აუ რა ვერ გაიგეთ? ქალი/კაცი დაღუპეს იმ გაგებით, რომ არავის არ ესიამოვნება და არ ირბენს გიჟივით გახარებული მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რომ გამოჭენონ საქვეყნოთ, ანუ აი სიტყვაზე თქვენ საკუთარ მეუღლესთან ხართ საძინებელში და აკეთებთ რაღაცას, რომ გამოაჭენონ დაიკიდებთ? მიუხედავად იმისა რომ მეუღლესთან ხართ და არა საყვარელთან, როგორც ეს მაია. გაგისწორდებათ? რატომ შედის ადამიანი ტუალეტში და იკეტავს კარს? ასევე საძინებელში? იმტიომ რომ ძალიან ინტიმური მომენტია და არავის არ მოეწონება ასეთი მომენტების გამოჭენება, სულ რომ ფრთოსანი ანგელოზი იყოს. რა არის აქ გაუგებარი? ანუ ასეთი ანგარიშსწორების მეთოდი შენთვის რომ მისაღებია, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად ხარ შენი პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებაზე დათანხმდე, ნუ თუ თანახმა ხართ და ნიშნისმოგებით იძახით ეგრე უნდაო მაგასო მძიმე შემთხვევაა.
ქალი უფრო ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ თუ გადაიკითხავთ თემას,შეამჩნევთ, რა ეპითეტებით არის შემკული. ვიდეოში მყოფ მამაკაცზე ერთი სიტყვა არ დაძარით, მთელი თქვენი ღვარძლი გადაასხით ქალს და ვერბალურად გაანადგურეთ ( შეიძლება სამართლიანადაც, რადგანაც მეუღლის ღალატი ნამდვილად არაა მისასალმებელი საქციელი), რატომ? ასე ხართ დაჩვეულები, იმას მისდექით, როდესაც ბევრი ისეთი მამაკაცი პოსტავს აქ, რომელიც ერთი წუთიტაც არ დაფიქრდება ვინმე ნაშას ჩაუგორდეს ლოგინში შანსი რომ გამოუჩნდეს და ამას მაგარი იობარობა დაარქვას ღალატის ნაცვლად. ხოდა ეგეთი ორმაგი სტანდარტების კაცუნების თავზეც გავიარე მე პირადად, კაცობა შეყოფა გამოყოფა რომ ჰგონია და პენისის ფლობა

ისე ის კაცი დაკითხონ არა? ხომ შეიძლება შეკრული ყოფილიყო გადამღებ ჯგუფთან? მე ვფიქრობ, რომ მისი ბრალია ყველაფერი და თუ მართლა ეგრეა და დამტკიცდა რამენაირად, საინტერესო იქნება აქაური ობლიკო მორალების კომენტარი ღალატზე, კაცობაზე და მამულიშვილობაზე.
საქმე იმაშია, რომ კანონიერება არ არსებობს ჩვენს ქყვეყანაში და ეს აჩერედნოი მოვლენაა, რომელიც არ იქნება გამოძიებული ან არაკომპეტენტურობის გამო, ან მიზანდასახულად, როგორც ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ესაა ყველაფრის თავიდ თავი და ჩვენი ყველაზე დიდი ჭირი. აქ რომ "ნეტარ არიან მორწუნენი" წერთ გამოიძიოს ის ქნას ეს ქნას, ვინ რა გამოიძია და რა მიიყვანა ბოლომდე ერთი დამიკონკრეტეთ რა? საჩივრის შეტანა უტყდება ხალხს და პოლიციის გამოძახება. ზოგს უტყდება და ზოგს ნდობა და არაფრის იმედი არ აქვს. არ იცით ვითომ სად ცხოვრობთ. თუმცა დაველოდოთ მოვლენებს, ეგებ რა სასწაული ხდება და იჭერენ ვინმე რეალურ დამნაშავეს.
This post has been edited by vinchenz@ on 13 Mar 2016, 18:50
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle