ამ ვიდეოს დადება ძალიან უღირსი საქციელია და არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა ეს ვიდეო.
ჩვენ რომ ნორმალურ საზოგადოებას წარმოვადგენდეთ, ამ ფაქტზე
არაჯანსაღი რეაქციისა და ღლიცინ-კისკისის ნაცვლად, ერთსულოვნებას
გამოვიჩენდით და მოვითხოვდით სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული, თუ
ვინ ჩაიდინა ასეთი სიბინძურე.
ასე არ ვიზამთ და კიდევ ბევრი მსგავსი უკეთურების ნახვა მოგვიწევს.
ახლა გამახსენდა, რამდენიმე დღის უკან ფარული აუდიოჩანაწერი რომ იყო, სადაც
ვინმე ნიკოლოზი (პირობითად) ეკა ბესელიას ეუბნებოდა- ნახე ის ვიდეო, სადაც
მავანის ჩვეულებრივი სექსია გადაღებული, ოღონდ მძაფრიო. კიდევ რაღაცას
ავალებდა და ვერ ვიხსენებ. ეგებ დაწეროთ ვინმემ.
vita brevis...