მსოფლიოს ყველაზე მოდური მამაკაცების ათეულში კახი კალაძეც მოხვდა
მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი გამოცემა GQ 2016 წლის ყველაზე მოდური მამაკაცების რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგის მეექვსე ადგილას საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძეა.
"მამაკაცი საინტერესო ბედით - წარსულში ფეხბურთელი, ახლა კი საქართველოს მთავრობის წევრი. ის იტალიურ სტიკს მიჰყვება. პიჯაკები ზოლებით, ტრიკოტაჟი -პასტელურ ფერებში", - ასე აღწერს ჟურნალი კალაძის სტილს.
კახა კალაძეს რეიტინგში მხოლოდ მსოფლიოშ აღიარებული ისეთი მოდური მამაკაცები უსწრებენ, როგორებიც ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მომღერალი ეისეპ როკი, ჰილივუდის ახალი აღმოჩენა რედმეინი,რეპერი, დიზაინერი ქანიე ვესტი და მსახიობი, შერლოკ ჰოლმსის როლით განთქმული ბენედიქტ ქამბერბეჩი არიან.
მოდური მამაკაცების ორმოცდაათეულში კალაძემ უკან უამრავი ვარკვლავი ჩამოიტოვა. მათ შორის, ჯარედ ლეტო, დენიელ კრეიგი, ფარელ უილიამსი, ჯასტინ ტიმპებრელიკი და ლეონარდო დიკაპრიოც კი