არც მიკვირს . . . სოციალისტური არ არის და არც არასდროს ყოფილა თავისი ისტორიის მანძილზე . . .
მთავარი უბედურება ისაა რომ საქართველოში ყველას თავი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ჰგონია და ფილოსოფოსობს.
______________________________________________________________________________________________________________________________
1. კაპიტალისტური თეორიების კითხვას თავი დაანებეთ, კაპიტალიზმია არის ქვის ხანის თეორია და დიდი ხანია აღარავინ იყენებს. წაიკიკითხეთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და ლიბერტარიანიზმის შესახებ და გაიგებთ რითი ცხოვრობსთ თანამედროვე დასავლეთი და რის ხარჯზე.
2. სადაც კაი ხელფასები და პენსიებია ყველა ქვეყანა სოციალისტური ნუ გგონიათ.
3. როცა რაღაცას გეუბნებიან რაც არ იცი, უშინაარსო კამათს რომ ადგე და სტატია მაინც წაიკითხო ხომ ჯობია?
სიტყვა კაპიტალიზმს საერთოდ თუ დაივიწყებთ მაგაზე კრგს ვერაფერს იზამთ, ეგ არის რუსული ბიდლოს დასაშინებელი ზღაპრები კაპიტალიზმზე და რომ დაჯდეს ვიღაცა და კაპიტალისტური თეორია წაიკითხოს მართლა ეგონება, რომ დასავლეთი მასე ხოვრობს. (რაც არ უნახავს რა იცის) არადა კაპიტალიზმი არის ისეთი ძველი თეორია, რომ რომელიმე თუნდაც საშუალოზე დაბალი დონის ეკონომისტს რომ უთხრა, პასუხსაც არ გაგცემს უბრალოდ დაგცინებს.
* * *
ablabudaaმომაწოდე სიამოვნებით გავეცნობი.
მთავრობა ანაწილებს ყველა ქვეყანაში უკლებლივ (ზოგგან სამართლიანად ზოგგან უსამართლოდ). გააჩნია რა იგულისხმება, (ანუ რას ანაწილებს და როგორ) გეტყობა არ ხარ ეკონომისტი . . . არაუშავს ვეცდები 2 სიტყვით აგიხსნა.
1. როცა საუბარია იმაზე რომ მტავრობა ანაწილებს რაიმეს მანდ იგულისხმება რომ ბიუჯეტის სახსრები სახელმწიფოს უშუალო ხმარდება საჭიროების და ხანდახან მოქალაქეების პირად საჭიროებებს, მაგალითად "ობამა ქეარ" სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა ამერიაკში რომელიც გულისხმობს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებას არის ერთერთი მაგალითი თუმცა ამერიკა რომ სოციალისტური ქვეყანა არ არის ამაზე კამათიც ზედმეტია.
2. უმნიშვნელოვანესია რას ანაწილებს მთავრობა და რა მეთოდებით (ანუ რითი ავსებს ბიუჯეტს). ნორვეგიის და შვედეთის შემთხვევაში ბიუჯეტი გადასახადებით ივსება . . . ხოლო სოციალისტური მოდელის შემთხვევაში სახელმწიფო ან წილობრივად მონაწილეობს ბიზნესში, ან უშუალო დირექტივების ქვეშ ჰყავს ბიზნესი, ან მკაცრი ზედამხედველობა მიდის . . . ანუ იგულისხმება ნებისმიერი სახის პირდაპირი ჩარევა ბიზნესში . . . რაც ცუდია . . .
მაგ. სოციალისტურია ქვეყანა სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს პირდაპირი წესით ურიცხავს თანხებს, მაგალითად სახელმწიფო საავადმყოფო სადაც მთავრობა ფიქსირებულ ფულს უხდის პერსონალს და ისინი შედეგად "უფასოდ" ემსახურებიან პაციენტებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო კერძო კომანიას უკვეთს რომ მოემსახუროს პაციენტებს და ფულს უხდის გაწეული მომსახურების სირთულისა და სპეციფიკის მიხედვით.
ასევე მაგალითად სოციალისტურია ქვეყანა სადაც მთავრობა საპენსიო ფონდიდან ან ქვეყნის ბიუჯეტიდან ან რაიმე სახელმწიფოს დაქვემდებარებული ორგანიზაციიდან პირდაპირ გასცემს რაიმე სახის სახსრებს მოქალაქეებზე . . . კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე.
მარტივად:
საბაზრო ეკონომიკის მქონეა ქვეყანა სადაც ყველაფერს აწარმოებს კერძო ბიზნესი და სახელმწიფო შეიძლება მოგვევლინოს მხოლოდ და მხოლოდ კერძო ბიზნესის დამკვეთად. მაგალითად ამერიკაში ობამამ დაუკვეთა ე.წ. "ობამა ქეარ" კერძო ორგანიზაციებს (კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ფულს შემდეგ რიცხავენ კერძო საავადმყოფოებში) და ისინიც ასრულებენ საქმეს, ზუსტად მასე შეიძლება დაუკვეთოს გზის დაგება ან რაიმე მომსახურების გაწევა კაერძო ბიზნესს და ა.შ.
სოციალისტურია ქვეყანა სადაც სახელმწიფო გვევლინება ბაზარზე როგორც შემსრულებელი მაგ, სახელმწიფო საავადმყოფო (სადაც მფლობელიც და ყველაფერიც სახელმწიფოა) ან სახელმწიფო საგზაო სტრუქტურა (ვთქვათ გზებს აგებს და სახლმწიფოს ექვემდებარება.)
რაც შეეხება ე.წ. "კაპიტალის განაწილებას" მაგას ყველა ქვეყანა აკეთებს . . . გზის დაგებაც კაპიტალის განაწილებაა იმიტომ რომ იმ კაპიტალით (გზით) შემდეგ სარგებლობს მთელი ქვეყანა . . .
ნუ ეხლა მე მესმის რომ ეს ყველაფერზე ვერ გაგცემს პასუხს მაგრამ ყველაფერს მართლა ვერ აგიხსნი . . . მაპატიე . . .
ესეც მთლად გამართულად არ მაქვს ახსნილი იმიტომ რომ შევეცადე აზრი მარტივი და მოკლე ყოფილიყო ერთი ორგან ცოტა "გლეხურად" მიწერია, მასე რომ არ მექნა მინიმუმ 3 ამდნის წერა მომიწევდა და . . . არც წაიკითხავდა არავინ და დიდი ალბათობით რომც წაეკითხათ დაიბნეოდნენ . . . იმიტომ რომ რასაც დავწერდი ის მერე კიდე ცალკე უნდა მეხსნა ყველა სიტყვა და ა.შ.
თუმცა დავამატებ 2 სიტყვით რომ რაც ნაკლებ გადასახადებს აწესებს სახელმწიფო ითვლება რომ მით უფრო თავისუფალი საბაზრო სისტემა მუშაობს იმ ქვეყანაში შესაბაისად რაც ნაკლეია გადასახადები მით ნაკლები ფული აქვს ბიუჯეტს რომ მოსახლეობას დაგაუხადოს მკურნალობის ხარჯები და ა.შ.
სკანდინავიის შემთხვევაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ გასხვავება არის გადასახადების მოცულობაში მეტი არაფერი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა სხვებზე მაღალი გადასახადებით, ეს არის და ეს.
ანუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში შეგვიძლია თავისუფლების ხარისხი შევაფასოთ იმით თუ რამდენად თავისუფალია ბიზნესი გადასახადებისგან, თუმცა თუ ვინმე იტყვის რომ ბიზნესი რადგან რომელიმე ქვეყანაში გადასახადებისგან ნაკლებად ტავისუფალია ესეიგი ის ქვეყანა სოციალისტურია სისულელე იქნება რათქმაუნდა.
თუმცა მხოლოდ გადასახადების სიდიდე არ წყვეტს მანდაც, ისიც მნიშვნელოვანია რა არის ამ მაღალი გადასახადების მიზეზი. სახელმწიფოს გაზრდილი საჭიროებები თუ სახელმწიფოს სურვილი მეტად ჩაერიოს ბაზარზე მიმდინარე პროცესებში.
__________________________________________________
პ.ს. მაინც დიდი გამოვიდა და მაინც ცოტა გაუგებარი . . .
იმედია წაიკითხავ მაინც

კიდე შეიძლება ბევრის დაწერა მაგრამ მეტის დამწერი აღარ ვარ . . .
____________________________________________________________________________________________
This post has been edited by 777giorgi777 on 27 Feb 2016, 05:07
უმაღლესი ჭეშმარიტებაა სახელმწიფო ინტერესები ! ერის ინტერესები ! ხმა ღმრთისა - ხმა ერისა !
__________
დღეს რაღაა და ხვალიდან გავბრწყინდებით.
__________
ქუჩა-ქუჩა ღრიალით აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს. თუარადა აგერ უკვე 20 წელია მასე ვაშენებთ და არ აშენდა არაფრით და იქნებ რამე სხვაც გვეცადა?