შკოდები 15 ს კი არა 12 წვავს ქალაქში, პირადად მაქ გატესტილი, ეგეც ქალქის დატვირთულ რეჟიმში, ეკონომიური მანქანებია სისწრაფესთან შედარებით.
მინუსი ის აქვს რომ ზეთს მოიხმარს ბევრს ძალიან და არც ცენტრმა იცის მოვლა, აქაური პირობებისთვის შეუსაბამო ზეთებს ასხამენ რომელიც მაღალ გოგირდოვან საწვავს ვერ იტანს, არადა ჩვენთან სულ ასეთებია.
180 ფორდი იყიდეს თავის დროზე როგორც ფორდის საიტი წერს.
მინუსი ისაა რომ 3.7 ორ ხიდიანი ძრავია, ავტომატი და 1950 კილოა

შედარებისთვის, შკოდა 1320 ია, შესაბამისად წვას 15 ზე ქვემოთ ვერ ჩამოიყვან.
პლუსი ისაა რომ სამოქალაქო ტაურუსისგან განსხვავებით სავალი ნაწილი ბევრად უფრო მყარი აქვს, ტრანსმისიაც heave duty ია და ვერ გააფუჭებ ნორმალურ ხმარებაში, ძრავის რესურსი შკოდაზე მეტია და 300K ზე მეტს თავისუფლად დადებს, ზეთის ჭამაც არ აწუხებს, მთავარია სწორი ზეთი ჩაასხა.
სხვათაშორის არც ძვირი ღირს ეს ფორდები როგორც მახსოვს, ახლოსაა შკოდის ფასთან, იმიტომ რომ ყველაფერი ამოღებულია რაც არ ჭირდება პოლიციას და ფასს მატებს, სალონიც უფრო იაფიანი მასალებითაა გაწყობილი.
საბოლოოდ ამ ბევრ წვას ანაზღაურებ სავალი ნაწილის გამძლეობით, ზეთს ნაკლებად ჭამს და ზოგადად ფორდის ზეთი უფრო იაფია ვიდრე შკოდის, თვითონ ზეთის გამოცვლის ინტერვალებიც გაცილებით მეტი აქ ფორდს, შეგიძლია 350K გაატარო როცა შკოდა 200K ზე უკვე გამოსაცვლელია და საბოლოოდ იაფი თუ არა შეიძლება იგივე ფასი დაჯდეს ფორდის შენახვა რაც შკოდის.