nene5
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1668
წევრი No.: 98407
რეგისტრ.: 25-August 09
|
#47121292 · 26 Feb 2016, 16:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წაიკითხეთ ეს სტატია. ბოლომდე. თქვენი ნების და გაგების ამბავია, რაზე გააკეთებთ აქცენტებს. მაინც თუ ვერ მიხვდებით, იყავით ისე.
00:28 27.04.10 - შეთქმულების თეორია - ლევან მიქელაძის სიკვდილის საიდუმლო [მაია ფურცელაძე, „ვერსია“] 26 აპრილს „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას პარტიის დამფუძნებლის, ყოფილი დიპლომატის ლევან მიქელაძის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. 27 აპრილს მისი ქართველი და უცხოელი მეგობრები დააარსებენ მისივე სახელობის აპოლიტიკურ ფონდს, რომელზეც ჯერ კიდევ დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას ოცნებობდა. „ვერსია“ თითქმის ერთი წელია, ამაოდ ეძებს პასუხს კითხვებზე, რომელიც ჯერ-ჯერობით კვლავ უპასუხოდ რჩება. მართალია, თავად ლევან მიქელაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „კონსპირაციის თეორიების“ არ სჯერა, მაგრამ, ბედის ირონიით, მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრული, სწორედაც რომ, შეთქმულების თეორიის კლასიკური ნიმუშია. კი, არსებობს ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტები, მაგრამ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, დასკვნების გაკეთება მხოლოდ ვერსიების სახით შეგვიძლია.
და მაინც ვინ იყო ლევან მიქელაძე, რატომ დატოვა პოსტი და მოვიდა პოლიტიკაში 11 წლიანი წარმატებული დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, რა აკავშირებდა ედუარდ შევარდნაძესთან, მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ჟვანიასთან, ირაკლი ალასანიასთან, დავით გამყრელიძესთან, ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებთან, რა გახდა 52 წლის ჯანმრთელი კაცის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი, რატომ არ იძლევა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ქიმიური ანალიზის პასუხს შინაგანი ორგანოების მოწამვლაზე, ვის დასჭირდა ყაჩაღობის ინსცენირება მიქელაძის გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე, რა დაკარგა ოპოზიციამ და ვინ ისარგებლა მისი განეიტრალებით?
მიქელაძე - ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურა 2009 წლის 26 აპრილს, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ოპოზიციის მიერ 9 აპრილს აგორებული საპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ ძლიერდებოდა და 26 მაისის პიკისთვის ემზადებოდა, რომელიც მაქსიმუმ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომით, მინიმუმ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით უნდა დასრულებულიყო. თუმცა «დინამოს» სტადიონიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ განვლილი გზა საბედისწერო აღმოჩნდა და უკვე ნათელი გახდა, რომ ბრძოლა კრახისთვის იყო განწირული. დღეს, უკვე ერთი წლის თავზე, იმ პროცესს ვერდიქტი დრომ გამოუტანა - ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება, ვერ შეარჩია ლიდერი, რომელსაც ამ ბრძოლის სარდლობას ანდობდა. აპრილის აქციებს, ყველასთვის მოულოდნელად, შეუერთდა სამი პარტიის გაერთიანება - „ალიანსი საქართველოსთვის“. „ახალი მემარჯვენეებისა“ და „რესპუბლიკელების“ „დიპლომატების პარტიასთან“ გაერთიანებამ და ლიდერად ირაკლი ალასანიას აღიარებამ, ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩინა.
გამოიკვეთა ალტერნატიული ძალა, რომლის წინააღმდეგაც უკვე აპრობირებული მეთოდებით ბრძოლა აღარ გამოდიოდა. მათი მენტალიტეტი და პოზიცია არც იმის საფუძველს იძლეოდა, რომ საზოგადოება „რუსეთთან შეკრული მოღალატეებითა“ თუ „სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მომწყობი პუტჩისტებით“ დაეშინებინათ. გარდა ამისა, ალიანსს ჰქონდა ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა ოპოზიციას 2007 წლის ნოემბრის ბრძოლაში - კავშირები საერთაშორისო ინსტიტუტებთან, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობა გავლენიან ფინანსურ თუ პოლიტიკურ წრეებთან, რომელთა დახმარებითაც, ბრძოლის გონივრულად წარმართვის შემთხვევაში, აღიარება და წარმატება შესაძლებელი იყო.
ამგვარ სიტუაციაში ყოველთვის იკვეთება ფიგურა, რომელიც, ნებით თუ უნებლიედ, თავისი პიროვნული თვისებებით, წარსული გამოცდილებითა და გავლენით, ერთგვარი გამაერთიანებლის როლს ასრულებს. კანონზომიერება არც ამჯერად დარღვეულა - „ვერსიის“ ინფორმაციით, სწორედ ლევან მიქელაძე გახლდათ ის ადამიანი, რომელიც ერთნაირად მისაღები იყო ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფისთვის. რადიკალებიც და ზომიერებიც მის რჩევებს ანგარიშს უწევდნენ, მის გადაწყვეტილებას ენდობოდნენ და მის სიტყვას პატივს სცემდნენ.
მისი წონა და ფასი კი ოპოზიციაზე უკეთ ხელისუფლებამ იცოდა და ამიტომაც, როცა შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა 2007 წლის 7 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თბილისში დატრიალებული სისხლიანი დარბევის გამო, ვარდების ხელისუფლებას „სადამსჯელო პიარაქცია“ არ განუხორციელებია ურჩი დიპლომატის დისკრედიტაციის მიზნით. არც მაშინ ჰქონია მწვავე რეაქცია, როცა ლევან მიქელაძემ, სრულიად მოულოდნელად, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი საჯაროდ გამოაცხადა. მეტიც, საკუთარი თანამოაზრე დიპლომატები ირაკლი ალასანიას ლიდერობით გააერთიანა და პარტიის დამფუძნებლად დაფიქსირდა.
„ცივი ომის“ რეჟიმი სააკაშვილის ხელისუფლებას, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად აწყობდა, რადგან „შავი პიარის“ შემთხვევაში მისთვის ყველაზე უფრო საშიში და ანგარიშგასაწევი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მიქელაძეს ქართულ საზოგადოებაზე უკეთ იცნობდა, მას არ დაუჯერებდა და ანგარიშსწორებასა თუ განეიტრალების მცდელობას დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მიქელაძეს ეს ყველაფერი „აპატიეს“.
პროტესტი „დემოკრატიის გარდაცვალების“ გამო. 26 აპრილს, ლევან მიქელაძის გულის ინფარქტით გარდაცვალების ამბავი პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე მეხივით ისევე გავარდა, როგორც 2007 წლის 8 ნოემბერს, შვეიცარიაში საქართველოს ელჩის გადადგომა. თუმცა, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, პროტესტი ბევრად ადრე გაუჩნდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება 7 ნოემბრის სისხლიანმა დარბევამ მიაღებინა. 7 ნოემბერსვე, ლევან მიქელაძემ დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო წერილით მიმართა, რომელიც დღემდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობია:
„წერილი, რომელსაც გიგზავნით, ჭმუნვითა და ტკივილითაა სავსე. გწერთ, რათა შეგატყობინოთ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იძულებული ვარ მივიღო იმ საგანგაშო მოვლენებისა და ძალადობის კვალობაზე, რომელიც 7 ნოემბერს თბილისში მოხდა. გადაწყვეტილება - ძალის გამოყენებით ჩაეხშოთ მშვიდობიანი დემონსტრანტები - უზარმაზარი იმედგაცრუება იყო ჩემთვის მას შემდეგ, რაც საქართველომ მთავარ მიზნად დემოკრატიისა და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა აირჩია. ამ მიზეზის გამო მე აღარ შემიძლია კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი, როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მეთაურის მოვალეობა საქართველოს ახლანდელი მთავრობისთვის.
“7 ნოემბერს მინისტრ გელა ბეჟუაშვილს გადავეცი ჩემი გადადგომის განცხადება პრეზიდენტისა და პარლამენტის სახელზე. ამ განცხადებით სრულდება ჩემი, დიპლომატიური სამსახურის 11 წელი, რომელიც ვენაში დაიწყო და გაგრძელდა ვაშინგტონსა და ჟენევაში. ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი უფლება-მოვალეობა სიყვარულითა და ენთუზიაზმით შემესრულებინა. გადაწყვეტილება ჩემი სამსახურისა და ჩემი ფასეულობების შესაბამისია. ძალიან რთული დრო ქართველებთან ერთად საკუთარ თავზე გამოვცადე. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არ დასრულებულა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართველ ხალხს ძალუძს კრიზისის დაძლევა. გთხოვთ, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. მადლობას გიხდით მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის. მე, ჩემს ოჯახსა და საქართველოს, თქვენთან მეგობრობამ და ურთიერთობამ მრავალი სიკეთე გვარგუნა. ვიმედოვნებ, უკეთესი დრო დადგება. ახლა კი ვალდებული ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა, რათა მოვლენათა მსგავს მდინარებას გავემიჯნო. კეთილი სურვილებით, თქვენ და თქვენი ოჯახების მეგობარი ლევან მიქელაძე.”
ლევან მიქელაძეს ამ გადაწყვეტილების თაობაზე კონსულტაცია უახლოეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანაც კი არ გაუვლია, რადგან მიაჩნდა, რომ ეს მისი პიროვნული არჩევანი იყო.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც ბატონი ლევანი შვილობილად თვლიდა, და იხსენებს, რომ 7 ნოემბერს ტელეფონით ისაუბრეს. მან უსაყვედურა კიდეც, რატომ არ გვითხარი, თუ ამას აპირებდი, ჩვენც (ანუ ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, დათო ზანკალიანი....) მხარს დაგიჭერდით - ერთად მოვედით და ერთად წავალთო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლევან მიქელაძე არ იყო ის დიპლომატი, რომელიც მხოლოდ საკუთარ იმიჯზე ზრუნავდა, რასაც მისი პასუხიც ადასტურებს:
„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ირაკლის გაერო-ში ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია აქვს გასატანი და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. გარდა ამისა, თქვენი გადადგომა 7 ნოემბრითა და „იმედის“ დახურვით დაზარალებული ქვეყნის იმიჯს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი სრულიად განადგურდება!“ რა თქმა უნდა, დაუჯერეს. მეტიც, „ვერსიის“ გადამოწმებული ინფორმაციით, მიქელაძე 7 ნოემბერსვე ესაუბრა საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, რომელსაც დაჰპირდა, რომ მისი გადადგომა არ გასკანდალდებოდა და არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა არავის უფლებას, ეს ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად გამოეყენებინათ.
თუმცა, მისგან დამოუკიდებლად, მაინც გასკანდალდა, რადგან ლევან მიქელაძის დიპლომატიური სამსახურიდან პროტესტის ნიშნად წასვლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის იყო პირველი, ყველაზე ძლიერი სიგნალი იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. არ ვიცი, ვინ როგორ აფასებს ამ ნაბიჯს, მაგრამ ფაქტია - ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული დიპლომატიის ისტორიაში (მეორე მაგალითს ვერ მისახელებენ), როცა ჩინოვნიკმა საკუთარი ღირსების დაცვის ფასად ქვეყნის ღირსებაც გადაარჩინა და მომავლის იმედიც, რომელიც ზნეობრივმა პროფესიონალებმა უნდა შექმნან.
თუმცა არაადექვატური იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების რეაქცია 7 ნოემბრის მოვლენებზე, რაზეც თავად მიქელაძე, მოგვიანებით, ასეთ კომენტარს გააკეთებს: „დასავლეთიც არაადექვატური იყო. მაშინ ჩემთვის დემოკრატიული სახელმწიფო გარდაიცვალა, დამკვიდრდა ავტოკრატიული სახელმწიფო და ეს 7 ნოემბერს გაფორმდა... ქართული საზოგადოების რეაქციაც არაადექვატური იყო იმ კატასტროფისა, რაც ქვეყანაში მოხდა. არაადექვატური მეჩვენება საზოგადოების რეაქცია, როცა ზეწოლა მიდის მედიაზე, განსხვავებულ აზრსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. მე მეტს ველოდი.“
სამაგიეროდ, „დუბინკებს“ შეგუებული საზოგადოება თბილისში დაბრუნებულ ლევან მიქელაძეს აღფრთოვანებით შეხვდა, რაზეც თავად აცხადებდა: „ამას დიდ გმირობად მითვლიან, მაგრამ არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული ჩავიდინე. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, რადგან ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომელთაც მიწიერი პრობლემები გვაწუხებს!“ მიწიერი და ყოფითი პრობლემები კი მართლაც აწუხებდა.
ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით, მან საკუთარი ოჯახი უსახსროდ დატოვა და, მართალია, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ უკვე ნაშოვნი ჰქონდა სამსახური, თორემ ჟენევის ტბის სიმშვიდეს უმუშევრობაზე არ გაცვლიდაო, მაგრამ, ფაქტია, შეთავაზება საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია „ტეტისის“ პრეზიდენტისგან მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიიღო და დათანხმდა. ეს იყო ძალიან საინტერესო საქმე, თუმცა არა ის, რასაც 11 წელი შეალია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი საბოლოოდ გადაწყვიტა, პოლიტიკაში მოსულიყო და ამ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა შეექმნა.
11 წლიანი დიპლომატიური კარიერა და კავშირები ლევან მიქელაძემ უნივერსიტეტში საზღვარგარეთის ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გახლდათ. კარიერა გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიწყო, მოგვიანებით, მეცნიერებათა აკადემიაში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სწავლულ მდივნად მიიწვიეს და აკადემიკოს ერეკლე გამყრელიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა.
ბატონი ერეკლე „ახლების“ ლიდერის, დავით გამყრელიძის მამა გახლავთ და, მოგვიანებით, ათწლეულების მეგობრობა გახდება პოლიტიკური პარტნიორობის ერთგვარი განმსაზღვრელი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა კი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თედო ჯაფარიძემ შესთავაზა. ეს უკვე 1992-94 წლებია, როცა ბატონი თედო შევარდნაძის მრჩეველია ეროვნული უშიშროების საკითხებში და აყალიბებს ხუთკაციან ჯგუფს, რომელმაც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე უნდა იმუშაოს - ნავთობსადენი, დასავლეთ-აღმოსავლეთის კორიდორი და ა.შ... რომელსაც შევარდნაძე არავის აკარებდა.
როგორც კულუარებში იხსენებენ, ეს იმდენად გასაიდუმლოებული საკითხები იყო, რომ თავად ზურაბ ჟვანიამაც კი, 1998 წლამდე გარკვეული დეტალები არ იცოდა. ლევან მიქელაძესთან ერთად, მაშინ ჯგუფში მისი მეგობრებიც მიიწვიეს - არჩილ გეგეშიძე, დათო სუმბაძე, გიგა მახარაძე და ზაზა კანდელაკი. ხოლო როცა აშშ-ში საელჩო გაიხსნა, თედო ჯაფარიძემ მთელი ჯგუფი წაიყვანა (გარდა აჩიკო გეგეშიძისა, რომელსაც ოჯახური პრობლემები ჰქონდა). ამერიკაში ორი წელი იმუშავეს და მათთვის თითქმის ყველა კარი ღია იყო. გარდა იმისა, რომ თავად თედო ჯაფარიძეს საკმაოდ დიდი კავშირები ჰქონდა, აშკარად იგრძნობოდა „ბერლინის კედლის დამანგრევლისა“ და „დემოკრატი, გმირი შევის“ ფაქტორის უდიდესი გავლენა. სხვათაშორის, იმ წლების ურთიერთობებმა და იმ ფაქტმა, რომ შევარდნაძე ამ ადამიანებს განსაკუთრებით ენდობოდა, მოგვიანებით, ვაშინგტონში, საქართველოს ელჩის რანგში დაბრუნებულ მიქელაძეს, მუშაობა ბევრად გაუადვილა.
თუმცა ლევან მიქელაძის დიპლომატიური მუშაობის საუკეთესო წლებად მაინც 1996 - 2002 წლები სახელდება, როცა იგი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს და ეუთო-სა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. ეს გახლავთ ის პერიოდი, როცა, ეუთო-ს ეგიდით, იწყება მძიმე და ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი სამხედრო ბაზებისა და ჯარების გაყვანის თაობაზე. როგორც დღეს მისი კოლეგა დიპლომატები იხსენებენ, „ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ აქ გამოჩნდა ლევან მიქელაძის მთელი შესაძლებლობები. შევარდნაძისა და მენაღარიშვილის უდიდეს მხარდაჭერასთან ერთად, სწორედ აქ გამოიყენა ყველაზე უკეთ შესანიშნავი აკადემიური განათლება და ის უდიდესი პიროვნული ხიბლი, რომელიც მტერსაც კი იძულებულს ხდიდა ემეგობრა, მისი პრინციპებისთვის პატივი ეცა, ამიტომაც ერთნაირი წარმატებით მუშაობდა ამერიკის, ევროპისა და რუსეთის ელჩებთან.“ ეს შრომა კი, სტამბულის ხელშეკრულებით დაგვირგვინდა, რომლის საფუძველზეც საქართველოდან გავიდა ახალქალაქის, ბათუმისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები.
ვარდების რევოლუციას უკვე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის რანგში შეხვდა. როგორც დღეს ირკვევა, ლევან მიქელაძე, რა თქმა უნდა, მომხრე იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა, არ მიესალმებოდა რევოლუციის გზით (თუნდაც ვარდების) ხელისუფლების ცვლილებას, თუმცა, როგორც ბევრი სხვა ჩინოვნიკი, ტრაგედიად ამას არასდროს აღიქვამდა. ახალმა ხელისუფლებამაც შესანიშნავად იცოდა მისი განწყობა, ამიტომაც მათ შორის ღია მტრობა არ ყოფილა, ცდილობდნენ, არ გაეღიზიანებინათ და, მაქსიმუმ, ნეიტრალური რეჟიმი შეენარჩუნებინათ. მიხეილ სააკაშვილიც პატივს სცემდა და ერთგვარი რიდიც კი ჰქონდა მისი. ამის მიზეზი კი მიქელაძის წარსულთან ერთად, ისიც გახლდათ, რომ სააკაშვილის ბებია და მიქელაძის დედა ბავშვობის მეგობრები ყოფილან. სხვათაშორის, ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც იმ პერიოდში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა იხსენებს, რომ „სწორედ 2004 წელს აშშ-ში შედგა სააკაშვილის ყველაზე წარმატებული, გრანდიოზული ვიზიტი. საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტისა და 5 მინისტრის 50-ზე მეტ შეხვედრას და სწორედ მას შემდეგ ავიდა სრულიად ახალ რანგში აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა.“ იმ პერიოდის ქართული დიპლომატიის ყველაზე დიდი წარმატება კი „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში“ (მილენიუმი) იმ საქართველოს ჩართვა გახლდათ, რომელიც არც ერთ პარამეტრს არ აკმაყოფილებდა. საქართველოს ყველა დონის ხელისუფლებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობით, ეს მაინც მოხერხდა და ამ პროცესის ეპიცენტრი კვლავ ლევან მიქელაძე იყო.
„ვერსიის“ ინფორმაციით, ლევან მიქელაძე რევოლუციური სამეულიდან განსაკუთრებით ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობდა, რომელმაც, როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ იცოდა მისი ფასი და ეფერებოდა. თუმცა ყველაფერი სწორედ მაშინ შეიცვალა, როცა პრემიერ-მინისტრი ტრაგიკულად დაიღუპა. შეიცვალა სტილი. გაჩნდა პრობლემები ურთიერთობაში. რატომღაც გაჩნდა „ბრალდება“, რომ ლევან მიქელაძე აშშ-ს ინტერესებს ატარებდა და არა საქართველოსი. ამის მიღმა კი მხოლოდ ერთი ქვეტექსტი იკითხება - ვარდების ხელისუფლებას ლევან მიქელაძის ფაქტორი დიდ პრობლემებს უქმნიდა. ის ვერასდროს იქნებოდა ისეთი ჩინოვნიკი, რომელიც მათ აწყობდათ. თუმცა, ლევანს რომ ისევე ვერ მოექცეოდნენ, რისთვისაც მათთვის მიუღებელი ბევრი სხვა ჩინოვნიკი გაიმეტეს, მიღებული გადაწყვეტილებიდანაც დასტურდება - 2006 წელს მიქელაძე შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად გადაჰყავთ და, ფაქტობრივად, „პენსიაზე“ უშვებენ.
ხელისუფლებამ ამით მის მიმართ საკუთარი პოზიცია გამოხატა - იცხოვრე მშვიდად, არ შეგეხებით. თუმცა 2007 წლის 7 ნოემბერს მიქელაძე თანამდებობიდან მიდის. თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. აშკარა გახდა, რომ მათ შორის „ცივი ომი“ დაიწყო.
საბედისწერო აპრილი პოლიტიკაში მოსვლა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა. პრინციპული იყო და ახლობლებმა იცოდნენ, რომ კამათს აზრიც არ ჰქონდა, პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებდა. რა თქმა უნდა, მისთვის ბევრად კომფორტული იქნებოდა, საჯარო პოლიტიკაში არ ჩარეულიყო და ისე მოეხდინა გავლენა პროცესებზე, მაგრამ გადაწყვიტა, ირაკლი ალასანიას გვერდით ღიად დამდგარიყო. იგი ამბობდა, რომ თუ პროცესში უშუალოდ არ ხარ ჩართული, ვერასდროს შეძლებ მაქსიმალური შედეგი მიიღო, მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეო. გადაწყვეტილება კი ასე ახსნა - „ირაკლის ახლა ვერ მივატოვებ!“ პარტიის პრეზენტაციაზე ლიდერის წარდგენისას გამოჩნდა პასუხისმგებლობა, რომელსაც ამ არჩევანის გამო გრძნობდა:
„ირაკლი არ არის ლაჩარი და გამქცევი კაცი, თავგანწირულია თავისი სამშობლოსთვის და ეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მისი უნარი - ემოციების გვერდით გადადება და ცივი გონებით მუშაობა სახელმწიფო ინტერესებისთვის, დასაფასებელია. დღეს იგი პირველ ნაბიჯს დგამს პოლიტიკაში. მოდის სუფთა ხელებით და დარწმუნებული ვარ, ეს ხელები არასოდეს გაისვრება. დარწმუნებული ვარ, არასოდეს შემრცხვება ამ ნათქვამის და არ მომიწევს ჩემი სიტყვების უკან წაღება.“
გადაწყვიტა, რომ მის ირგვლივ გაეერთიანებინა ის გუნდი, რომელიც წლების მანძილზე „ერთ დიპლომატიურ ოჯახად“ ცხოვრობდა (ირაკლი ალასანია, მათგან განსხვავებით, ცოტა მოგვიანებით გაიცნო - როცა იგი უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო). არც დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის დარწმუნება გასჭირვებია იმაში, რომ „ალიანსის“ გაკეთება აუცილებელია.
კონსულტაციები მიდიოდა გიორგი და ლევან გაჩეჩილაძესთან, რომლებთანაც აწ გარდაცვლილი ძმა ქუცო მიქელაძე (იგი მოსკოვში მოკლეს) აკავშირებდა და განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, ისინიც, როგორც ამბობენ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ და უჯერებდნენ. რადიკალურად შეცვლილი იყო „პარიზელი ქალბატონის იმიჯით“ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოსული სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებაც ელჩყოფილის მიმართ, მიქელაძემ მხოლოდ 5 დღეში მოახერხა „სააკაშვილის ნებიერა დიპლომატისთვის“ რაღაც-რაღაცების ახსნა...
მოკლედ, დღეს უკვე ყველა პროცესისა თუ კონსულტაციის მონაწილის გახსენება ძალიან შორს წაგვიყვანს. ფაქტი ერთია - როგორც უამრავ ადამიანთან საუბარში ირკვევა, მიქელაძე ცდილობდა, ყველა რესურსი გამოეყენებინა და ქართული პოლიტიკური სპექტრი და ამ პროცესში აქტიურად ჩართული საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს ერთი ლიდერის გარშემო, სხვაგვარად გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. მისი პიროვნული ხიბლისა და დიპლომატიური გამოცდილების შემწეობით, პროცესი წარმატებით დაიწყო და დარწმუნებული იყო, რომ, ადრე თუ გვიან, ამას შეძლებდა. როგორც ლევან მიქელაძის მეუღლე, ქალბატონი ლალი ჩიკვაიძე იხსენებს, „ლევანი იმ პერიოდში განსაკუთრებით ენერგიული და შემართული იყო, ვეღარ ვცნობდით“... ამას მოჰყვა საბედისწერო აპრილი. თითქოს აპრილის აქციებზე არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელად კომპანიაში ერთთვიანი თავისუფალი შუალედი გამოუჩნდა. „ალიანსმა“ აქციებში ჩართვა გადაწყვიტა და არ გაუპროტესტებია. უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა და თითქოს ნერვიულობდა კიდეც, თუმცა არასდროს ამჟღავნებდა ემოციას.
ალიანსელები იხსენებენ, რომ, სააღდგომოდ, მორიდებით ითხოვა, რამდენიმე დღით ჟენევაში წასვლა, რადგან იცოდა, რომ იქ მთელი ოჯახი იკრიბებოდა. უფროსი ქალიშვილი თინიკო ამერიკაში ცხოვრობდა და მეუღლესთან და პატარა ნიკოლოზთან ერთად აპირებდა დედასთან და დასთან, მარიკასთან, სტუმრობას. მთელი ოჯახი კი ამის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდა. ეს იყო ბოლო წლებში ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მიქელაძეების ოჯახი ერთად შეიკრიბა. თუმცა ერთად ყოფნის სიხარული არ დასცალდათ - 21 აპრილს მათ ტელევიზიით შეიტყვეს, რომ მათ ბინაში, ცაბაძის ქუჩაზე ვიღაც შევიდა. დიასახლისი ქალბატონი სასტიკად სცემა, გაკოჭა და ისე, რომ არაფერი წაუღია, წავიდა. ლევან მიქელაძე ამ ფაქტმა შეაშფოთა. ოჯახის არქივში ინახება სწორედ იმ დღეს გადაღებული მისი უკანასკნელი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რამხელა შოკი მიიღო ამის გამო („ვერსია“ მათ ექსკლუზიურად აქვეყნებს).
თუმცა ქალბატონი ლალი იხსენებს, რომ გარეგნულად თითქოს არაფერს იმჩნევდა, იქით ამხნევებდა კიდეც, მაგრამ საერთოდ, ემოციების გამოხატვა არ უყვარდაო. ოჯახის წევრებთან არ ამხელდა, თუმცა ალექსი პეტრიაშვილი „ვერსიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ „თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ორი რაღაცით იყო ძალიან შეშფოთებული. პირველი - იქ ძარცა-ყაჩაღობა არ მომხდარა, არადა, ზემოდანაც კი ისეთი ნივთები ეწყო, ხელებაცახცახებული მძარცველი აუცილებლად წაიღებდა... ამიტომაც საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს მისთვის გაფრთხილება იყო - ნუ აქტიურობ, ჩვენ ყველგან შეიძლება შემოვიდეთ. ამბობდა, შეურაცხყოფილი ვარო... და მეორე - უფრო მეტად ის ანერვიულებდა, რომ ოჯახი ჩამოჰყავდა და დაუცველად გრძნობდა თავს...“
23 აპრილს მიქელაძეების ოჯახი თბილისში დაბრუნდა. თუმცა ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდა და ისიც აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთო. 26 აპრილიც ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ჰქონდა შეხვედრები. ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრადაც იყო. რადიოინტერვიუც მისცა. საღამოს შეხვდა თბილისში ჩამოსულ მეგობარს კოტე ზალდასტანიშვილს და ღამის 4-ის ნახევარზე შინ დაბრუნდა. ქალბატონი ლალი იხსენებს, რომ ისაუბრეს და დასაძინებლად დაწვნენ. თუმცა დილით მეუღლე სასტუმრო ოთახში სავარძელში ნახა, ხელებჩამოყრილი და მშვიდად „ჩაძინებული“. კომპიუტერთან იჯდა, სათვალე ეკეთა. ჯერ კიდევ თბილი იყო.
სკანდალური ვერსიები 1. ლევან მიქელაძე გულის მწვავე იშემიური ინფარქტის შედეგად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ჯერ-ჯერობით, ეს ვერსია ყველაზე საფუძვლიანია. ყველა ექსპერტი და ექიმი ადასტურებს, რომ ასეთი პრეცედენტები არსებობს, თუნდაც პაციენტი არ უჩიოდეს გულისა თუ სხვა ქრონიკულ დაავადებებს, შესაძლებელია, განვითარდეს მოციმციმე არითმია, რაც ლეტალური შედეგით მთავრდება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ბევრს ეწეოდა, არ ვარჯიშობდა, უეცრად შეიცვალა გარემო - ანუ აქტიური დიპლომატიური სამსახურიდან შედარებით პასიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდა. თან ამას დავუმატოთ პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეცნობიერად ადამიანში გარკვეულ სტრესს იწვევს, ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის საფუძველი.
2. ლევან მიქელაძე მოკლეს - ისტორიაში არსებობს უამრავი ფაქტი, როდესაც მსხვერპლთან უშუალო შეხების გარეშე სპეცსამსახურების მიერ კარგად აპრობირებული საშუალებებით ხელოვნურად გამოუწვევიათ გარკვეული ტიპის დაავადებები (სხვათაშორის ამგვარი ეჭვი ბადრი პატარკაციშვილის ასევე გულის იშემიური ინფარქტით გარდაცვალების შემთხვევაშიც არსებობდა). ამის მაგალითად თუნდაც ვიქტორ იუშჩენკოს ფაქტი კმარა, რომლის შედეგი სახეზეა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ამ ეჭვის გასაბათილებლად საუკეთესო არგუმენტი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ, რომელიც, „ვერსიის“ ინფორმაციით, მხოლოდ პირველად დონეზე არსებობს.
როგორც გავარკვიეთ, 26 აპრილს ლევან მიქელაძის გარდაცვალების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (როგორც იურისტები განმარტავენ, ეს წმინდა ფორმალური მხარეა, რადგან მკვლელობის მუხლით საქმეს ვერ აღძრავდნენ გარემოებათა უქონლობის გამო, არადა სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, სხვა რაიმე საფუძველი ამ მუხლით საქმის აღძვრას არ აქვსო, - მ.ფ.). იმ დღესვე საქმეში ჩაერთო ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელმაც დამატებით შინაგანი ორგანოების ქიმიური ანალიზის ჩატარება მოითხოვა. ამ ფაქტს შალვა შავგულიძეც გვიდასტურებს და აცხადებს: „ჩვენ მოვითხოვეთ დამატებით გამოკვლევა მომხდარიყო შინაგანი ორგანოების მოწამვლაზე, რათა დადგენილიყო, ხომ არ იყო რაიმე ტიპის ქიმიური ზემოქმედება ლევან მიქელაძის სიცოცხლის პერიოდში. გვამის პირველი სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, სახეზე გვაქვს მწვავე იშემიური ინფარქტი და ამის შედეგია გარდაცვალება. ხოლო შინაგანი ორგანოების ქიმიური ექსპერტიზის შედეგები მოწამვლაზე ჯერ-ჯერობით დაზარალებული მხარისთვის არ მოუწოდებიათ. არ გაგვცნობია. რამდენჯერმე შევეხმიანეთ და გვპასუხობენ, როგორც კი მზად იქნება, გაცნობებთო. სწორედ ამ დასკვნას ველოდებით, რადგან ამის შემდეგ გეძლევა უფლება ან წამოაყენო პრეტენზია, ან განმეორებითი ექსპერტიზა მოითხოვო ანდა თავად ჩაატარო ალტერნატიული ექსპერტიზა.“
როგორც გავარკვიეთ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო, ამ მხრივ, კანონს სულაც არ არღვევს - ამ ტიპის საქმეებზე ექსპერტიზის ჩატარების კანონით დადგენილი ვადები არ არსებობს და გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე (6 წელი). თუმცა ევროპული სტანდარტით, ექსპერტიზის დასკვნა უნდა დაიდოს გონივრულ ვადაში ანუ 20 დღეში. თუმცა თუნდაც ის ფაქტი, რომ პირველადი პასუხი სასწრაფოდ გადაეცა დაზარალებულს, ხოლო მათი მოთხოვნით დანიშნული ქიმიური ანალიზის საბოლოო დასკვნა ერთი წლის თავზეც კი უცნობია, გარკვეულ ეჭვებს ნამდვილად აღძრავს. არადა, ლევან მიქელაძე რომ ჯანმრთელი ადამიანი იყო და გული არ აწუხებდა, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ცოლ-ქმარმა მიქელაძეებმა სადაზღვევო კომპანია შეიცვალეს და ამის გამო სრული გამოკვლევა ჟენევაში ჩაიტარეს, სადაც დასკვნა იყო ცალსახა - ჯანმრთელი.
მართალია, მედიცინაში არსებობს ადამიანის გარდაცვალების ამგვარი პრეცედენტები, მაგრამ არსებობს იმის პრეცედენტებიც, როცა, ფიზიკური შეხების გარეშე, ხდება გულის ინფარქტის ან სხვა ტიპის დაავადებების ხელოვნური გამოწვევა, თუნდაც ქიმიური მოწამვლის გზით. მითუმეტეს, „ვერსიის“ ინფორმაციით, ლევან მიქელაძის პირადი ნივთები (კბილის ჯაგრისი, სათვალე, კომპიუტერი და ა.შ.) ექსპერტიზაზე არ გაუგზავნიათ. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ 21 აპრილს მიქელაძეების საცხოვრებელ ბინაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. იქიდან არაფერი წაუღიათ, თუმცა დატოვეს თუ არა რაიმე უცნაურმა ყაჩაღებმა, ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება...
3. ინსცენირებული ყაჩაღო
--------------------
იმედის და ცირკის შორენიები თუ არ ,,მოძღვრავდნენ,, ბებიაჩემს,იმიტომ ვერ გაატარა თავისი 75 წლიანი თანა–ცხოვრება ბაბუაჩემს ჩახუტებულმა. ილეთები კი არა,ნიჭი უნდა ბიძია სიყვარულს. forum.ge თეა თუთბერიძის ოფიციალური ფორუმი. გაეცალეთ, იცეკვონ:D დათიკო, Y(იგრეკი)–(სინდისი+ნამუსი) =????
|