მტკიცებულება იმისა რომ ხელნაწერი ნამდვილად მაგდასია დადო უკვე შსს-მ
http://pog.gov.ge/res/docs/Papidze/eqsperi...kvna_dgiuri.pdfსულ რომ არ იყო ექსპერტი იქ იგივე ნაწერის დასკანერებული ვერსიაც დევს და მაგდას სხვა ხელნაწერებიც მათ შორის ჩვენებიდან და ბრმაც კი უნდა მიხვდეს წესით რომ იგივე ხელწერაა.
რაც შეეხება ხაჭაპურის ვერსიას და იქედან რომ ვითომ ბრუნდებოდნენ და "დაიძინე ცუც" აბათილებს თუნდაც ის რომ ამ მომენტში უკვე გარდაცვლილები იყვნენ.
ექსპერტიზის დასკვნებში ასევე წერია გარდაცვალების დრო არის ექსპერტიზის დაწყებიდან 6 საათით გვიან. ექსპერტიზის დაწყების დრო არის 10 საათი მითითებული, ვვარაუდობ რომ ეს არის დილის 10 საათი რაც იმას ნიშნავს რომ მკვლელობა ღამის 4 საათზე ან ამ დროსთან ახლოს მოხდა.
ბავშვის და მამის მკვლელობის დრო არის ფაქტიურად იგივე რასაც ექსპერტი ვერ დაადგენს ალბათ.
ვეთანხმები წინა ფორუმელების გამოთქმულ მოსაზრებას რომ ჯერ ბავშვი მოკლა და მერე მეუღლე.
დავიწყოთ მსჯელობა საწინააღმდეგოს დაშვებით მაგალითად ჯერ მეუღლე მოკლა და მერე შვილი.
თუ ასე იქნებოდა ბავშვს აუცილებლად ექნებოდა სხეულზე სისხლის კვალი მამის. რადგან უროს ჩარტყმით თვითონ ეს გოგო მოსვრილი იყო სისხლით და არამარტო თვითონ არამედ ოთახიც. ერთი წვეთი სისხლი მაინც ექნებოდა ამ ბავშვს ტანსაცმელზე ან სადმე.
არ ქონია მაგდას ოთახში სველი წერტილი და ასე რომ ხელებს ვერ გადაიბანდა და ბავშვს ისე ვერ მოგუდავდა.
გავაგრეძლოთ მსჯელობა. ოთახი არის პატარა და იქ რომ ბავშვს არ გაეგონა, დაეყვირა და ა.შ. არის გამორიცხული.
არავის არაფერი გაუგია, ანუ ბავშვი არ იმყოფებოდა იმ ოთახში, მანქანაში ასეთი ასაკის ბავშვსაც მარტო ვერ დატოვებდა ცოცხალს ყვირლს დაიწყებდა.
რადგან გაიყვანა ბავშვი პიჟამოთი, სავარაუდოდ მოატყუა რომ ბებიასთან მიყვადა, რომ ეთქვა ხაჭაპურზე აუცილებლად ჩაიცმევდა რამეს ბავშვი.
თავიდან აირიდა ბავშვის პირველად მოკვლით ის რომ მერე გადასათრევი ეყოლებოდა, ეს ერთი მეორე ის რომ ეყვირა ამ ბავშვს ის რისკი მოიშორა.
ის რომ განზრახ მოკლა ადასტურებს მისი ხელნაწერი ეს ერთი და მეორე მისი დის ჩვენება რომელშიც ამბობს რომ დაურეკა მეუღლემ, მას უნდოდა ბავშვი მათთან დარჩენილიყო და არ დაუტოვა და გადაიბირა ბავშვი რომ მოდი მამას დავხვდეთ.
აი ესეთი ცივსხიხლიანი მკვლელია ეს ქალი, ჯერ ბავშვი გაიყვანა მოკლა, ჩააგდო სიდენიების შუაში, მერე გავიდა და მეუღლე მოკლა და დანაშაულის ადგილის გასუფთავება დაიწყო.
ასე რომ კარგად დაფიქრდით ქავერებზე რომ გიყენიათ იმ ხალხმა ვის უჭერთ მხარს.
ადვოკატებს კიდე ტალახს ვერ ვესრვი, სუსტი დაცვა აქვთ ეს ჯერ ერთი იმიტომაც რომ ათასი ფაქტი მეტყველებს ამ გოგოს დანაშაულზე და მეორეც მათი სამსახურია ეს.
მაინც სამუდამო უჭირავს ამ გოგოს ხელში და ჯობია აღიარება ურჩიონ და ამ თემებზე საჯარო განხვილვებიც მორჩეს რადგან დღითიდღე იზრდება ამ გოგოს მიმართ სიძულვილი და მისი დის და ერთ დღეს სრულიად უცხო ადამიანმა შეიძლება მისი და მოკლას, მიიჩნოს მისნაირად. სანამ ამ გოგოს მთელი ოჯახი არ ჩაუყოლებია საფლავში ჯობია ასე მისთვის.
This post has been edited by KKN on 2 Mar 2016, 18:41