Bekushaaხომ ვთქვი რა... საერთოდ ახლოსაც არ ჩაგივლია გირჩის პროგრამასთან...
ძირითად ფაქტორებს გამოვყოფ, რაზეც თავის გეგმას ამყარებენ:
1) დაბალი გადასახადები.
2) შემცირებული რეგულაციები
3) პირველი ორის შედეგად ბაზარზე შესვლის დაბალი ბარიერები.
4) მე3ს შედეგად უკეთესი კონკურენციული გარემო.
5) მე4ს შედეგად უკეთესი ხარისხი.
6) მოგების და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებაზე, რომ საუბრობენ.. ბიუჯეტში ვნახე და 3 მილიარდ ლარზეა მართლაც საუბარი.. არაფერი კატასტროფული არ იქნება ეგ თანხა თუ ბიუჯეტში არ წავა.
7) კონკურენცია არის ხარისხის კონტროლის ბუნებრივი საშვალება.. სახელმწიფო წესიერად ვერც აკონტროლებს ახლა და ფულიც იფლანგება..
8) ძირითადად უარს ამბობენ უაზრო სოციალურ დახმარებებზე... ანუ ვისაც უჭირს მარტო იმას დავეხმარებითო, რაც მგონი ლოგიკურია..
9) განათლების რეფორმა საკმაოდ საინტერსოა.. აქაც საუბარია ბარიერების მოხსნაზე.. რაც ხელს შეუწყობს ახალი კერძო სკოლების გამოჩენას.. ვინმეს ჰგონია, რომ ყველა კერძო სკოლა იქნება უმაღლესი ხარისხის? დამისახელეთ ბაზარი, სადაც ყველა კომპანია მაღალი სეგმენტისთვის იბრძვის... თავისთავად იქნება ძვირი სკოლებიც, მაგრამ იქნება ბევრი იაფი სკოლაც და მათ შორის იქნება განსხვავება ხარისხში.. კონკურენციის გამო კი დღევანდელ საჯარო სკოლებზე ბევრად უკეთესი იქნება..
10) კონკურენცია განათლებაში, გამოიწვევს კარგი მასწავლებლების ხელფასების ზრდასაც... მოტივაციაც გაჩნდება ახალ თაობაში, რომ პედაგოგები გახდნენ...
11) თქვა კაცმა გასაგებად.. ვისაც უჭირს იმას დავეხმარებითო, ადგეს ეს გაჭირვებული და სკოლაში გაუშვას თავისი შვილი... ბიუჯეტი რო უფინანსებს დღეს დაბალი დონის განათლებას.. ეგ ფული ჰაერიდან კი არ მოდის.. ახლა პირდაპირ მისცემენ, თან მეტს..
12) ფულის გარედან შემოდინებაზე და ეკონომიკაში ტრიალზე რა დაწერე, სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე...
13) მონეტარული პოლიტიკა გირჩის დიდად არ მომწონს... დადებითებიც აქვს და უარყოფითიც, მაგრამ ეგ საკითხი თეორიულად კარგად არ მესმის და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი..
14) ძირითადი იმპორტი საკვებ პროდუქტებზე მოდისო რომ ამბობ.... ეგ არის უბრალოდ ძალიან დიდი ტყუილი და შენ ადგილას შემრცხვებოდა, აგერ ჩემი თუ არ გჯერა:

წყარო:
http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo15) სოფლის მეურნებაში ფულის ჩადება, რომ ტვალეტში ჩარეცხილი ფულია მაგას ბევრი ფიქრი არ ჭირდება... აგერ არ დამეზარა და ვიპოვე სტატისტიკა.. სოფლის მეურნეობის წილი ჩვენს მშპ-ში არის 8% (
http://geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo )... არადა ამ სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის, დაახლოებით, 50% (ამის მოძებნა დამეზარა, მაგრამ თუ მენდობი, სადღაც ამდენია).. ანუ გამოდის, რომ ქვეყნის 50% ქმნის მთლიანად წარმოებული პროდუქტების 8%ს... და ამაში სახელმწიგო ხარჯავს ფულს... ეს არის უბრალოდ მარაზმი...
დავიღალე რა ამდენი წერით..
16) ცუდსაც დავწერ.. იტყუებიან რაღაცებში... სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს რაში შეიძლება იყოს ძლიერი.. ამას ბაზარი აკეთებსო და მოიყვანა იაპონიის, სინგაპურის, კორეის მაგალითები... არადა ამ ქვეყნებში მთავრობები სწორედ იმ სექტორში ყრიდნენ ფულს, რაშიც საბოლოოდ განვითარდნენ.. ირლანდია არ უხსენებია, მაგანაც შეძლო სექტორის გამოცნობა... თუმცა იმაში კი მართლები არიან, რომ დღევანდელი პარტიება მაგას ვერ განსაზღვრავენ და ისევ ბაზრის მიშვება სჯობს უაზროდ ფულის ფლანგვას..
This post has been edited by Nickboy on 5 Mar 2016, 00:02