#47104917 · 24 Feb 2016, 22:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
The Good ჯერ ამას ამბობ:
| QUOTE | მე რატომ უნდა გამომეცადა? მე არ ვყოფილვარ წითელი დირექტორი რომ ქარხანა ჩამეგდო ხელში და ჯართად გამეყიდა თურქეთში. არც აღმასკომის თავმჯდომარე ვყოფილვარ შენობების პრივატიზება მომეხდინა ახლობლებზე არც ბანკის მოხელე ვყოფილვარ 30%ად კუპონების კრედიტი გამეკეთებინა ნაცნობზე. არც ის ვინც მილიარდობით კუპონის კრედიტს აიღებდა, დოლარს იყიდიდა, 3 თვეში გაყიდდა და ასეულ ათასობით დოლარს იშოვიდა. არც ანაბრები ამიორთქლებია ვინმესი, არც წილში ჩავჯდომივარ და ა.შ. ასეთი ხალხის გაკულაკებას ამათზე უფრო მეტად ვინმე დაბოლილი "სასარგებლო იდიოტი" რომ განიცდის ის უფრო მეცოდება. სამაგიეროდ იმ სიკეთეებს ვგრძნობდი გარშემო რაც ასეთების გაკულაკებას მოყვა. ახირების და ხუშტურის გასაწორებლად რომ "გააკულაკებ" მაგას რა სიკეთე აქვს მომკალი და ვერ ვიგებ. |
მერე ამას იძახი:
| QUOTE | | ჯერ ერთი საკუთრების უფლება უნდა ჩამოართვას სასამართლომ და არა საჯარო რეესტრმა. |
შენზე ძალიან მეზიზღებიან აღმასკომის თავჯდომარეები და წითელი დირექტორები, მაგრამ შენ თვითონ იძახი, რომ საკუთრება სასამართლომ უნდა ჩამოართვასო. აბა ეხლა გაიხსენე ნაცების დროს სასამართლო ართმევდა ქონებას თუ ნოტარიუსი შუაღამით?
კანონიერ სახელმწიფოში ასე ხდება: სასამართლო ამტკიცებს, რომ ქონება უკანონოდაა მოპოვებული, უკანონობის ჩამდენი მიდის ციხეში, ქონება უბრუნდება სახელმწიფოს. და თუ ვერ უმტკიცებ, რომ უკანონოდ აქვს ქონება შეძენილი, მაშინ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქონება უნდა დარჩეს პატრონს.
--------------------
მრეკეთ ბოთლი თავში ქალბატონო მარგალიტა რააააა!
|