ronald_wesley
ტემარტისტი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18527
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
|
#47097342 · 24 Feb 2016, 04:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიტლერზე ცალკე ვილაპარაკოთ და სტალინის სტყვებბი
Возьмем Грузию. Там имеется более 30% негрузинского населения. Среди них: армяне, абхазцы,аджары, осетины, татары. Во главе стоят грузины
ბოლო ოცწლეულში საქართველოში მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების წყალობით საღად და ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის გაცხადდაგასული საუკუნის ოციან წლებში საქართველოში განხორციელებული ეროვნული ტრაგედიის მიზეზები, ისტორიული სიმართლე.
ამ ტარგედიის შედეგები საქართველოს დღესაც ვერ მოუშუშებია და მისი სხეულიდან დღესაც მოსჩქეფს აფხაზეთის, შიდა ქართლის, ჰერეთის, ტაო-კლარჯეთისა და ლორე-ბორჩალოს ჭრილობებიდან მომდინარე ქართული სისხლი.
ვინ იყო ამ უბედურების მომტანი, ვინ და რატომ მოაშთო ახალფეხადგმული თავისუფალი საქართველო?
ყველა ჭეშმარიტი ქართველისათვის პასუხი ცალსახაა – ქართულ გვარსახელში გახვეული, ქართველთმოძულე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი – სტალინი! მაინც ვინ იყო სტალინი? იყო კი ქართველი გვარ-ტომითა და სულით?
ვიცით, რომ არსებობს დიდი ივანე ჯავახიშვილის ნარკვევი სტალინის წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, როდის და რა ვითარებაში დაიწერა ეს ნარკვევი. ან რატომ გახდა საჭირო ამ ნარკვევის დაწერა და სტალინის ქართველობის მტკიცება? საუკუნეზე მეტია ქართულ საზოგადოებაში მუსირებს აზრი სტალინის არაქართული წარმოშობის შესახებ, არსებობს უამრავი ვერსია და არგუმენტი, სომხები სტალინის სომხობას იჩემებენ, ოსებს კი არცთუ უსაფუძვლო არგუმენტები და მასალები მოჰყავთ მისი ოსობის დამამტკიცებლად. ზოგი მისი გვარის ძირს „ჯუღას“ ქართულ ფოლადს უკავშირებს. არის ასეთი ვერსიაც: „ჯუღა“ ოსურად ნიშნავს „ნაგავს“. გვარი ჯუღაევი საკმაოდ გავრცელებულია ოსებს შორის, რომლებსაც ცარიზმის დროს გვარის დაბოლოება, როგორც წესი ქართული ჰქონდათ.
მიუხედავად საქართველოს ისტორიული უბედურებისა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ამ სულგაყიდულმა მანქურთმა დაატეხა თავს, ქართველი კერპთაყვანისმცემლები მაინც ამაყობენ სტალინის ქართველობით. საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილი ბოროტებიდან გამომდინარე, არც თუ უსაფუძვლოდ იბადება კითხვა – იყო კი საერთოდ სტალინი ქართველი?
ამ ბნელით მოცულ კითხვას ასე პასუხობს გრიგოლ რობაქიძე: “სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა.“
თურმე მის მამობაზე პრეტენზიას აცხადებდა რამდენიმე კაცი, მათ შორის – ფოსტის მოხელე, მღვდელი, მეჩექმე…
სიმართლე ერთია – ამ კაცის მთელი ცხოვრება გაჟღენთილი იყო საქართველოს და ქართველი ერის ზღვარდაუდებელი სიძულვილითა და მტრობით.
ეს ახალგაზრდა მარქსისტი საქართველოში თავისი ცუდი რეპუტაციის გამო იძულებული იყო რევოლუციური კარიერა საქართველოს გარეთ დაეწყო, ჯერ ბაქოში, შემდეგ კი რუსეთში. ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი, ახალგაზრდა ბოლშევიკი, პროფესიონალი ბანდიტი, გახდა ლენინის ფინანსისტი, ის ლენინს ამარაგებდა ფულით, რომელსაც ბანკებზე თავდასხმით, ვაჭრებისაგან და მეწარმეთაგან გამოძალვით, გემებზე ყაჩაღური თავდასხმით, ადამიანთა გატაცებით იხვეჭდა – ამ საქმიანობას თან ახლდა მკვლელობები.
ერთნი ამტკიცებენ სტალინი დიდი ქართველი, გენიალური მხედართმთავარი, უბადლო პოლიტიკოსი იყო, რომლის დამსახურება კაცობრიობის წინაშე განუზომელი და შეუფასებელიაო.
მეორენი – სტალინი იყო დაუნდობელი მტარვალი, მრისხანე დიქტატორი, კაცთმოძულე და რაც მთავარია, საქართველოს მტერი და ამომგდები. პირველთა მოსაზრებების, შეხედულებებისა და მრწამსის გასაბათილებლად გავიხსენოთ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსია-ინტერვენცია.
სტალინის პირმშო, რუსეთის მოდერნიზებულ, ათეისტურ იმპერიაში გამომწყვდეულ საქართველოს თაობებს ზრდიდნენ გაყალბებული ისტორიით: თითქოს საქართველოს მუშები და მშრომელები აუჯანყდნენ მენშევიკების დიქტატურას და დახმარებისთვის მიმართეს საბჭოთა რუსეთს.
მაგრამ ამ სიყალბეს აბათილებს ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი მამამთავარი ფილიპე მახარაძე, რომელიც ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი 1921 წლის 6 დეკემბრის საიდუმლო მოხსენებაში აღნიშნავდა – «Появление в Грузии красной армии и обьявление советской власти приняло явный характер внешней агрессии, так как внутри страны к этому времени никто и не думал устраивать восстания. Во время обьявления советской власти в Грузии не нашлось ни партийной ячейки, ни отдельного члена партии, который мог бы действовать организованно и руководить процессом. За это дело взялись в большинстве случаев подозрительные люди или настояшие злоумышленники. Надо признать тот факт, что грузинские массы привыкли к независимости Грузии. Надо сказать правду, в начале мы стояли на правильной позиции, во всяком случае на словах. Мы всем и везде заявляем, что советская Россия никак не уничтожает независимую Грузию, что красная армия пришла только для освобождения масс от когтей Антанты и т.д. Естественно возникает вопрос: сможем ли мы придерживаться такой позиции хоть какое то время, ведь от этого зависит многое. Обманывать массы политикой невозможно и особенно грузинский народ, который набрался опыта в политике особенно в последние годы. Мы говорили, что строим не полностью, но все-таки независимую советскую Грузию. Но в то же время делали такие шаги, которые противоречили нашим обещаниям» (სტილი დაცულია ა. ს.).
ბოლშევიკების მსოფლიო მამამთავარი ვალდიმერ ულიანოვი კი 1921 წლის 28 თებერვალს მოსკოვის საბჭოს სესიაზე მიუთითებდა: „ჩვენ ვიცით, რომ ამბოხება დაიწყო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში და მასში სომეხთა და რუსთა ნაწილები მონაწილეობდნენ (ლევან ურუშაძე, ბოლშევიზმ-მენშევიზმი და დემოკრატიული საქართველო).
ახლა, რაც შეეხება ჩვენი ნოებოლშევიკების მიერ დიდებით შემოსილი ბელადის დამსახურებას საქართველოს თავისუფლების მოშთობაში;
24 იანვარი 1921 წ. სტალინი: ცეკას წევრებს. „წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე.
ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში“ (სტილი დაცულია – ა. ს.).
სტალინი – ორჯონიკიძეს: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა, აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ გამარჯვების იმედი ძალთა რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს“ (სტილი დაცულია).
სტალინი ორჯონიკიძეს: „ახლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“ (სტილი დაცულია – ა. ს.). 15 თებერვალი 1921 წელი. ლენინი მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს: „ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაცია წარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ და სწრაფ მოქმედებას. თუ ნეიტრალურ ზონაში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI არმია არც ამას უნდა მოერიდოს“ (სტილი დაცულია- ა. ს.). ამ დეპეშას აქვს სტალინის მინაწერი: „სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ“
სტალინი ორჯონიკიძეს: „ცეკა მოითხოვს თქვენგან რეგულარულ ინფორმაციას ორჯერ დღეში. შენ კი უკვე ორი დღეა ცნობას არ იძლევი. ჩეკა მოითხოვს დირექტივის შესრულებას. ამ წუთშივე მოგვეცი ცნობა აჯანყებულთა მიღწევების შესახებ. საჭიროა დააჩქაროთ ქალაქის აღება“.
მალე ორჯონიკიძე აფრენს წითელ ურდოში „სასიხარულო“ დეპეშას – „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!“, რითაც ამ ორთავე ნაძირალამ გაინაღდა თავიანთი „მოკრძალებული“ ადგილები წითელი იმპერიის ვერხუშკაში. უამისოდ ისინი ხომ ემიგრანტებად რჩებოდნენ საბჭოთა რუსეთში, რაც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენდა უმაღლესი ეშელონებისაკენ მიმავალ გზატკეცილზე.
საქართველომ დამოუკიდებლობასთან ერთად ტერიტორიებიც დაკარგა, რომელშიც ამჯერადაც ლომის წილი უძღვის საქართველოს სიძულვილით დაავადებულ, არაკაცთა დიდ ბელადს ი. სტალინსა და მის ლაქიებს.
საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 6000 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი..
საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.
საბოლოო ჯამში 1918-1921 წლებში საქართველომ დაკარგა ტაოკლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს.
ასე რომ, საქართველოში პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებას წააკლეს საქართველოს თავისუფლება და თან მიაყოლეს მისი ტერიტორიის მესამედზე მეტი ნაწილი. ეს იყო XX საუკუნის 20-იან წლებში.
ისტორია მეორდება, XX საუკუნის დასასარულს ნეობოლშევიკურ დემონთკრატიას წააკლეს საქართველოს თავისუფლება, ბოლშევიკების სულიერ-ხორციელმა შთამომავლობამ ქვეყნიდან განსდევნა „პროვინციული ფაშიზმი“, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მსოფლიოს სატანისტური გლობალიზაციის „დიად იდეალებს“, ახალ მსოფლიო წესრიგს. საქართველოში ბოლშევიკების შემოთახსირებამ ქვეყანას სისხლის თქეშად გადაუარა, საქართველოს ისტორიაში შავი არშიით გარშემოვლებული დარჩა 1921, 1922, 1924, 1929-1933, 1937-1938, 1941-1942, 1951-1952, 1956 წლები.
აბა ვის ძალუძს ზუსტი სტატისტიკის დადგენა იმ ადამიანური მსხვერპლისა, რომელიც სტალინის მიერ გამოგზავნილ თეთრ ცხენზე ამხედრებულ სიკვდილს მოჰყვა საქართველოში. მხოლოდ 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას დაიღუპა 7000 კაცი, აჯანყების ჩახშობის შემდეგ კომუნისტებმა ერთ კვირაში დახვრიტეს 12 000 კაცი (საქართველოს მოსახლეობის 0,5%), ათეულ-ათასობით ადამიანი იქნა გასამართლებული, 20 000 –ზე მეტი კაცი გაგზავნილ იქნა გადასახლებასა და სიკვდილის ბანაკებში (საქართველოს მოსახლეობის 1%).
1924 წლის აჯანყების შესახებ ნათლად და სრულყოფილად აქვს მოთხრობილი მეოცე საუკუნის დასასრულის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ წევრს, ჭეშმარიტ მამულიშვილს ბატონ მიხეილ მჭედლიშვილს თავის შესანიშნავ ნაშრომში „საქართველო ბოროტების იმპერიის 500 წლოვან მარწუხებში“, რომლიდანაც აქვე მოვიყვანთ ამონარიდს და თვითვე განსაჯე პატიოსანო მკითხველო:
„საერთოდ, გ. მაზნიაშვილი, ისე როგორც საზღვარგარეთ ემიგრირებული, აბსოლუტურად ყოველი პარტიის ლიდერი, გარდა მენშევიკი ლიდერებისა, სასტიკი მოწინააღმდეგენი იყვნენ საქართველოში აჯანყების დაწყებისა. მენშევიკებმა ეს აჯანყება მოაწყვეს მათგან ფარულად. ძალიან საინტერესოა აზრი ამ აჯანყების კანონზომიერების ირგვლივ, რომელსაც გადმოგვცემს თავის მოგონებებში, იმ დროს კომუნისტურ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი და ბოლოს რეპრესირებული – ალექსანდრე (საშა) პაპავა. აი, რას წერს იგი: „ჰქონდა კი რაიმე გამართლება აჯანყებას? რა მიზანს ისახავდა იგი? როგორც ჩანს, იყო ისეთი გონებადაკარგული ხალხი, რომელსაც სჯეროდა, ან იმედი ჰქონდა, რომ აჯანყების დაწყებისთანავე ინგლისი და საფრანგეთი არმიებს დაძრავდნენ შავი ზღვისაკენ და საქართველოს გაანთავისუფლებდნენ. ასეთი გონებრივი მონაცემების ხელმძღვანელები ნამდვილად ფსიქიატრიული საავადმყოფოს კანდიდატები არიან და, ჩვენდა საუბედუროდ, ერის მხსენელებად მოგვევლინენ. უნდა დაკარგო რეალობაში გარკვევის ელემენტარული უნარი, რომ ევროპის იმედით დაიწყო აჯანყება. არავითარი გამართლება არა აქვს აგვისტოს გამოსვლებს, ეს იყო ნამდვილი ავანტიურა და არსებითად მოღალატური აქტი. მას არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია, მსხვერპლი კი განუზომლად დიდი იყო“ (ალ. პაპავა, „სტალინი და საქართველო“, გაზეთი „მამული“, 1990 წ. №1, 29 ნოემბერი).
თუ ვისი ინიციატივით დაიღვარა მაშინ ათასობით შესანიშნავი ქართველის სისხლი, ამის შესახებაც უაღრესად საინტერესო ცნობებს გვაწვდის იგივე ბატონი ალექსანდრე: „იმ ზაფხულს სტალინი კისლოვოდსკში ისვენებდა. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ს. ორჯონიკიძე, მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ბ. კვირკველია… დაცვას ხელმღვანელობდა ლ. ბერია, რომელიც მაშინ საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ (ასე ერქვა მაშინ ჩეკას); უფროსი კი, ძველი ბოლშევიკი ეპიფანე კვანტალიანი იყო. სტალინი, გასაგები მიზეზების გამო, თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როცა ყველა სადავე ჩეკას ხელში იყო, კვანტალიანმა სტალინისა და რესპუბლიკის ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი პრევენტიული ზომების მიღების შესახებ, რაც აჯანყებას ჩაშლიდა. მისი წინადადება უარყვეს, გამოსვლები კი მოხდა. მაშინვე გავრცელდა ხმა, ასეთი იყო სტალინის ნებაო.
რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერ ბ. კვირკველიამ, შემდეგ მ. ორახელაშვილმა, აი, რა მიამბეს. ამასთან, მათი ნაამბობი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა ერთმანეთს: „კვანტალიანის ინფორმაციას ყველა სულგანაბული უსმენდა. მხოლოდ ორჯონიკიძე იჩენდა მოუსვენრობას. ინფორმაციის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ წინადადებამ, აჯანყების თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ყველანი დუმდნენ და სტალინს მისჩერებოდნენ.
ბოლოს სტალინმა ამოიღო ენა და შეგვეკითხა, რა აზრისა ხართო. ყველამ თანხმობა განვაცხადეთ. სტალინი ადგა, გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი დატენა, ერთიც გააბოლა და სარკასტული ღიმილით მოგვმართა: „თქვენ თუ ასეთი ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის ხელიდან გაშვება. საქართველომ უსისხლოდ მიიღო რევოლუცია. ახლა საბაბი გვეძლევა მას სისხლი ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობას და ლაჩრობას იჩენთო. დაე, გამოვიდნენ, რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი, არავინ დაზოგოთო“. თანაც მოითხოვა, რომ გამოსვლის დღეებში არც ერთი ჩვენგანი საქართველოში არ ყოფილიყო. მან თვით დაასახელა ორი ახალგაზრდა ჯალათი, რომელთაც უნდა ეხელმძღვანელათ დამსჯელი ოპერაციისათვის. ერთი მათგანი ლ. ბერია იყო, მეორე სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლ. ღოღობერიძე. სტალინმა არჩევანი იმით ახსნა, რომ ისინი არავითარი ყალბი ტრადიციებით არ არიან დამძიმებული. უფროსებს ნახევრად მენშევიკები გვიწოდა…
ამას მოჰყვა შემზარავი ამბები: ზესტაფონის ჩიხში ყოვლად უდანაშაულო 600-800 ადამიანის ტყვიამფრქვევით დახვრეტა; ძირითადად ამოწყვიტეს დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია, მრავალი ოჯახი ააწიოკეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მასობრივი რეპრესიები, გადასახლებები და სხვადასხვა. ჯერაც დაუდგენელია მსხვერპლის საერთო რაოდენობა. ჩემი ვარაუდით, 15-ათასს აღწევს, აქედან დახვრეტილები არანაკლები 5-6 ათასისა (იხ. გაზეთი „მამული“, №1, 1990 წ. 29 ნოემბერი, ალ. პაპავა, სტალინი და საქართველო).
ბატონ ალექსანდრეს, ეტყობა, გამორჩა – იმ ორ ჯალათთან ერთად, ქართველთა ჟლეტაში ლომის წილი მიუძღვის, აგრეთვე, საქართველოს იმდროინდელ პროკურორს – ტალახაძეს. კერძოდ, ის თაოსნობდა ზესტაფონის ჩიხში, ვაგონებში შემწყვდეული ხალხის ბარბაროსული მეთოდით ხოცვას. საქმე ის გახლავთ, რომ დახვრეტის მომლოდინე ხალხი ვაგონებიდან არ გამოდიოდა. მაშინ, ტალახაძემ ვაგონებს ტყვიამფრქვევები დაუდგა და ტყვიებით დაცხრილა. დახოცილთა სისხლი თურმე წკრიალით გასდიოდა ვაგონებს.
აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ მთელი შემადგენლობა და დახვრიტეს – მათ შორის ილიას დისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი. მიაგნეს და დახვრიტეს „დამკომის“ ძირითადი შემადგენლობაც – ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი და სხვები. რადგან საბაბი მიეცათ, აჯანყებულებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, ანუ როგორც ითქვა, იმ ბრალდებით, რომ იყო თავადი, აზნაური ანდა მღვდელი. საერთოდ, დახვრიტეს ანდა საქართველოდან ციმბირში გადაასახლეს და იქ დაასამარეს ძირითადად ელიტარული საზოგადოება.
მათ შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.
1924 წლის სექტემბერი. აჯანყების მონაწილენი. სხედან – მარცხნიდან ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ლეო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი და ალექსანდრე სულხანიშვილი.
დიახ, დახვრეტდნენ სტალინი, ორჯონიკიძე და სხვა მისთანა გარეწრები ვაჟა-ფშაველასაც, ილია ჭავჭავაძესაც (იგი რომ უფრო ადრე არ მოეკლათ სწორედ ამ ვანდალისტებს), აკაკი წერეთელსაც და ყველას, ვინც არ იზიარებდა მათს მანქურთულ იდეებს, და მართლაც, განა სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არ ამოწყვიტეს სტალინმა და მისმა დამქაშებმა შემდეგშიც ცნობილი ქართველი მწერლები, მეცნიერები და კულტურის მუშაკები?“
სტალინისა და ბოლშევიკების ტირანიას საქართველოში ემსხვერპლა ასიათასობით ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანი – მეცნიერების, ხელოვნების, საზოგადოების თვალსაჩინო და ამაგდარი მოღვაწე, ერის ინტელექტუალური პოტენციალი, საჯიშე გენოფონდი.
1921 წლიდან 1941 წლამდის საქართველოში დაიხვრიტა 60 ათასი ადამიანი, საქართველოდან კი გასახლებული იქნა 200 000-ზე მეტი კაცი. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სტალინი ჩამოდის საქართველოში, სადაც კი მივიდა სამთავრობო სასახლეში, უნივერსიტეტში თუ მუშებთან შეხვედრაზე, ყველგან ასეთი შეძახილებით ამკობდნენ: გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ!
ქართველი ხალხის სამართლიანი გულისწყრომით გაბოროტებულმა სტალინმა შურისძიება ასეთი სიტყვებით გამოხატა: „საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წლის ივნისი).
სტალინი თბილისში
„1921 წლის ივნისში თბილისში ჩამოვიდა სტალინი. პლეხანოვის თეატრში დანიშნული იყო მისი მოხსენება შემდეგ თემაზე: „რისთვის მოვიდა საქართველოში წითელი ჯარი?“.
იმ დროს არავისთვის შეადგენდა საიდუმლოებას ის გარემოება, რომ საქართველო იყო დაპყრობილი წითელი ჯარის მიერ სამხედრო ხელობის ყველა წესიერი და უწესო საშუალების გამოყენებით. სტალინმა ააშენა თავისი მოხსენება ორ ძირითად დებულებაზე. მისი მტკიცე ნებით „საქართველოს დაპყრობას მოითხოვდა პირველად ყოვლისა მსოფლიო რევოლუციის ინტერესები“ და შემდეგ საქართველოს მშორომელთა მასების ინტერესები, „რომლებიც ჩამოგლიჯეს რუსეთის ძმურ მასებს „გამცემელმა მენშევიკებმა““. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მოხსენების შესავალში მან სურვილი გამოთქვა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მომხდარიყო მოხსენების შემდეგ და ყველა მსურველს გამოეთქვა აზრი სრულიათ თაავისუფლათ და მოურიდებლათ, თან კამათში მონაწილეთ აღუთქვა სრული ხელშეუხებლობა. იმ დროს კომუნისტური პარტიის ფენა ტფილისის მუშები იყო ძალიან თხელი. პლეხანოვის თეატრი გაჭედილი იყო ხალხით, უმეტესად მუშებით, რომელთა შორის საკვირველია 90 პროც. სოც-დემოკრატები იყო. მსმენელები ნდობით მოეპყრნენ სტალინის განცხადებას ხელშეუხებლობის შესახებ, ამ განცხადებით გათამამებულნი დამსწრენი ადვილად წამოეგნენ ანკესზე და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს სტალინის მოხსენება, რომელიც წაკითხული იყო ავლაბრული ქართული ენით. კამათის გახსნამდე უკვე ცხადი იყო, რომ სტალინის მდგომარეობა არ იყო ადვილი. მას რასაკვირველია არ ძალუძდა დაემტკიცებია თეატრში თავმოყრილ ქართველი ერის აქტიური ელემენტებისათვის სარგებლიანობა და მიზანშეწონილობა საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობისა და იქ საოკუპაციო რუსული ჯარის ყოფნისა. მოხსენების დროს ხშირად ისმოდა რეპლიკები: გამცემო, სამშობლოს გამყიდველო, მოღალატევ, დამპყრობელო, წითელო იმპერიალისტო და სხვა. მოხსენების დასასრულ ჩაწერილ მოკამათეთა რიცხვი აღემატებოდა რამდენიმე ათეულს, მათშორის იყო ბევრი ცნობილი მოღვაწე და ჩინებული ორატორი (ის. რამიშვილი, ალ. დგებუაძე და სხვა) მოკამათეებმა ქვა- ქვაზედ არ დატოვეს სტალინის მოხსენებიდან, რამდენადაც უფრო მკაცრად ილაშქრებდნენ სტალინის წინააღმდეგ, იმდენად უფრო აღფრთოვანებული ტაშით აჯილდოვებდნენ ორატორს. სტალინს სიბრაზისაგან შავი ფერი დაედო. ის მაშინ უკვე ჩაფიქრდებოდა სასჯელის მეთოდებზე და მკაცრ ზომებზე. საბოლოო სიტყვის დროს ხალხი სრულიად გამოვიდა მორჩილებიდან და აშკარად დასცინოდა მომხსენებელს. მან ვერ დაამთავრა საბოლოო სიტყვა და სტვენისა და ფეხების ბრახუნის ქვეშ ჩამოვიდა ტრიბუნიდან. გვიანი ღამე იყო მან მოითხოვა სასწრაფოდ ცეკას სხდომის მოწვევა და შეუდგა ანგარიშის გასწორებას ყველასთან, ვინც მოხვდა მას ცხელ ხელზე. იმ დღესვე აიძულა ცეკა მიეღო დადგენილება მთავრობის თავმჯდომარეობისაგან ფილიპე მახარაძის მოხსნისა და მის მაგიერ ბ. მდივნის დანიშვნის. მახარაძე შეიქმნა პასუხისმგებელი იმ საღამოს სტალინის წინააღმსეგ გამოსვლების, თუმცა კამათის ნება თითონ სტალინმა დართო. სტალინის არგუმენტაცია ფ. მახარაძის მოხსნის შესახებ იყო შემდეგი: „მაგარი ხელმძღვანელობისათვის ისეთი გამოსვლები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მოხსენების ირგვლივ დაუშვებელია და ამიტომ უნდა მოიხსნას მახარაძე და დაინიშნოს მდივანი“. წინდადადება მისცა ცეკას, დაუყოვნებლივ მოხდეს რეოორგანიზაცია ჩეკის და შევსებულ იქნეს გამოცდილი ჩეკისტებით მოსკოვიდან. სტალინმა ლაჩრულათ დაარღვია მისი მიცემული სიტყვა ხელშეუხებლობაზე და დილისთვის, მისი ბრძანებით უკვე მზათ იყო სია მის წინააღმდეგ მოლაპარაკე ორატორებისა, რომელიც ცეკამ თავის მხრივაც შეავსო. ჩეკას სხდომა დასრულდა გათენებისას სტალინის მუქარით: „საქართველოს უნდა გადაესვას ოქტომბრის უთო“-ო.
ჩეკისტები დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმეს და სულ ორიოდე საათის განმავლობაში ჩეკის სარდაფებს მიემატა რამდენიმე ასეული ქართველი მამულიშვილი.
კირილე კაკაბაძე
აქვე მოვიყვანთ შესანიშნავი მამულიშვილის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლის, აწ გარდაცვლილ ბატონ მიხეილ მჭედლიშვილის წიგნიდან „საქართველო ბოროტების იმპერიის 500- წლოვან მარწუხებში“ ამონარიდს, რომელიც მსგავს ამბავს მოგვითხრობს: „რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორე ანექსიიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, სტალინი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშებმა და ცნობილმა რევოლუციონრებმა მას საპროტესტო შეხვედრა მოუწყვეს ნაძალადევის კლუბში.
ამ შეხვედრის შემდეგ მოგონება დაგვიტოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილმა მოღვაწემ ვლასა მგელაძემ. იგი ასე მოგვითხრობს ამ შეხვედრის ამბავს:„საქართველოს დაპყრობის შემდეგ სტალინი პირველად ესტუმრა ტფილისს და ისურვა ტფილისის მუშებთან საუბარი. ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში მთელი რევოლუციონური მუშათა კლასი შეიკრიბა. დარბაზში ტევა არ იყო. ეზო მშრომელი ხალხით აივსო. ჩეკისტები და გადაცმული ჯაშუშები ზღვა ხალხში დაძვრებოდნენ, მრისხანე მუშების სახეებს შემკრთალი შეპარვით აკვირდებოდნენ… კრება გაიხსნა. სცენის კუნჭულები ჩეკისტებმა დაიკავეს… ნელის ნაბიჯით, მელურის შეპარვით სცენაზე სტალინი, თბილისის მუშების კარგა ნაცნობი სოსო ჯუღაშვილი – „კობა“ შემოიპარა, ფარდებიდან გამოძვრა… მთელი დარბაზი სამარისებური სიჩუმით, კრიჭაშეკრული ზიზღით შეხვდა… სტალინი აქ არ გავს მაღალი, საკაცობრიო იდეალით გატაცებულ მებრძოლს… იგი ნაძალადევათ იღიმება, გაუბედავათ ლაპარაკობს. მობოდიშებული კილო აქვს. ნახევრად თვალდახუჭული, შეპარვით ათვალიერებს თბილისის რევოლუციონერ მუშებს… აქ მას ყველა იცნობს, მათ ოჯახებში იმალებოდა, რამდენ დედას მისთვის საჭმელი უჭმევია, დაუმალავს, შვილივით მიუღია… დღეს კი თავისუფლება მოუსპო, სიცოცხლე გაუმწარა… მიუხედავად ფრთხილი და მორიდებული მოხსენებისა, სტალინს სიტყვას აწყვეტინებენ. ყოველი მხრიდან უყვირიან, უსტვენენ – მოღალატევ! გამყიდველო! ამ შეძახილებით უმასპინძლდებიან მუშები. მამაკაცებს, არც ქალები ჩამორჩებიან – წყეულო! შეჩვენებულო! მელაკუდავ! – უძახიან მოხუცი დედები. სტალინი კი, ვითომც არაფერი, შეურაცხყოფას არ იმჩნევს, თავს იკატუნებს. შურისსაძიებლად სხვა დროს უცდის…“ ზოგიერთის თქმით, სტალინს აქვე განუცხადებია: „დარბაზში ვინ უსტვენდა, ძნელია მისი დადგენა, ამიტომ, დარბაზში მყოფი ყველა დაიხვრიტებაო!“
ისევ ვლასა მგელაძეს მოვუსმინოთ: „მეორე დღეს შურისძიებით შეპყრობილი, ღვარძლიანი სტალინი სასახლეში თავის ხელქვეითებს ეუბნებოდა: „თბილისს ოქტომბრის რევოლუციის უთო უნდა გადაესვასო“. და მაშინვე მის სისრულეში მოყვანას შეუდგნენ. მოულოდნელად ძველი მუშები დააპატიმრეს, ჩეკას სარდაფებში ჩაყარეს, პოლიტიკური მოღვაწეებით აავსეს მეტეხის საგუბერნიო ციხე. ყოველივე ქართული საქმე ეჭვის ქვეშ დააყენეს, ჯაშუშები მიუჩინეს ხალხს სამსახურში, რკინისგზაზე, დეპო-სახელოსნოებში და თვით ოჯახებშიც-კი…
მთელი ღამის განმავლობაში ჩეკის სარდაფებიდან, ციხეებიდან ტუსაღები გაყავდათ, ხელებგაკრულებს საბარგო ავტომობილებზე ყრიდნენ, ცხენოსანი რაზმით ალყაშემორტყმულებს ორთაჭალისა და საბურთალოს მინდვრებზე ხვრეტდნენ, ცოცხალ-მკვდარ დაჭრილებს ერთად მარხავდნენ…“ (გაზეთი „თბილისი“, 1990 წ. 17 ოქტომბერი, ღალატის შემდეგ… „ბელადი“ თანამედროვის თვალით).
თბილისიდან მოსკოვს ჩასული სტალინი ოფიციალურად აცხადებს: „სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი სასიკვდილო საფრთხეშია!“ ასევე ეცემოდათ ბნედა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლების იდეაზე ბოლშევიკების განაყოფ ძმებს მენშევიკებს, როდესაც აღმოჩნდნენ საქართველოს თავისუფლების გარდაუვალობის წინაშე.
ქართველთმოძულე სტალინმა ქართველობა, არც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინდო, ქვეყანაში სამჯერ გამოცხადდა მობილიზაცია და ფრონტზე გაიწვიეს 700 000-ზე მეტი მამაკაცი, საქართველოს მოსახლეობის 20%. ამ დროს საქართველოს მოსახლეობა 3. 540. 000 კაცს აღწევდა. ეს კი გცილებით აღემატება ომში მონაწილე დიდი სახელმწიფოების მაჩვენებელს – მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ომში გაწვეულთა რაოდენობა იმ დროისთვის ნებისმიერ სახელმწიფოში შეადგენდა საშუალოდ 6,5%. საქართველოს ომში დაეღუპა 350. 000 მეტი გაწვეული. ხოლო ცოცხლად დარჩენილთა უმრავლესობა ქვეყანას დაუბრუნდა ავადმყოფი და ხეიბარი. ცოცხალი ძალის დანაკარგი ამერიკისათვის შეადგენდა 274 000 ადამიანს; ინგლისისათვის 264 000; საფრანგეთისათვის კი 200 000 კაცს.
მსოფლიო ომის დასასრულიც უბედურებად დაატყდა იმპერიის ნაომარ მოსახლეობას – ტყვედყოფილთა უმრავლესობა გაასამართლეს და გააციმბირ-გააკატორღეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველებიც.
XX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებლემა მოძრაობამ ქვეყანა კომუნისტური რეჟიმის ბორკილებიდან იხსნა, ეროვნულ მთავრობას სწორედ მაშინ უნდა მოეწყო კომუნიზმის საერთაშორისო სასამართლო, სწორედ მაშინ უნდა აღეგვათ პირისაგან მიწისა ყოველივე, რაიც ამ უბედურების კვალი იყო. თუმც აქ დროის ფაქ
|