Lord_Crusaderრატო +18 ია?

-------------
გუშინ ღამით ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ახლობლები "გურიის მოამბესთან" პირველ კომენტარს აკეთებენ.
როგორც ისინი ყვებიან, მომხდარში უშიშროების მაღალჩინოსანი ფიგურირებს და შესაძლოა გამოძიება კვალის დაფარვაზე მუშაობდეს:
`მოხდა ავარია გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი. ვიცით, რომ მომხდარში დამნაშავეები არიან უშიშროების თანამშრომლები, გვეუბნებიან რომ მძღოლი დაჭერილია. ვინაიდან, დიდი თანამდებობის პიარია, არ მოხდეს საქმის ჩაფარცხვა, ესაა ჩვენი მოთხოვნა. სამართლიანობა აღსდგეს მხოლოდ, ადგილზევე მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, ერთი წუთით არ უცოცხლია. რა სიჩქარით მიდიოდა ასეთი რომ ჭიშკართან მიაკლა ბიჭი. იქნებ სინდისიერი გამოჩნდეს ვინმე და აღიაროს დანაშაული.“ - გვეუბნება გარდაცვლილის დეიდა მერი ზოიძე.
მეხუთე საქონელიმომიკლა და ჯარიმა ცალკე დამიწერეს. ამ უგზოობამ დაწყვიტა ხალხიც და საქონელიც. არ გვაქცევენ ყურადღებას“. - მადონა ცარტიშვილი.
„სადაც ეს ამბავი მოხდა მესამე შემთხვევაა ეს. გზა არ ვარგა აქ, მხოლოდ მაშინ იყრიან თავს პოლიციელები როცა რამე ხდება. ეზო არ არსებონს მანქანა, რომ არ იყოს შენავარდნი. ახლა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა, რამდენიმე თვის წინ, მასწავლებელი ქალი. ხომ უნდა იყოს მინიშნება რამე, რომ საქუჩო განათება არაა. რამდენჯერმე ვესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ ხელისუფლებას, თუმცა ყურადღება არავის არ მოუქცევია. ამ უგზოობის გამო იყო შემთხვევა, ტრაილერიც კი შევარდა ეზოში, დააქცია ხალხს. ძლივს გამოასწრენ სახლიდან და არავითარი დახმარება არ მიუღიათ“. - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.
"გურიის მოამბესთან" არაოფიციალურ საუბრებში გარდაცვლილის მეზობლები გვიყვებიან, რომ ავტომანქანაში მსხდომები, არაადექვატურად იქცეოდნენ და მომხდარში გარდაცვლილის დადანაშაულებას ცდილობდნენ, რაც ადგილობრივებსა და მანქანაში მსხდომებს შორის, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა: "უხეშად მოიხსენიეს გარდაცვლილი, ფაქტიურად ცდილობდნენ ეს ბიჭი დაედანაშაულებინათ, თავად შემოგვივარდა საბურავებშიო. ისე ლაპარაკობდნენ, ვეღარ მოვითმინეთ და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილ. ერთ-ერთს მაშინ ამოუვარდა ქურთუკის ჯიბიდან სამსახურებრივი მოწმობა. უშიშროების თანამშრომელი იყო"-გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.
როგორც შ.ს.ს-დან გვაცნობეს, სუფსაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებული ჯერ-ჯერობით არავინ არ არის.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან მიღებულ კომენტარს, როგორც სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების, ხარისხისა და გამოზახებათამართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე გვეუბნება, სასწრაფოს გამოძახება მოხდა 18:14 წუთზე, ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა ლანჩხუთიდან 18:16 წუთზე, 18:35 წუთზე იყო შემთხვევის ადგილზე: "ეს ის დროა, რაც სჭირდებოდათ გზის იმ მონაკვეთის გასავლელად. სამწუხაროდ, ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. იმ წამებშიც რომ ადგილზე ყოფილიყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა, მიღებული ტრამვები სიცოცხლესთან აბსოლუტურად შეუსაბამო იყო".
ხალხი შეშლილია თუ ის მთელ თავის იმედებს ერთ ადამიანზე ამყარებს საზოგადოების საერთო კეთილდღეობისათვის
უნდა არსებობდეს ერთი ნება და ამ ნებამ უნდა მართოს