დეიწყო

გაგიჟდა ხალხი
http://www.postalioni.com/2016/03/46486/“Sex Bucket Challenge იწყება: აქვეყნებ საკუთარი სექსის ვიდეოს და იწვევ 3 მეგობარს”
ფარული კადრების გავრცელებისა და გაუთავებელი შეშფოთება-აღშფოთება-დაგმობის პირველმა ეიფორიამ გადაიარა. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილიც დაკავებულია. ის ნაციონალების დროინდელი კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. მანამდე კი შოკირებულმა და მძიმე დღისგან დაღლილმა საზოგადოებამ „ნომერ პირველი მოქალაქის“ რჩევა გამოიყენა, ყველაფერს იუმორით შეხედეთო, რომ გვასწავლა და უკვე გუშინ საღამოს სოციალური ქსელი ხუმრობანარევმა კომენტარებმა წალეკა.
აი, აქ საქართველოს პრეზიდენტიც დაეხმარა თავის საზოგადოებას, აბა ტყუილად კი არ დაჰპირდა-დაგიცავთ და გვერდით დაგიდგებითო. თავისი გამოსვლით მარგველაშვილმა დღის რეკორდი მოხსნა და ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის არ იყოს, საქართველო და მისი პრეზიდენტი სულ სხვა ამპლუაში დაანახა და გააცნო მსოფლიოს. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ თურმე სექსი ყველას ჰქონდა, აქვს და ექნება კიდეც, ამიტომ თუ კიდევ ვინმე გადაწყვიტავს ფარული ჩანაწერებით საზოგადოების გაკვირვებას თუ შოკირებას, უკვე ისეთი პიროვნებები უნდა ეძებოს, ვისაც პირადი ცხოვრება გვერდზე არ აქვს!
გთავაზობთ ცნობილი პიროვნებების სექსუალურ აღიარებებთან დაკავშირებულ ფეისბუქმომხმარებელთა გამოხმაურებებს:
ალექსანდრე ჯეჯელავა: Sex Bucket Challenge იწყება. წესები შემდეგია: აქვეყნებ საკუთარი სექსის ვიდეოს, რომლის ბოლოშიც, სიგარეტით ხელში, იწვევთ სამ მეგობარს, რომელმაც იგივე უნდა გააკეთოს აბა, წავიდა ამბავი!
ვალერი ხაბურძანია: მე ძალიან ღარიბი,ფაქტიურად უფასო სექსუალური ცხოვრება მაქვს, თეთრსაც, ცენტსაც და კაპიკსაც არ ვიხდი.
პეტრე საყვარელიძე: ბოლომდე სიმართლე რო ვთქვა, სულ მკიდია, ვინ ვის ხეხავს, არც ამ ჩვენი ახალგამოჩეკილი სექსუალური გიგანტების სიდიადის მჯერა,(პრეზიდენტის ჩათვლით), მაგრამ ამ youtube -ს რო თიშავთ დღეგამოშვებით, ჩრდილოეთ კორეაა, მამაძაღლი? მუსიკა ვერ მოგისმენია კაცს შენს გემოზე!
ნინო კვაჭანტირაძე: გენაცვალეთ გურულებო, ყველაფერის “გალაითება” რომ შეგიძლიათ იუმორით, გურულ ქალს უთქვამს ქმრისთვის – ბესია, გასაცვეთელო, გადმობრუნდი ახლა და ლამაზად მეიქეცი, რა იცი, იქნება ქი გვიღებენ… – ქალო , რას მთხოვ, სექსი გინდაა? – რაის სექსი, პირადი ცხოვრება მინდა და თუ შეიძლება ტერმინები შეარჩიეო. წამოვიდა ახალი ანეგდოტები…
ნატალია ხოხიაშვილი: ამასობაში კი ლარი გამყარდა, იმდენს უყურა