ტიპიური ამერიკული ბარბექიუ რსტორანი, რომელიც მძღოლების მომსახურებაზე იყო გათვლილი. ძმები ამით არ დაკმაყოფილდნენ და 1948 წელს “მაკდონალდსს” რეორგანიზაცია ჩაუტარეს. მათი მიზანი იყო დაეხვეწათ სწრაფი მომსახურების სერვისი. ასეთი მომსახურება აშშ–ში უკვე ორი ათეული წელი იყო არსებობდა და მას „თეთრი სასახლე“ ერქვა. ძმებ მაკდონალდებს სურდათ ტიპიური „უღიმღამო“ ჰამბურგერებისათვის რაღაც ახალი დაემატებინათ. მათ შეცვალეს მომსახურების სტილი და გადავიდნენ დახლთან თვითმომსახურებაზე. გადააკეთეს სამზარეულო, სადაც მთელი მოწყობილობა გაკეთდა უჟანგავი ფოლადისაგან. შენობა მოაპირკეთეს თეთრ–წითელი ფილებით, დახრილი სახურავითა და გვერდებზე ოქროსფერი თაღებით, რომლებიც „მაკდონალდსის“ სიმბოლოდ იქცა."
--------------------
სუფთა გულის ბალღი
|