სოფელში თუთის ხე მქონდა, ცერა თითის ზომის შავ თუთას ისხამდა, უგემრიელესს...
ფოთოლიც ლეღვის ფოთლის ზომის ქონდა...
ხშირ-ხშირად უნდა გაკაფვა რომ ნაყოფი და ფოთოლი გაიზარდოს ზომაში...
ველურად რო იზრდება ბანძია, წვრილ თუთას ისხამს...
მერე მოვჭერით, ეზოში მაგრად ტეხავს თუთა, ყოველ ნიავზე მოსაგველია...
სოფელში კი არა თბილისში, კორპუსის წინ გვქონდა თუთის ხე...
არ გვაჭრევინებდნენ, არადა ზაფხულში ვერ გაივლიდი, ან ფეხს ჩადგამდი ან ზემოდან დაგეცემოდა...
თან კაი მაღალი იყო და მესამე სართულზე ვცხოვრობ და ფანჯრიდან/აივნიდან არაფერი ჩანდა, რა ხდებოდა ეზოში, ეს ხე ეფარებოდა...
გამგეობაში შევიტანეთ თხოვნა ხის მოჭრაზე ნაცების დროს და არაო, არ მოჭრათ თორე ჯარიმას დაგადებთო...
მერე შეიცვალა მთავრობა და ვის ეცალა ხისთვის, ჩვენს უბნელ ალკოჰოლის მოყვარულ პიროვნებას 1 ბოთლ არაყს შევპირდით და მოჭრა...
უკვე თავისუფლად დავდივართ ეზოში, დალაქავების აღარ გვეშინია...
მართალია ხე მოიჭრა ქალაქში, მაგრამ მაგ ხის გამოსაყოფი ჟანგბადი პოლიტიკურმა თავისუფლად სუნთქვამ დააკომპენსირა და მაგ მხრივ მდგომარეობის გაუარესებას ვერ ვგრძნობთ

აბრეშუმს რაც შეეხება, ეგეც გვქონდა სოფელში...
მახსოვს აბრეშუმის ბურთულები...
მერე ბებო ძაფს აკეთებდა ხოლმე...
თვითონ ჭია საზიზღრობა იყო, მაგრამ სუფთააო ამბობდნენ, ჩემი მეზობელი ენაზე ისვამდა
This post has been edited by Frankens†ein on 13 Jan 2017, 11:23
Mens sana in corpore sano...