#47161797 · 2 Mar 2016, 13:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anthropod
| QUOTE | ეს შენ დაწერე და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი როგორ არის? კიდევ გჯერა ამის? |
რა ვერ გაიგე კაცო, წინასწარ სტერეოტიპებს (ეს ამისტია, ის იმისტია) დაანებე თავი და ისე შეხედე. მე დავწერე რომ მთავარი მიზეზი ამ კოალიციის შექმნის არ იყო დასავლეთთან ინტეგრაცია მეთქი და ფაქტია რომ ასეა. აბა წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე თოფაძე, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგია, ხომ არ შევიდოდა კოალიციაში? რა, ბოლო 3 წელიწადში შეიცვალა აზრი? 3 წლის წინაც მაგ აზრზე იქნებოდა ცხადია. მთავარი მიზეზი იყო ნაც მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, მაგრამ ეს სრულიადაც არ გამორიცხავს იმას, რომ კოალიციაში შემავალი პარტიების თუ პიროვნებების ნაწილი პარალელურად დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერს მხარს, ამის ფაქტიც სახეზე გვაქვს. მე იმას ვამბობ, რომ აუცილებელი ხდება კოალიციის შემადგენელი ამ ორი ნაწილის ოფიციალურად გაყოფა. რუსეთუმეებმა უნდა დაიმატონ ბურჯანაძე-ინაშვილი და სხვა შავრაზმელები და შექმნან საკუთარი კოალიცია, ხოლო ოცნებაში შემადგენელმა პროდასავლური ძალები მომავალ არჩევნებზე უნდა წარდგნენ საკუთარი ბლოკით.
This post has been edited by Saturn on 2 Mar 2016, 13:43
--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან ილია ჭავჭავაძე
|