დღის შესაჯამებლად
ინტერვიუ ადვოკატთან
"ვინ იცის ჩემი შვილის კუბო მკვლელმა მიიტანა საფლავამდეო..." - მაგდა პაპიძის ექსკლუზიური კომენტარი ციხიდან და მკვლელობის მისეული ვერსია
2015 წლის დეკემბერში დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა. უფრო შემზარავი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აღმოჩნდა - მამა-შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობაში ბრალი მეუღლეს და დედას მაგდა პაპიძეს ედებოდა. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. საგამოძიებო უწყება ირწმუნება, რომ პაპიძემ ქმარ-შვილი წინასწარ განზრახვით მოკლა. შოთაძის უწყებამ საზოგადოების დასარწმუნებლად გარკვეული მტკიცებულებებიც გამოაქვეყნდა, რომელსაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს. ფაქტია, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში, დღემდე პასუხზე მეტი კითხვა არსებობს.
Ambebi.ge შეეცადა გაერკვია როგორია ბრალდების მთავარი ადრესატის, მაგდა პაპიძის პოზიცია გამოძიების ვერსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ბრალდებულის ადვოკატს ირმა ბრელიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ექსკლუზიურად გვიამბო იმის შესახებ, რაც მასთან საუბრისას დაცვის ქვეშ მყოფმა გაიხსენა: "გიყვებით იმას, რაც მაგდამ გადმომცა, მინდა თქვენი მეშვეობით მაგდას პოზიცია ხალხმა გაიგოს. დავიწყოთ იმ დღით, როდესაც ეს უბედურება მოხდა. ამ დღეს მაგდა სახლში იყო, მეუღლემ დაურეკა და სთხოვა, რომ სამსახურიდან ბრუნდებოდა და სადილი დაეხვედრებინა. ომარის დაბრუნების დროს მათთან დედამთილიც ყოფილა. მაგდას თქმით, ორივე ასადილა და თვითონ სალონში წავიდა. საღამოს ბავშვი აუტყდა მამას, ხაჭაპურის ჭამა უნდოდა. როგორც მაგდა იხსენებს, ბავშვი გიჟდებოდა მამაზე, ომარიც მას უარს არაფერზე ეუბნებოდა. ცოტა ხანში მაგდამ დაიწყო სახლის დალაგება. ამასობაში ომარი და ბავშვი სახლიდან გასულან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მაგდა შედის დედამთილთან და სთხოვს, რომ ომარის დაურეკოს.
როგორც თვითონ ამბობს, ისიც კი უთხრა დედამთილს, რომ თუ ძალიან დაიგვიანდებდნენ, პატრულში დაერეკათ, რაზეც ლილი მინდიკაური უარს ეუბნება. აქაც საეჭვოა, თუ მაგდას წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, რატომ გადაწყვეტდა პატრულში დარეკვას. ამის შემდეგ მაგდა ბრუნდება მის ოთახში. ქმარ-შვილის ლოდინში ჩაეძინა და დედამთილის ზარმა გააღვიძა. ამბობს, როდესაც საათს დავხედე, უკვე გვიანი იყო და გადავწყვიტე ომარის და ბავშვის მოსაძებნად გავსულიყავიო. ამ დროს გადის დერეფანში და პირდაპირ აწყდება წაქცეულ, დასისხლიანებულ ომარის. თავზე რომ მოვკიდე, ხელები სისველემ დამიფარაო, ამბობს მაგდა. იმის გამო რომ დერეფანში შუქი არ იყო, გადაწყვიტა გარეთ გაეყვანა, რომ დაენახა რა ხდებოდა. ბავშვიც იქვე ყოფილა დასისხლიანებული. მაგდას ყვირილზე დედამთილი გამოსულა. ამის მერე რა მოხდა მას არ ახსოვს. ერთი იმას ამბობს, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, სუნთქავდაო. შემდეგ მოდის პოლიცია და მიჰყავს მაგდა განყოფილებაში. როგორც ამბობს, გზაშივე ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეუბნეოდნენ, რომ შენ მეუღლე საყვარლის გამო მოკალიო. მაგდა განცვიფრებულია, საიდან იცოდა პოლიციამ მკვლელობის მომენტში, რომ დამნაშავე ის იყო. მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ამის თქმის.
- გამოძიებამ მაშინვე თქვა, რომ მაგდამ დანაშაული აღიარა...
- არანაირი აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. ზოგადად პროკურატურის მტკიცებულება აბსურდულია. შემთხვევის ადგილზე რომ მაგდას დნმ-ის კვალი აღმოჩნდა ამაში გასაკვრი არის რამე? ან უროზე რომ ამოვიდა დნმ-ის კვალი აქ რა არის გასაკვირი? ქალი ამბობს, მე ვიყიდე ეს უროო. მაგდას აინტერესებს, უროს ტარი რატომ არ იყო
დასვრილი სისხლით. თქვენ როგორ გგონიათ, თავში სამჯერ ჩაარტყა ადამიანს, სისხლი მოსხმულია ყველგან და ტარზე ერთი წვეთი არ არის ნაპოვნი. ბევრი საეჭვო ფაქტია, რაზეც დეტალურად პროცესზე ვისაუბრებთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია სასტიკად მოექცა მაგდას. ამბობს, ან როგორ გავუძელი და როგორ არ ვაღიარე თუნდაც კენედის მკვლელობაო. იმ დონეზე ვიყავი ტკივილისგან, ვფიქრობდი მეთქვა ყველაფერიო.
- როგორ ახასიათებს მაგდა მეუღლეს? როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ...
- როგორც მაგდა ამბობს, ძალიან კარგი მეუღლე იყო, მაგრამ არასოდეს არ იყო სახლში და არ იყო თბილი მის მიმართ. ამის მიუხედავად მაგდას თქმით, ისინი ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ძალიან მოჩხუბარი და შარიანი იყო ომარიო.
- როგორც ამბობენ, მაგდას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და ეს პიროვნება ოთო ბერძენიშვილია... რას ამბობს მაგდა ამასთან დაკავშირებით?
- არ ადასტურებს ამას. ან თუნდაც ასე ყოფილიყო, მეგობარი მამაკაცი არ არის საკმარისი მოტივი, რომ ქალმა ქმარ-შვილი დახოცოს. მოტივი სუსტია. ამის გამო უროთი მეუღლის მოკვლა რაღაც არასწორია. ჩემი აზრით, მკვლელმა ყველაფერი კარგად გათვალა.
- მაგდას თუ აქვს საკუთარი ვერსია ქმარ-შვილის მკველობასთან დაკავშირებით?
- კი, ფიქრობს, რომ ვიღაცამ დაგეგმა მკვლელობა ისე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი მაგდას დაბრალებოდა. თუმცა, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, ამას ვერ ამბობს. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალებიც ნახა და თქვა, რომ ბუნკერიდან ამოღებული ბევრი ნივთი მას არ ეცნობა. ჭიქები ამოიცნო და თქვა, რომ ეს დედამთილის არისო, ბავშვის წიგნი ამოიცნო, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე დღით ადრე დაიკარგა. ასევე პროკურატურის მიერ გავრცელებულ მალასაში იყო სისხლიანი ბალიში. მაგდა ამბობს, რომ ეს ბალიში მათ არ ეკუთვნით. რაც შეეხება ხალათს, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილზე გამოძიებამ იპოვა, მაგდას თქმით, რამოდენიმე დღით ადრე დაიკარგა... ვის შეიძლებოდა ეს ნივთები სახლიდან გაეტანა ვერ ამბობს.
- ვინმე კონკრეტულ ადამიანზე თუ აქვს ეჭვი, ვის ადებს მაგდა ხელს?
- ხელს არავისკენ არ იშვერს და ეს არის სწორედ მისი კარგი თვისება. სხვათაშორის დაკავების პირველივე დღიდან განიხილავდა ვერსიას, რომ ხომ არ უკავშირდებოდა ეს ომარის სამსახურს ან ავტოავარიას... შემოდგომაზე ომარის ავარია მოუვიდა. დააზიანა სხვისი ავტომობილი და უნდა აენაზღაურებინა მისთვის ზარალი. მაგდას თქმით, ამ პერიოდიდან დაიწყო ომარის ფინანსური პრობლემები. საერთოდ სპეცრაზმელები ცოტა სხვანაირები არიან. არ ვიცი, ომარის ვინმე შეურაცხყოფილი ჰყავდა, ფიზიკურად იყო ვინმესთან შეხებული და შური იძიეს თუ რა მოხდა, ვერ გეტყვით. გოგო გაოგნებულია ამ ყველაფრით. ეს საქმე მას გახსნილად არ მიაჩნია და უნდა მკვლელის ვინაობა მალე დადგინდეს.. ესეთი რაღაც მითხრა მან: "ირმა ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ვინ იცის, ჩემი შვილის კუბო მკვლელმა მიიტანა საფლავამდეო". ეს რომ თქვა, ორივე ადვოკატი ვკანკალებდით (მაგდა პაპიძეს ორი ადვოკატი იცავს: ირმა ბრელიძე და მარიამ ფხალაძე).
- ანუ მაგდა განიხილავს ვერსიას, რომ ეს შეილება ოჯახის ახლობელს ჩაედინა?
- ესეთ რაღაცას ამბობს და არ ვიცი. ამ გოგოს თვალებში ვკითხულობ ერთს, რომ შველას ითხოვს და მკვლელის დადგენა უნდა.
- გამოძიებამ დღიურში არსებული ჩანაწერი იპოვა, რომლითაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მაგდამ წინასწარ დაგეგმა...
- თვითონ გაუშვა მაგდამ გამოძიება ამ რვეულის საპოვნელად. როგორც ვიცი, ომარიმ მას ლურსმნების და შპალერის კანტების ყიდვაც დაავალა უროსთან ერთად და სწორედ ეს ჰქონდა ჩაწერილი ქაღალდზე. როგორც მაგდა ამბობს, ყველაფრის ხარჯთაღრიცხვას აკეთებდა. მას, რომ მკვლელობა წინასწარ დაეგეგმა და თან ეს ყველაფერი დღიურში ჩაეწერა, გამოძიებას მის საპოვნელად გაუშვებდა? გოგო გაგიჟდა. ჩემს ხელწერას მიმსგავსებულია, მაგრამ შეგიძლიათ დაკითხოთ ჩემი მასწავლებლები, რომ ეს ჩემი ხელწერა არ არისო.
- ომარის როგორი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახის წევრებთან? რას ამბობს მაგდა?
- პირველ რიგში მაგდას სურს გაიგოს ყველამ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ომარი სცემდა, არასწორია. მაგდა ამბობს, რომ გარეთ ძალიან დაუზოგავად იცოდა ჩხუბიო, ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდაო. დედამისს აყენებდა შეურაცხყოფასო. იმასაც იტყვის, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას. ერთ ფაქტს იხსენებს, როდესაც ომარიმ მეზობლის ძაღლს ყელი გამოჭრა. უცნაური ბიჭი იყოო. ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ძმასთან. რაღაც გოგოს თემა ყოფილა. ზუსტად არ ვიცი... მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ერთი, რაც მაგდამ დამაბარა თქვენთან არის ეს: "გადაეცით ჟურნალისტებს, რომ მაგდა სულ ღაფავს. ნუ განმიკითხავს წინასწარ საზოგადოებაო". იმასაც ამბობს, რომ თუ მაინც მას ცნობენ დამნაშავედ, თავს არ იცოცხლებს.
==========================================
ლანა პაპიძე: "ომარს თავზე ოცთეთრიანის ზომის მრგვალი ჭრილობა აქვს, თავს დავდებ, უროთი არ არის მოკლული"
ლილი მინდიკაური: "ღმერთის მაგათ ეშინოდეთ, ჩემს მეორე შვილს რომ გადააბრალეს მათი შვილის დანაშაული"
პროკურატურამ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა, დაცვის მხარე კონტრარგუმენტების წარმოდგენას არ ჩქარობს. პაპიძის საქმე, შესაძლოა, სასამართლოს ნაცვლად, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, მანამდე კი სასამართლო სხდომა 31 მარტს არის დანიშნული.
მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დანაშაული მათმა რძალმა ჩაიდინა, პაპიძის ოჯახი კი მაგდას უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. "კვირის პალიტრა" გთავაზობთ ორივე მხარის ინტერვიუს, რომელიც ომარ ქაფიაშვილის დედის - ლილი მინდიკაურის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ჩავწერეთ.
ლანა პაპიძე, მაგდას და: - რა უნდა ვუთხრა ქალს, რომელსაც ერთი ცრემლიც არ უვარდება? გეგონება, მეზობელზე ჰყვებოდეს. თანაც ცრუობს... ტრაგედიის პირველ დღეს ლილიმ მითხრა, მაგდას მიმიხედე, მადლობა ღმერთს, ეგ მაინც დამიტოვეს ცოცხალი. უთხარი, ინსულინი შეუტანონ, ძალიან მძიმედ იყოო. მეორე დღეს მეზობლებს ეუბნებოდა, არ გაბედოთ მაგდას დადანაშაულება, გიჟი დედა იყოო. მესამე დღეს კი, ეტყობა, კარგად დაამუშავა პროკურატურამ. ამბობს, მაგდამ თოკოს (შვილს) მაკრატელი ჩაარტყაო. რა სისულელეა! ჩემს გოგონას შენიშვნას რომ მივცემდი, მაგდა გიჟდებოდა. თოკოს მძინარეს დაჰყურებდა, აბა, როგორ სუნთქავსო და ეგ როგორ დააბრალა?! ან იმ ცხედრებზე რამხელა ტყუილი თქვა - ორივე 9 საათზე დახოცა, ცხედრები შინ ესვენა და გვიან ღამით ომარი გაყინული იყო, თოკო კი თბილიო. ომარის გარდაცვალების დროდ 21.15 საათი დაფიქსირდა, ბავშვის გარდაცვალების დროდ კი - 02.20 საათი. ეჭვი გვაქვს, რომ ომარი თამაშობდა. მაგდა გაგიჟებული იყო, სად მიგაქვს ამდენი ოქროო. ჩემი დის 3.700 დოლარის ოქრო (საიდანაც ნახევარზე მეტი ჩემია) დიდუბეში, "რიკო კრედიტში" დევს ომარის სახელზე. ომარს "ჯაბა-კრედიტშიც" აქვს აღებული სესხი და პროკურატურა ხომ უნდა დაინტერესდეს ამხელა ვალით? მაგდას როცა შაქარი უწევდა, ძალას კარგავდა, საათობით ეძინა და ბავშვიც ვერ აჰყავდა ხელში. შაქარი 400-ზე ჰქონდა და ამ მდგომარეობაში ორმეტრიანი სპეცრაზმელი მოკლა? კაცს გულის ფიცარი, ფილტვები და მუხლები დაზიანებული აქვს. დედამ ისე გაგვზარდა, ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და ლილი ჩემზე ამბობს, დედას სცემდაო! ერთი კვირით ადრე ომარმა ლილის წაასწრო სიგარეტზე და ისე სცემა, სისხლი ანთხევინა. მთელი უბანი ფეხზე იდგა. "ლუკოილის" სადგურზე, სადაც მაგდა მუშაობდა, ოთოც (მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი, რომელთანაც თითქოს რომანი ჰქონდა) მიდიოდა ხოლმე. შეიძლება მოსწონდა მაგდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდათ. მეგობარი მამაკაცი რომ ჰყოლოდა, ჩემს სიძეს, რომელიც ყოველ წუთს ცოლს ურეკავდა, უბანში იარაღითა და "ლიმონკებით" დარბოდა, ეს გამოეპარებოდა? პროკურატურის გამოქვეყნებული ჩვენებები ჩემი არ არის. ჩვენ სხვას ვეუბნებოდით, ისინი სხვა რამეს წერდნენ. პროკურორმა მკითხა, რატომ აქვს შენს დას ტატუებიო. რატომ დავუშლიდი, როცა მე თვითონ მაქვს? გაშიფრეს, მაგდას ტატუების მნიშვნელობა - "იყავ კურთხეული" და "ჰარმონია", რა პრობლემაა? თუ მაგდამ მოკლა ომარი, ზეწარი თუ სისხლიანია, საბანი და მსგავსი სიახლეები "თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო" "თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო" "მაგდა საყვარელთან ერთად რამდენიმე დღეში გაპარვას აპირებდაო" -
რას ამბობს პაპიძის დედამთილი მკვლელობის ღამეზე?! "მაგდა საყვარელთან ერთად რამდენიმე დღეში გაპარვას აპირებდაო" - რას ამბობს პაპიძის დედამთილი მკვლელობის ღამეზე?! "თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო" - რას ამბობს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა "თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო" - რას ამბობს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ლეიბი რატომ არა? ფარდაზე მაინც ხომ უნდა ყოფილიყო წვეთები! სისხლიან ჩვრებს თუ რეცხავდა დედამთილის ოთახში, რატომ არ წაიღო გამომძიებელმა ექსპერტიზაზე? სამი დღე იქ ეყარა და დედამთილის ოთახი არც კი დაულუქავთ. პროკურატურაში მაჩვენეს, ამ უროთი მოკლა მაგდამ ომარიო და უროზე მხოლოდ ორი წინწკალი სისხლი იყო. ომარს ისეთი ჭრილობა აქვს, თავს დავდებ, უროთი არ არის მოკლული - თავზე ოცთეთრიანისხელა მრგვალი ჭრილობა აქვს. პროკურატურის მტკიცებულებები სასაცილოა. მაგდას ასეთი პატარა ბალიშები და თეთრეული არ ჰქონდა. იმ ღამით მაგდამ თუ გვამი ათრია, ომარს ტანსაცმელი დასვრილი რატომ არ ჰქონდა? გამოათრია და ლამპიონის ქვეშ დააგდო? რატომ მოკლა? საყვარლის გამო? საყვარლები ჰყავთ, მაგრამ ქმრებს არ ხოცავენ. ჩვენ ვატარებთ ალტერნატიულ ექსპერტიზას. სულ რომ ქუჩაში დავრჩეთ, ყველაფერს ვიღონებთ სიმართლის დასადგენად. მაგდა გათიშული იყო და მის გონზე მოყვანას დიდი დრო დასჭირდა. ვერ გეტყვით, ამ ორი თვის განმავლობაში რამდენჯერ ჰყავთ წაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში. შსს-მ იმ ღამესვე გამოაცხადა, საქმე გახსნილია, პაპიძემ დანაშაული აღიარაო. სად წერია აღიარება? "კაპეზეში" ცემით მოკლეს სამი თვის ორსული! მაგდა ამბობს, სახეები რომ არ დამენახა, ცელოფანი ჩამომაცვეს, მაგრამ მათი სახელები დავიმახსოვრეო. ჯერ ყველაფერს არ ვახმაურებთ. მაგდა უპატრონო კი არ არის! იხსენებს, ჩემი შვილი ცოცხალი დავტოვეო. არ სჯერა, რომ გარდაცვლილია. ჩვენ ყველა ვერსია განვიხილეთ. პირველი ვერსიაა მახოს (ომარ ქაფიაშვილის ძმა) ვალები. ახლა გავიგეთ, რომ 17 ათასი ჰქონია გამოტანილი "საქართველოს ბანკიდან". იქით ვიღაც ქალი რეკავს და დედაჩემს ეუბნება, თავდებში ვდგავარ და რადგან ომარი გარდაიცვალა, შენ გადამიხადეო. რატომ აქვს ამდენი ოქრო დაგირავებული და სად წავიდა ეს ფული? ნეტა ლილიმაც ისე იგლოვოს თავისი შვილი, როგორც მაგდა გლოვობს. ხომ ამბობს, რომ მაგდაა მკვლელი? ჰოდა, რად უნდათ მკვლელის მანქანა? ნამუსი იქონიონ და დააბრუნონ მანქანა, რომელიც დედაჩემმა უყიდა მაგდას - 2.500 დოლარი გადმოურიცხა თურქეთიდან... ადრე თუ გვიან, სიმართლე გაირკვევა.
ლილიმ მაგდა გაწირა. მაგდა და თორნიკე რომ მოეკლათ, მე ომარს არ გავწირავდი. როცა შენი თვალით არ გინახავს, ხელს როგორ ადებ? მაგდამ ითხოვა, ერთი დღე გამიშვით პანაშვიდზე, შვილი დავიტიროო. ლილიმ უარი შემოთვალა, აქ არ მოვიდესო.
მესამე დღეს ჩვენც არ მიგვიშვეს პანაშვიდზე. ლილი მინდიკაური,
ომარის დედა: - ლანა პაპიძის ნაბოდვარი არ მაინტერესებს. მე ვცრუობ და პაპიძეები ამბობენ სიმართლეს? ჩემს შვილს "საქართველოს ბანკიდან" მართლა ჰქონდა კრედიტი აღებული და მის დასაფარად 8-9 თვეღა ჰქონდა დარჩენილი. ან რატომ ნერვიულობს, 17.000 არის ეს ვალი თუ 100.000? სწორედ ლანამ თქვა პანაშვიდზე, რომ მის დას საყვარელი ჰყავდა. ყურებზე ხელს ვიფარებდი, ეს გოგო ხალხში რაებს ბოდავს-მეთქი. არ ვიცი, მაგდას დედა ვის რას უგზავნიდა, ან ის ოქროული სად მიჰქონდა. ოქროს ნაწილი იმ მეგობარი მამაკაცისგან ამოიღეს. მაგდამ თვითონ თქვა პირველ სასამართლოზე, რამდენიმე ოქროს ნივთი გადავარჩინე და ოთოს აქვსო. დანარჩენი სად მიჰქონდა, არ ვიცი. ლია (ომარის სიდედრი) მაგდას თუ რამეს უგზავნიდა, ომარს და ოჯახს რომ არ ახმარდა, ცხადია. ეს ხალხი ზღვარს გადავიდა. პროკურატურაში განცხადება შევიტანე და მოუწევთ ყველა ცილისწამებაზე პასუხის გაცემა. ამდენს რომ ტყუიან და ამდენჯერ შეცვალეს ჩვენებები, არ ფიქრობენ, რომ ამაზე პასუხი უნდა აგონ? თქვენ გჯერათ, რომ პროკურატურამ შეცვალა ლანა პაპიძის ჩვენებები? 15 ჩვენება მივეცი და მე, ვისაც ამ საქმის არაფერი გამეგება, მივხვდი, რომ არავის შეუძლია ჩვენების შეცვლა - შენს ჩვენებას გაძლევენ და აწერ ხელს, ადასტურებ შენს ნათქვამს.
ორი დღის წინ ამოცნობაზე ვიყავი და გამომძიებლებმა მაჩვენეს გადაყრილი ნივთები და მტკიცებულებები, რომლებიც ურნიდან ამოიღეს. ყველა ნივთი - თეთრეულიც, ბალიშიც, ჭურჭელიც - ჩვენი ოჯახის იყო. გარდა ამისა, მაჩვენეს და ამოვიცანი პირსახოცები, თეთრეული და ომარის ტანსაცმელი - მარტო რვა ცალი სვიტერი იყო, რითიც იატაკი მოწმინდა. ამ ხალხმა ძალიან დამღალა. ისიც კი იკადრეს, ომარმა დედას სცემაო. როგორ, დებმა სასწრაფო გამოიძახეს და ამ პატარა საერთო საცხოვრებელში ხმაური ვერავინ გაიგონა? ხომ გამოცვივდებოდნენ მეზობლები? სასწრაფო რომ მნახავდა დასისხლიანებულ-დალურჯებულს, პატრულს არ გამოიძახებდნენ? ან სამსახურში ერთმა ადამიანმაც ვერ შენიშნა ჩემი დაზიანებები? მაგათი თქმით, ვიღაცამ მაგდას კართან მოუყარა დახოცილები. როცა კარს აღებ და სიბნელეში რამეს ფეხს წამოჰკრავ, პირველი რეაქცია იქნება, დაიყვირო და აანთო სინათლე, ასე არ არის? გარეთ რატომ უნდა გაათრიო? გვამი ნათრევი რომ იყო, რკინის კარის ჩარჩოსაც ემჩნეოდა - ზედ სისხლი ეცხო. ეტყობა, მოწმენდა ვერ მოასწრო. ოთახში რომ შემიყვანეს, აშკარად ჩანდა ახალმოწმენდილი ადგილები. ფაქტია, ამ გოგომ დახოცა ორივე. ორი-სამი დღე მართლა ვერ დავიჯერე და ვნატრობდი, ოღონდ ეს სიმართლე არ იყოს-მეთქი. მაგრამ ახლა მჯერა, რომ ეს მაგდამ გააკეთა.
რას იბრძვიან? რა, უნდათ, რომ გამოუშვან? თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო და რომ გამოუშვან, არ ეშინია, რომ მოკლას? მანქანას რაც შეეხება, ომარზეა გაფორმებული. ჩემმა შვილმა მითხრა, ბანკში მაქვს თანხა, ვაგროვებ, მანქანა უნდა ვიყიდოო. ალბათ, ადვოკატების ფული შემოაკლდათ და მანქანის გაყიდვა უნდათ. ღმერთის მაგათ ეშინოდეთ, ჩემს მეორე შვილს რომ გადააბრალეს მათი შვილის დანაშაული. აღარ მაინტერესებს მაგათი სისულელეები. თუნდაც ხვალვე გამოუშვან მაგდა, ჩემთვის სულერთია. ჩემს შვილსა და შვილიშვილს ვინ გამიცოცხლებს? 29 წელია, ამ უბანში ვცხოვრობ და მეც კარგად მიცნობენ და მაგათაც, ოთხი წლის განმავლობაში ყველას რომ გააცნეს თავი - 24 საათი დედა-შვილს ცემა-ტყეპა ჰქონდათ. ნახეთ ერთი, ლანას რა დღეში ჰყავს ბავშვი - ცემით კლავს!
მაგდა რომ კარგი დედა იყო, ამას მეც ვამბობ და ისიც აღვნიშნე, რომ ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ბავშვმა მითხრა და ომარმაც დაადასტურა, რომ მაგდამ ბავშვს ფეხში მაკრატელი ჩაარტყა. სხვა მისთვის არაფერი შემიმჩნევია. არ ვიცი, მათ რა დასკვნა აქვთ მაგდას ორსულობაზე, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა აქვს პროკურატურას, სადაც წერია, რომ იგი იყო ორ-ნახევარი კვირის ორსული. არც ის მჯერა, რომ პოლიციამ აწამა. დიაბეტი აქვს და ამით სპეკულირებს. მით უმეტეს, ასეთს ვინ დაადებდა ხელს? მკვლელობის ღამეს მაგდა ისეთი მშვიდი იყო, ეჭვიც არ შემპარვია, რომ რამე ჩაიდინა. აქეთ მამშვიდებდა, რატომ ნერვიულობ, დაწექი, დაიძინე, ომარი მანქანით არ არის წასულიო. კი გამიკვირდა, ამ შუაღამეს ომარი ბავშვთან ერთად არის წასული და რატომ არ ნერვიულობს-მეთქი. ერთადერთი რამ მაინტერესებს: რატომ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე, უღირდა ამად ეს ყველაფერი? ალბათ, აქვს მის სიცოცხლეს აზრი, ასე რომ იბრძვის. სხვა მის ადგილზე სიკვდილს ინატრებდა.
=========================
მაგდა პაპიძე ციხიდან დედამთილის სკანდალურ განცხადებას პასუხობს
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...-pasukhobs.htmlმაგდა პაპიძის ვერსია, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც გათიშული შვილი აღმოაჩინა
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/krim...ghmoachina.html"ვარ საერთოდ უდანაშაულო, გაუბედურებული დედა" - პაპიძეს შვილის გარდაცვალების არ სჯერა
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...a-ar-sjera.html
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █