#47173888 · 3 Mar 2016, 21:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
HiStorian გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თქვენს დედიკოს! მესმის ძალიან! დღეს მეც მინდოდა მიმელოცნა, სახლში მეგულებოდა, მაგრამ დილიდან საავადმყოფოშია. ძალიან მინდა მის გვერდით ვიყო ახლა, მაგრამ მანძილი და გარემოება მაბრკოლებს.როცა დავურეკე, მიუხედავად იმისა , რო ცუდად იყო ის მკითხა, სხვანაირი ხმა გაქვს ხო არ გაცივდიო. თითქოს მისი ცუდად ყოფნა არც გაუგია. ყველას ჯანმრთელი და გახარებული დედები გყოლებოდეთ!
„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო – ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში. ჩემი სოფლის ტყისპირებში, ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში. " სულ ეს მახსენდება ხოლმე ლეონიძის ამ დღეს....
ვზივარ და ვფიქრობ, რა გიჭირს, რა გილხინს, თუმცა ვერ გშველი დედი, გადათენთილან თოვლით იები, მეც მალე მოვალ დედი..... შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები, არ დამეღალო დედი...
ისევ გაწვიმდა, ისევ დაქროლა, ცოტაც გავუძლოთ დედი, მალე, სულ მალე გამოიდარებს შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.., ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ, სულ მიღიმილე დედი, მასწავლე როგორ ვიყო, ვიცხოვრო, რომ დაგემსგავსო დედი... მერე რამოხდა დღეს თუ ქარია, ან თუ ყინვაა დედი, მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი და დაგიკრიფავ დედი!
დიკა სალაყაია
--------------------
♫♥♫
|