კეზერას 45 მილიონი ფრანკი გაუტანია (post #47517273)„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
10 სექტემბერი 2013
"2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავით იაკობაშვილმა, თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომელიც შვედეთის პასპორტით სარგებლობს, რამდენიმე სარეკლამო და ენერგეტიკული კომპანია შეიძინა, რომლებსაც, ჩვენი ინფორმაციით, მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა (ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით). როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს, იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო.
კეზერაშვილის ბიზნესინტერესები (და ესენი სხვას უწოდებენ რუსეთუმეებს gigi.gif)
დავით კეზერაშვილს – შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსს, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს – კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მას ბრალად ედება 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება უკრაინიდან საქართველოში ეთილის სპირტის შემოტანის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის მისი საჯარო სამსახურში ყოფნის დროს. თებერვალში კეზერაშვილს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 2008 წელს ჯოზეფ ქეის ტელეკომპანია „იმედში“ საკუთარი წილის დათმობა აიძულა. კეზერაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნული ბრალდებები უარყო.
კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა, რაც ართულებს ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობისა და საკუთრებაში მომხდარი ცვლილებების დადგენას, რადგან ეს მონაცემები საჯარო რეესტრის დოკუმენტებში, შესაძლოა, არც აისახოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წლის ანგარიშში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი“ აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. მისი მეგობრები და ნათესავები ფლობდნენ, მართავდნენ და/ან დაკავშირებულნი იყვნენ ამ სექტორის რამდენიმე უმსხვილეს კომპანიასთან, რომელთა შორის იყო:
„ჯენერალ მედია“ - სარეკლამო გაყიდვების სახლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეკლამის განთავსება ყველა ნაციონალურ არხზე. კომპანიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება;
„აუთდორ ჯი“ - გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია თბილისში, რომელსაც თბილისის მერიამ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეკლამო განცხადებების განთავსების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. მტკვრის მარცხენა სანაპიროს კი „სმოდ ედვერთაიზინგი“ აკონტროლებს, რომელიც, როგორც ირკვევა, დე ფაქტო, „აუთდორ ჯის“ შვილობილი კომპანიაა. „აუთდორ ჯის“ მთავარი აქციონერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Adprojects Inc.-ია (70%), „სმოდს“ კი სრულად პანამური Smod Equtiy ჯგუფი ფლობს.
კეზერაშვილთან დაკავშირებულ სარეკლამო სააგენტოთა შორისაა: „მედია პორტი“, „ედ უინდფორსი“, „ედ კორპორეიშენ“, „BSM ჯორჯია“.
დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის სიძე, მისი ბიზნესების ერთ-ერთი ნომინალური მმართველი იყო საქართველოში. 2012 წლის იანვარში ჩიქოვანი „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ დირექტორი იყო, რომელიც ფოთის პორტში მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. სწორედ აქ იკვეთება კეზერაშვილის ინტერესები ფოთის პორტისადმი. დიმიტრი ჩიქოვანი მინდობილობით წარმოადგენდა ასევე Adprojects Inc.-ს, „აუთდორ ჯის“ მესაკუთრეს, და დღემდე წარმოადგენს „ლექსორ კაპიტალს“, რომელიც „საქართველოს ლატარიის კომპანიის” 30%-იანი წილის მფლობელად რჩება.
2011 წელს კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ „გალფის“ მესაკუთრე იყო. 2012 წლის ნოემბერში „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ (რომელიც „გალფის“ დაახლოებით 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს „უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც „ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.
2009 წლამდე ალექსანდრე გოგოხია - „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გამგეობის წევრი, „აუთდორ ჯის“ ფინანსური მენეჯერი და Smod Equity-ს წარმომადგენელი - „უნივერსალ კაპიტალ გრუპის“ (Universal Capital Group) დირექტორი იყო. გამორიცხული არ არის, რომ გოგოხიაც იმ ადამიანთა შორის ყოფილიყო, ვინც საქართველოში კეზერაშვილის აქტივებს მართავდნენ. „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“ წამყვანი სარეკლამო სააგენტო „მედია პორტის” 60%-ს ფლობს; მასვე ეკუთვნის 100% შპს „UCG ტრანსში“ (ფოთის ტერმინალის ოპერატორი) და 24,497% „აგარის შაქრის კომპანიაში.”
გაყიდვამდე „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“ Rylf Management SA-ის (პანამა) კუთვნილება იყო. ეს უკანასკნელიც ფორმალური ჰოლდინგია, რომელიც, შესაძლოა, კეზერაშვილს ეკუთვნის. მისი წარმომადგენილია იოსებ მგელაძე, რომელიც „უნივერსალ კაპიტალ გრუპის“ დირექტორი იყო. Rylf Management SA-ს მთელი რიგი კომპანიები ეკუთვნის, მათ შორისა „UCG გრინ ფაუერი“ და „UCG აგრო“. Rylf Management SA-ს წარმოადგენდა ივანე ნაკაიძე, რომელიც 2012 წლის ივლისამდე „ჩენელ ენერჯის“ (ნავთობტერმინალის ოპერატორი ფოთის პორტში) ფინანსური დირექტორი იყო. „ჩენელ ენერჯი“ „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მფლობელია (32.67%).
2012 წლის დეკემბრამდე „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ ჟურნალ „ტაბულას“ 51% ეკუთვნოდა. 2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული კი ამ წილებს „UCG გრინ ფაუერ“-ი ფლობს. ეს კომპანია, თავის მხრივ, Rylf Management SA-ის კუთვნილებაა. ამ პანამური კომპანიის ოფიციალური მფლობელების დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტაბულა“, რომელმაც სატელევიზიო მაუწყებლობა არაკომერციული ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კუთვნილ სიხშირეზე იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო, ოფშორული კომპანიის თანასაკუთრებაშია. ჟურნალ „ტაბულას“ თანამფლობელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კეზერაშვილი Rylf Management SA-სთან დაკავშირებული არ არის და რომ ამ ოფშორული კომპანიის უკან ქართველი ბიზნესმენები დგანან. თუმცა ჩერგოლეიშვილმა მათი სახელების გამჟღავნება არ ისურვა. გამომდინარე იქიდან, რომ თავად „ტაბულას“ სამაუწყებლო სიხშირე არ აქვს, ის კანონით ვალდებული არ არის გაამჟღავნოს ოფშორული მფლობელები. ეს აშკარა ხარვეზია მედიასაშუალებათა მფლობელობის გამჭვირვალობის მარეგულირებელ წესებში, რომელთა თანახმადაც ოფშორულ სუბიექტებს მაუწყებლობის ლიცენზიის ქონა ეკრძალებათ და ბენეფიციარ მეწილეთა სრული გასაჯაროება ევალებათ."
თუმცა, ალბათ მაინც არ დაუჯერებ
This post has been edited by kvacaraxa on 10 Apr 2016, 20:42
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...