მადლობა
თრიაქი ,მე როგორც ვიცი , ოპიუმია...
მხოლოდ ორი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, მეორე ლაშა -გიორგია.ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ არასოდეს ყოფილა ეს ფაქტები დადებითად შეფასებული.
,,შორეულ წარსულში ქართველებისთვის ნარკოტიკების მოხმარება აქტუალურ-პრობლემური არასოდეს ყოფილა. ამას ისტორიულ წყაროებში ასახული ინფორმაციული სიმწირეც ადასტურებს. თრიაქის მოხმარების შემთხვევებს ჟამთააღმწერელნი სულ ორჯერ იხსენიებენ. პირველი ცნობა XIII საუკუნის დასაწყისში გამეფებულ ლაშა გიორგისთან დაკავშირებით ჩნდება, მეორე - XVI საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართლის მეფეს, სვიმონ პირველს უკავშირდება. როგორც ჩანს, გასულ საუკუნეებში თრიაქი საქართველოს ზედა ფენების თავშესაქცევი უფრო იყო, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, „ელიტარული“ ნარკოტიკი მათთვის, ვისაც აღმოსავლურ სამყაროსთან რაიმე - სამხედრო, პოლიტიკური თუ კულტურული კავშირი ჰქონდა.
საინტერესოა, რომ წყაროებში მოხსენიებული თრიაქის მოხმარების ორივე შემთხვევაში ჟამთააღმწერელთა დამოკიდებულება მომხმარებელთა, ანუ მეფეების მიმართ ხაზგასმით უარყოფითია."
'
This post has been edited by niniaa on 13 Mar 2016, 22:52