ბოლო სამი წლის მანძილზე რაც მომისმენია მთავრობისგან ყველას ჯობია.
არის სწორი მესიჯები. პოლარიზაციის შემცირება, ოპოზიციასთან დიალოგი,
"9 წელე"-ზე უარი, "გირჩთან" შეხვედრა, ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაციის
მოწინააღმდეგების (დეგების რა) გამო წუხილი, სტარტაპების დაფინანსება,
პროფესიული განათლება, დიდი პროექტები, გზების მშენებლობა (ხედავთ ქოცნო
თურმე გზები იჭმევა

), ახლად მოძიებული სასხრები ინფრასტრუქტურაში,
ხარჯების შემცირება და კიდევ რამდენიმე. კარგია ეს, მაგრამ ვისურვებდი ესაუბრა
ასევე სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, მედიაზე, ენერგეტიკაზე (გაზპრომი...),
კრიმინალის ზრდაზე, ტენდერებზე და კორუფციაზე ("ელიტურზე" რა ქოცებს რომ უყვართ),
რუსულ პროპაგანდაზე, დასაველის მხრიდან კრიტიკაზე ა.შ.
და რაც მთავარია საკადრო საკითხებზე, რადგან მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკური წყალქვეშა
დინებების გათვალისწინებით (არაფორმალური მმართველობა, დაპირისპირება კოალიციაში,
"იმის კაცი, ამის კაცი"...) არსებული საშუალო დონის კადრებით და რამდენიმე საკვანძო მინისტრის
გამოცვლის გარეშე (კალაძე, წუნკალიანი პირველ რიგში) არაფერი გამოვა ამ საქმეებიდან და დარჩება
ლამაზ სიტყვებად.
რჩევის სახით, პოლარიზაცია არ შემცირდება თუ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება,
პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება და ნაცების მოღვაწეობის მთლიანობაში ნეგატიურად შეფასება,
ანუ "9 წელე", "ვინგრეოდით" და ამგვარი ღლეობები. ცალკეული არგუმენტირებული და ზედმიწევნით
დასაბუთებული ნეგატიური შეფასებები კი ბატონო. რადგან როგორც თავადვე ქვა ვინც არაფერს აკეთებს
ის სეცდომებსაც არ უშვებს.
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.