mamukasokhumeliრა გინდა რას ქადაგებ . . . ცოტა მეტი იკითხე სამეცნიერო ლიტერატურა და ცოტა ნაკლები სტატიები, ტელევიზორს შეეშვი და ფორუმზე დილიდან დაღამებამდე ჯდომასაც გირჩევია რამე წაიკითხო . . . შეურაცხყოფის მოყენება არ არის ჩემი მიზანი როცა ამას გწერ უბრალოდ დაბნეული ხარ და რაღაც უშინაარსო და ულოგიკო რაღაცეებს წერ, გულხელ დაკრეფილი, დაბნეული და გაბრულებული ადამიანის ტექსტივით . . . "გლეხი კაცითვინ არავინაა"-ო რომ გაიძახიან . . .
რასაც ეხლა შენ წერ დედამიწის ზურგზე არაფერთან არ არის კავშირში . . . არც სოციალიზმთან, არც კაპიტალიზმთან, არც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკსთან, არც ჰუმანიზმთან და არც არაფერთან დედამიწის ზურგზე . . .
სოციალისტები არ იყვნენ და ვერც იქნებიან მართლები იმიტომ რომ ისინი ცდილობდნენ (იდეის დონეზე მაინც) ადამიანის შეცვლას, რეალურად ეგ შეუძლებელია . . . და ყველგან დედამიწაზე კარხი განიცადა (არა მხოლოდ სოციალიზმში არამედ ყველა სხვა მოდელში ადამიანის შეცვლის მცდელობამ) იმიტომ რომ ის სოციალისტებიც ისეთივე ადამიანები არიან როგორც სხვები . . .
ადამიანის სიხარბეც და წარმატებისკენ სწრაფვაც შეიძლება დადებითად აისახებოდეს სხვა ადამიანებზე თუკი . . . ადამიანის თვისებებს განიხილავ არა როგორც ცუდს და კარგს.
ყველა ადამიანის აზროვნების ამოსავალი ერთნაირია, ინდივიდუალური და განსხვავებულია მხოლოდ დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ჯანსაღი და სამართლიანი ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანს ეძლევა შესალებლობა განვითარდეს და იყოს თავისუფალი.
რათქმაუნდა ეს რაც დავწერე მხოლოდ ლამაზი სიტყვებია და პრაქტიკაში ეს ყველაფერი ბევრად პრაგმატულ და რაციონალურ რაღაცეებამდე ჩამოდის . . . თუმცა მაგ ყველაფერს აქ ვერ დავწერ, ძალიან ბევრი რამ გამოვა და რამე მცირე ნაწილი რომ დავწერო კონტექსტიდან ამოგლეჯილი იქნება და აზრი არ აქვს . . .
მარტივად რომ ვთქვათ ყველა ადამიანმა იმაზე უკეთესად იცის რა სჭირდება ვიდრე ყველაზე დიდმა მოაზროვნემ თუნდაც, და რომ შეძლოს ამ ადამიანმა იმის მიღება რაც სურს, საჭიროა რომ იყოს თავისუფალი. სხვანაირად როგორ წარმოგიდნგენია რომ ერთმა (თუნდაც გენიოსმა) ცენტრალიზებულად შეძლოს ყველა ადამიანს მისცეს რაც სურს . . .
მაგალითად შენ . . . ალბათ გენდომება კაი ცხოვრება ერთო ორი მილიონი მაგარი სახლი და ა.შ.
მთელი ცხოვრება რომ მაგ საქმეს დაუთმო და მართლა მთელი არსებით რომ მოინდომო ვერ შეძლებ მაგის მიღწევას? ვინც მართლა მოინდომა მაგისთვის ცხოვრება ყველამ შეძლო . . .
ვიღაცამ რომ გაჩუქოს ეგ ყველაფერი ალბათ ძალიან გაგიხარდებოდა, თუმცა მაგისთვის ცხოვრება ალბათ არ გიღირს თუკი არ გაქვს . . .
რაიმე ყოფილა შენს ცხოვრებაში მართლა მთელი არსებით რომ მოგენდომებინა გეშრომა მაგისთვის, მართლა არაფერი არ დაგეკლო (ისე კი არ სხვასთან რომ ტავს გაიმართლებ, არა შენც რომ ხვდები შინაგანად რომ მართლა ყველაფერი გააკეთე რაცკი შეგეძლო, ყუველა შანსი გამოიყენე) და ვერ მიგეღწია?
კაცობრიობა უბრალოდ მიხვდა, რომ ადამიანის ბედი ყოველთვის ადამიანის ხელში იყო და რაცარუნდა მოინდომო მაგას ვერასდროს ვერ შეცვლი და რაც მეტად მოინდომებ რომ ეს შეცვალო (თუნდაც კეთილი მიზნები გამოძრავებდეს), ამით მხოლოდ ადამიანს შეუშლი ხელს . . . მიღებით კი ვერაფერს მიიღებ ვერც შენ და ვერც სხვას გაუკეთებ რაიმე ღირებულს სხვანაირად.
ამიტომ დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ერთის მხრივ როგორ შეუწყონ ხელი ადამიანს (მეტი თავისუფლებით, ნაკლები დაბრკოლებებით და ა.შ.) და მეორეს მხრივ როგორ შეძლონ რომ სახელმწიფოს და სამშობლოს გარეშე არ დარჩეს ეს ადამიანი . . . მე არ ვამბობ რომ ვინმემ იდელურ ვარიანტს მიაღწია, თუმცა ეს მარტივი ჭეშმარიტება მუდმივად იხვეწება სხვადასხვა მეთოდებით . . . სახელმწიფო ყველგან ცდილობს მაქსიმალურად გვერდზე გადგეს რა დონეზეც კი ეს შესაძლებელია და რაც ჯერ არ არის შესაძლებელი უკვე დიდი ხანია ფიქრობენ თუ როგორ შეძლონ.
ეს სოციალიზმი უბრალოდ პრიმიტიულია თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალიზმის დროს სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ჩაერიოს თავისი მოქალაქეების ცხოვრებაში . . . რატომღაც მუდმივად ვიღაცეები მტავრობაში თვლიან რომ იციან რა გვჭირდება ჩვენ . . . ზოგადად მთავრობა მეტნაკლებად ყველგან ერევა მოქალაქეების ცხოვრებაში თუმცა მიდგომა განსხვავდება . . .
ლიბერტარიანელებმა იციან რომ უნდა იფიქრონ როგორ გაანთავისუფლონ ადამიანები მთავრობის წნეხისგან . . . იმიტომ რომ მათზე (რიგით მოქალაქეზე) უკეთ ვერ გადაწყვეტენ რა სჭირდებათ ამ ადამიანებს და მეორე იციან რაც მეტად ჩაყობ რიგითი ადამიანის ცხოვრებაში ცხვირს მით მეტია შანსი რომ ზუსტად იგივე ადამიანმა ქუჩაში გამოგიყვანოს მეორე დღეს და დაგხვრიტოს, რაც არც ქვეყანას არგებს და არც ხალხს და არც არადროს ურგია ვინმეს დახვრეტას რაიმესთვის (როგორც მოხდა კიდეც არაერთ სოციალისტურ სახემწიფოში და სადაც ასე არ მოხდა, იქ უბრალოდ ძალიან გაუმართლა იმ მთავრობას)
სოციალისტები ფიქრობენ თუ როგორ "დაეხმარონ" ადამიანებს და ამით სულ უფრო მეტად უმღვრევენ წყალს იგივე ადამიანს (რიგით მოქალაქეს), იმიტომ რომ როგორც ვთქვი არავინ იცის იმაზე უკეთ თუ რა სჭირდება ადამიანს ვიდრე თავად ამ ადამიანმა.
სოციალისტი გართმევს და მერე წყვეტს რა გჭირდება შენ და მუდმივად გიზრდის ტვირთს რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე გაგიკეთოს შენივე ნაშრომის გამორთმევით და მერე უკანვე დაბრუნებით ოღონდ იმ ფორმით რა ფორმიტაც თვითონ მიაჩნია სწორად, ლიბერტარიანელი პირიქით ცდილობს მაქსიმალურად შეგიმციროს ტვირთი და რაც შეიძლება ნაკლები რაღაცეები გადაწყვიტოს შენს მაგივრად იმიტომ რომ შენ მასზე უკეთ იცი თუ რა გჭირდება შენთვითონ.
ამაზე მეტს ვერ დავწერ, თუ მართლა გაინტერესებს ასეთი საკითხები მაშინ რაღაც ვულგარული რომანების, სხვადასხვა სტატიების, III ხარისხოვანი მეცნიერების ბოდვის, გასული საუკუნის დასაწყისის სამეცნიერო ლიტერატურის და ფორუმის პოსტების კითხვას დაანებე თავი, ტელევიზორიც გამორთე სამუდამოდ და აიღე ნაშრომები, კვლევები, ლიბერტარიანიზმზე (ეს უფრო თანამედროვეა) და საბაზრო ეკონომიკის მოდელზე (ეს ცოტა მოძველდა, როგორც თეორია თუმცა პრინციპები არ შეცვლილა და ლიბერტარიანიზმი მაგის გაგრძელებაა, იგივე პრინციპებს ეყრდნობა, მაგრამ ახალი მიდგომებით) ასევე წაიკითხე სხვა თანამედროვე ნაშრომები რომელიც XXI საუკუნის მიდგომებია და ამავე საუკუნეში გამოიცა და ა.შ.
არავინ ამბობს რომ რომელიმე თეორია იდეალურია ან სადმე არსებობს იდეალური სახით ან პრაქტიკა და ან თეორია . . . თუმცა ყველაზე შორს წასულია ეს, იმიტომ რომ ეს არის მიდგომა იმის შესახებ თუ როგორ არ იდგე ერთ ადგილას. იდეა მარტივია, მუდმივად ვიშრომოთ და ვიფიქროთ როგორ გავანთავისუფლოთ ადამიანი ისე რომ არც მწვადი დავწვათ არც შამფური . . . ჯერ რომ ეგ მიღწეული არ არის ეგ ლიბერტარიანელზე უკეთესად არავინ იცის და არც არავინ შეგპირდება მაგას რომ ეხლავე შეუძლია მაგის გაკეთება . . .
თუ არ წაიკითხავ მე ნამდვილად არაფერი დამაკლდება, თუმცა თუ წაიკითხავ შენც ნამდვილად არ დაგაკლდება არაფერი . . .
შენ ყოველთვის თავსუფალი იყავი, ყველა სისტემაში უბრალოდ ეხლა დადგა დრო როცა მსოფლიოს მრავალ კუთხეში ადაიანები საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ თავისუფლება გარდაუვალი ჭეშმარიტებაა და ამის შეცვლა შეუძლებელია და რაც ყველაზე მტავარია მიხვდნენ თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას ამ მარტივი ჭეშმარიტებით . . .
ასე რომ . . . ეხლახანს შემხვდა ეს პოსტი

არაჩვეულებრივია . . .
This post has been edited by 777giorgi777 on 28 Feb 2016, 07:41