იტალია სასწაული ყვეყანაა, მემგონი ყველაზე ლამაზია რაც მინახია.
1. ვენეცია (ძააან ძვირი ქალაქია, იმენა ტურისტების პარსვაა 1 დღე გეყოფა დილიდან საღამომდე თუ კარგად ირბენ

თუ არა და 100 ევრო მინიმუმ სასტუმრო ღამე)
2. ფლორენცია ( 3 დღე მაინც გინდა რომ შეიგძნო იქაურობა და მუზეუმები დაიარო თუ გაინტერესებს რათქმაუნდა)
3. სიენნა - ძაან მაგარია 1 დღე გეყოფა
4. რომი - 3 დღე სრულიად საკმარისია
5. ნეაპოლი ლამაზია მაგრამ პრესტუპნიკული ქალაქია ფრთხილად უნდა იყო
6. პალერმოში რა დაგჩენია არ ვიცი

მაფია თუ არ ხარ

7. პომპეიც საინტერესოა მაგრამ შეიძლება თუ ვერ ეტევი სახსრებში ჩაიკიდო
8. დამავიწყდა პიზა და სან მარინოც სანახავია

მოგზაურობის დაგეგმვა იწყება:
1. რამდენი კაცი მიდიხართ იქიდან გამომდინარე
2. იაფიანი ავიაკომპანიის არჩვით (შენს შემთხვევაში ალ იტალია იქნება კაი ვარიანტი თბილისი რომი)
მარშუტი:
1. თბილისი - რომი ალიტალია
2. რომი - ნეაპოლი - პომპეი (2-3 დღე) (25-30 ევრო 2 საათი)
3. ნეაპოლი - სიენნა (1 დღე) (50 ევრო 4.5 საათი)
4. სიენნა - ფლორენცია (3 დღე) (10 ევრო 1.5 საათი)
5. ფლორენცია - პიზა (გავლით) (10 ევრო 1.5 საათი)
6. პიზა - ვენეცია (1 დღე) (50 ევრო 3 საათი)
7. თვითმფრინავით ვენეცია - რომი - თბილისი ალიტალია
სულ გამოვიდა 8 დღე მიახლოებით
სასტუმრო 500 ევრო
თვითმფრინავი მიახლოებით 250 ევრო
საჭმელი 300-400 ევრო
მატარებელი 150 ევრო
1300 ევრო გინდა ნუ 2000 უნდა გქონდეს რამე რომ იყოს ფული გედოს