რას გეტყვი იცი?
1. პროცენტულად, პრავასლავიკ რუსეთში ბევრად მეტი გეია, ვიდრე ევროპაში
2. გირჩევ ევროპული კანონმდებლობა აიღო და თავად წაიკითხო, სიტყვაზე ნუ ენდობი ყველას, განსაკუთრებით, იცი, ვისაც

ეს სტატია წაიკითხე, დიდი არ არის, იმედია გეყოფა ნებისყოფა
https://www.lifesitenews.com/news/european-...t-a-human-rightთარგანსაც გაახლებ, ყოველი შემთხვევისათვის
დასკვნებს, იმედია ობიექტურად გააკეთებ
მართლა გულისამრევია უკვე ამ თემით სპეკულაციები
ცალკე რესპები, ცალკე ეკლესია
ორივე - ბონუსების მოლოდინშია, მაგრამ ქორწინების დეფინიცია ჩაიწერება კონსტიტუციაში და მერე რაღაზე ისპეკულანტებენ, საინტერესოა
აგერ, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ლგბტ ქორწინების უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლება არ არისო და ამიტომ, ყველა ქვეყნის მთავრობამ, თავად უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა უფლებასო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნება ყველას...
ანუ, არავინ არავის აძალებს და არც ითხოვს!
იგივეს ამბობს გაერო, და იგივეს ამბობს უამრავი ქვეყნის კონსტიტუცია
მოკლედ, ფეხის ხმას აყოლილების ქარიშხალი ჭიქაში და ვიღაც-ვიღაცეების ვიგოდნიკური თამაშები, დამთავრება მალე
European court: Gay marriage is not a human right
ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესი სასამართლოს განცხადებით, მსგავსი სქესის ადამიანთა შორის ქორწინება, როგორც ასეთი, არ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებათაგანი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი, არ ითხოვს მთავრობებისგან „მსგავსი სქესის მქონეთა შორის ქორწინების უფლების მინიჭებას“ - სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, მაგრამ დარტყმა მიაყენა მსგავსი სქესის მქონეთა შორის ქორწინების მომხრეთა იმედებს, რომ ამ სახის ქორწინება, საყოველთაოდ იქნებოდა აღიარებული, როგორც ფაქტი და რეალობა.
სასამართლომ კი საზღვარი გაავლო უფლებებსა და ფაქტს შორის.
სასამართლომ, ეს გადაწყვეტილება მიიღო ფინელი მოქალაქის საჩივრის პასუხად, რომელიც მიუხედავად ოპერაციისა და საერთო შვილისა, ვერ ახერხებდა იურიდიული იდენტობის შეცვლას მამაკაციდან-ქალად, რელიგიური აღმსარებლობა კი განქორწინებას უკრძალავდა. ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის მამაკაცად დარჩება, სანამ ფინეთი არ აღიარებს მსგავსი-სქესის პირთა შორის ქორწინებას საკანონმდებლო დონეზე (ამჟამად ახლა უკვე მიღებულია და ძალაში შევა 2017 წლიდან).
ევროპულმა სასამართლომ, არაორაზროვნად, გარკვევით თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი, არ ითვალისწინებს მსგავსი სქესის ადამიანთა ქორწინებას და მიაჩნია, რომ სამოქალაქო კავშირი მათ შორის, საკმარისია.
სასამართლომ დაადასტურა, რომ ქორწინების ტრადიციული ინსტიტუტის დაცვა, წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს და რომ მსგავსი სქესის მქონეთა შორის ურთიერთობა არ არის ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინების იდენტური და შესაძლებელია, რომ მათ განსხვავებული განსაზღვრება ჰქონდეთ კანონმდებლობაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი ცნობს „ქალისა და მამაკაცის უფლებას დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი“ და განსაზღვრავს „ქორწინების ტრადიციულ კონცეფციას, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის კავშირს.“ გარკვეულწილად, ამით აიხსნება ფაქტი, რომ ევროპულ ქვეყნებში არ არსებობს კონსენსუსი მსგავსი სქესის პირთა შორის ქორწინების შესახებ - 47-დან მხოლოდ 10 ქვეყანა უშვებს გამონაკლისს.
ლგბტ საზოგადოების დამცველებს, ევროპულმა სასამართლომ გარკვევით უთხრა, რომ მსგავსი სქესის პირთა ქორწინების უფლება, არ არის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ექვივალენტი. იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოც წააწყდა მსგავს ფაქტს და მისი გადაწყვეტილებით, ასეთი წყვილებისათვის, სამოქალაქო კავშირის აღიარება საკმარისია, რომ დაცული იყოს მათი უფლებები.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)