ქართველი ათეისტები - ყველაზე ბანძი ათეისტები მსოფლიოში

აგერ ზაზა ბურჭულაძე - თვალსაჩინო მაგალითი.
ამ ვიდეოში კარგად ჩანს მთავარი ნაწილი, რასაც მოყვა მთელი ეს ლაპარკი:
https://www.facebook.com/1579705612262852/v...33820840184661/სულ თავიდან კოვზირიძე უსვამს თავის "საფირმო" კითხვას
-და, ისე, ღმერთი თუ გწამს?
სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ კოვზირიძის გადაცემა ძალიან მომწონს (მიუხედავად ჩემი აზრისა ზოგადად ქართველი ნეოლიბერალების და კონკრეტულად მის მიმართ) ზუსტად ასეთი კითხვების გამო. ამ და ასეთ კითხვებზე პასუხით ადამიანები ნათლად წარმოაჩენენ ხოლმე თავიანთ სულიერ თუ ინტელექტუალურ ავლა-დიდებას.
ბურჭულაძის პასუხი ასეთია (sic):
-ღმერთი არ მწამს და მე არ მჯერა საერთოდ იმ ინსტიტუციის, რომელიც ამბობს, რომ სამყარო შეიქმნა 6 დღეში, ნუ, კაი, 7 იყოს...
ასეთი პასუხით თვითონვე უსვამს დიაგნოზს თავისთავს.
სამყაროს 6 დღეში შექმნის ამბავს ვერ ვიჯერებ და ამიტომ არ მწამს ღმერთიო - ასეთ ჩლუნგობას რო იტყვის ზრდასრული (თანაც მწერლობაზე და მოაზროვნეობაზე პრეტენზიის მქონე) ადამიანი, უკაცრავად, მაგრამ იმას სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ.
დანარჩენი ლაპარაკი ვოლიერში მოთავსებაზე და ა.შ. უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან აშკარაა, რომ ეს დაბნეული და საცოდავი ადამიანი ასეთი პროვოკაციულად "ჰეროსტრატული" ლაპარაკით ცდილობს, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას თავისი უბადრუკი არსებობა, თანაც სიტყვის თავისუფლებისთვის, პროგრესისთვის, წამებულ რაინდად წარმოაჩინოს თავი და, ამ საზოგადოების თვალსაჩინო ნაწილის უტვინობის გამო (ფინთი გოიმებივით რო ავარდებიან ხოლმე ასეთ წვრილმან პროვოკაციებზე და ლანძღვა-გინება-მუქარის ნაღვარს ანთხევენ), წარმატებით ახერხებს ამას.
P.S. "ეს საცოდავები თვით ღვთის უარყოფის ძალითაც კი ვერ მჯობიანო" - დოსტოევსკი ამბობდა თავის ათეისტ ოპონენტებზე.
This post has been edited by Menestrel on 28 Feb 2016, 18:55