"აგერ გეტყვით ღიად და როგორც გინდათ ისე გაიგეთ. ჩემი აზრით კი არა, ჩემი ძალიან ღრმა რწმენით, ენმ უნდა გახსნილიყო ახალი ენერგიული ლიდერების მიმართ. ამის ნაცვლად ჩაიკეტნენ და ბრძოლა დაუწყეს ახალ ხალხს ყველა დონეზე. ცენტრალურში, რეგიონებში თუ ლოკალურ დონეებზეც კი. ვინც ენთუზიასტი და იდეის ტიპი იყო, ჯერ გამოიყენეს და, როგორც კი საფრთხემ გადაიარა, გვერდზე გაწიეს. განა რამე, არ დაიღუპება ეს ხალხი პარტიული თანამდებობების გარეშე, მაგრამ მე როგორ დავუჭირო მხარი იმას, ვინც ასე იქცევა?
ვისაც სახელმწიფოს ინტერესები აინტერესებს, იმაზე იფიქროს, რომ როცა პარტია თუნდაც ასიათასი მყარი მხარდამჭერით ცდილობს ფონს გასვლას და არა - ფართო მასებზე ზემოქმედებას, როცა არც არაფერი აქვთ სალაპარაკო და კონკურენტებს პარავენ უნამუსოდ მესიჯებს, როდესაც ოფისიდან გასვლა ეზარებათ და მხოლოდ ამ მყარი ელექტორატის იმედზე არიან, ესეიგი ეს პარტია მებრძოლი კი არა, უნამუსო და მატყუარა ბიუროკრატია, რომელსაც 15 კაცის პარლამენტში შეთრევის გარდა სხვა მიზანი არ ამოძრავებს. ეს ძალიან ტეხავს. მე მაგ მარაზმის ნაწილი ვერ ვიქნები და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ ნება თქვენია, ბატონო.
მეორე - მე მიმაჩნია, რომ მიშა პარტიას კი არ უნდა გამოკიდებოდა, არამედ - უფრო ფართო მესიჯზე ეფიქრა და უფრო ფართო საზოგადოებრივი მოძრაობისთვის უნდა მიეცა გასაქანი. არც ერთ მომენტში ეს არ გააკეთა."
ანდრო ბარნოვი
http://news.ge/ge/news/story/171903-es-par...-barnovi-enm-ze