ლოგიკური ალოგიკურთან ერთად და აფიორების ტექნოლოგობა დამახასიათებელია უკვე
საკმაოდ გაფუჭებულ-ნათახსირალ ფუნქციონერების ღორ-აფთრულ მადაზე და არც ისაა
გასაკვირი, რომ მათთვის უცხოა, საკუთარი გადაგვარებიდან გამომდინარე --- მართალი და
პატიოსანი ადამიანის უდიდესი უპორატესობანი დაპირისპირებების სერიებში.
მტაცებელი ველურისათვის გაუგებარია მშვიდობიან ცხოველთა ქცევა-ფსიქიკა და მათზე ნადირობას
ჩასაფრებული დევნის მანიით ეწევა გაქცეულებს და აზრადაც არ მოსდის მათგან კონტრშეტევის ალბათობა, რომლის გამოვლონებისას იგი უკან იხევს ერთგვარად შოკირებული და გაწბილებული.
გარემომცველი ბუნება არის ნატურალური სარკე ადამიანისათვის, რათა შეძლოს აღქმა მისაღებ დონეზე
იგივეობისას ---შედეგები იქ, სადაც ბრძოლა მიდის წესების გარეშე და
იგნორირებულია გონიერის წესებით ბრძოლა, რაც დიდი ფორაა მტაცებლების გასანადგურებლად
და ეგზოტიკით ტკბობისათვის.
მსგავსი რამ ხდება ახლა, როგორც მორიგი ექსპერიმენტი გაცხოველებულ-რქებდადგმულებზე და ამაზედ
საზოგადო რეაქციებზე ტესტით --- რას იტყვის პუბლიკა...
ერთგვარი არენაა გლადიატორებისა და კეისარი ნეტარებით კანკალებს ცერა თითის აღმართვის
უფლების გამოყენების წამებზე, რათა კვლავ შეახსენოს ყველას, რომ კეისარი ცოცხალია და ხმები მის გარდაცვალებაზე მტრების.მოგონილია...
ასევე არსებობს ერთი კაცის თეატრიც, სადაც ჩარლი ჩაპლინისეულად იღვწის არა გენიოსი, არამედ იდიოტი.
სულ ესაა ამოსახსნელი...
სიმარტივისათვის:
რატომ უჭირს გენიოსს იდიოტის როლის.თამაში?