რა ყველაფერი ერთ ტაფაში იყრება...
ღალატი ერთმნიშვნელოვნად ცუდია, თუმცა ვიცი წყვილები, რომლებმაც ერთმანეთის (ან ერთ-ერთი მეუღლის) "გვერდზე რომანების" შესახებ იციან და არაფერი... არც იყრებიან, არც სკანდალობენ... ვისი რა საქმეა?
პოლიტიკოსმა, ქალი იქნება თუ კაცი, თავი ასეთ მდგომარეობაში რომ არ უნდა ჩაიგდოს და თუ ჩაიგდო, პოლიტიკას/სახელმწიფო სამსახურს უნდა ჩამოშორდეს, ესეც აქსიომაა.
ასეთი ინტიმური ფირების არსებობაც არ არის ყოველთვის კრიმინალური წარმომავლობის - ბევრ წყვილს მოსწონს თავიანთი სასიყვარული ლაღობის ფირზე აღბეჭდვა (სხვა ამბავია, რომ ისინი შეიძლება არასასურველ ხელში აღმოჩნდეს).
ერთადერთი, რასაც ვერანაირ "გამართლებას" ვერ ვუძებნი, ასეთი ჩანაწერების გასაჯაროებაა.
სწორედ დაწერა ზემოთ იუზერმა, სულ რომ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის ინტიმი იყოს აღბეჭდილი, მისი საქვეყნოდ ჩვენება ვინმეს ესიამოვნება?