არაა ეს თემა სახუმარო!
ნუ ახლა,გამორიცხული არაფერია, ყველაფერს გამოძიება სჭირდება!
მითუმეტეს თუ ეს შეეხება პიროვნებას,რომელიც თურმე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.
თუ გაეცნობით ინფორმაციებს ღეროვანი უჯრედების შესახებ,რომლითაც გადავსებულია ინტერნეტი,
საინტერესო/სასარგებლო ინფორმაციას მაინც მიიღებთ,თქვენთვის.
მოკლედ,ღეროვანი უჯრედები(Stem Cells.Стволовые клетки)ეს არის,თვითგანახლების მექანიზმის სადღეისოდ ცნობილი ძირითადი ელემენტი,
რომლებსაც შესწევთ უნარი, ესა თუ ის უჯრედი, ქსოვილი, მთელი ორგანოც კი წარმოქმნან.
ჰოო,ეს არის საფუძველი უჯრედი, დასაბამი უჯრედი.
ორგანიზმში რეგენერაციის, თვითაღდგენის,განახლების ერთადერთი წყარო.
სიბერეც, ღეროვანი უჯრედების დეფიციტით არის გამოწვეული.
მეცნიერები ცდილობენ, ეძებენ ღეროვანი უჯრედების მიღების გზებს,რომელიც არ იქნება დაკავშირებული საშვილოსნოების ამოკვეთასთან,
აბორტულ მასალებთან,ჭიპლარის სისხლთან,არც ძვლის ტვინთან....
პოლიტიკოსებს თუ სასულიერო პირებს რომ არ ჰქონდეთ მათთან პრეტენზიები!
მკურნალობის არსი მდგომარეობს დაზიანებულ ან დაბერებულ ორგანოში ღეროვანი უჯრედების შეყვანაში,
სადაც მიკროგარემოს ზემოქმედებით,იწყებენ გამრავლებას,დიფერენცირებას,მათი სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას.
დღესდღეობით,უჯრედულ თერაპიაზე ამყარებს იმედს თანამედროვე მედიცინა ისეთი დაავადებების განკურნვაზე,როგორიცაა-პარკინსონის,ალცჰეიმერის,დიაბეტის,გულსისხლძარღვთა და ა.შ და ა.შ. და ა.შ.
ასევე ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელებასთან,გაახალგაზრდავებასთან.
დიახ,არსებობს ასეთი მოდური თუ სენსაციური ბიომედიცინური ტექნოლოგიების საცდელი ლაბორატორიები(ხშირად,არალეგალურად),
რეგენერაციული მედიცინა(ღეროვანი უჯრედების მიღება/გადანერგვა).
და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.