ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა
14:58 01-11-2016
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა.
როგორც კოტრიკაძემ განმარტა, ღურწკაიას წინასწარი პატიმრობის ვადა 3 ნოემბერს ეწურებოდა და ამ დროისთვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი იყო, შესაბამისად კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა.
„9 თვიანი ვადა მაქსიმუმია ბრალდებულისთვის, რომელიც შეიძლება მან წინასწარ პატიმრობაში გაატაროს. გელა ღურწკაიას 9 თვიანი ვადა 3 ნოემბერს გასდიოდა. დღევანდელი მოცემულობით, ვერ მოხერხდებოდა მტკიცებულებების გამოკვლევა და შემეჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა 3 ნოემბრამდე. შესაბამისად, ის გათავისუფლდა და განაჩენს დაელოდება თავისუფლებაზე“, - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება საქმეზე სხვა ბრალდებულებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა, მათ წინასწარი პატიმრობის ვადა დეკემბერში ეწურებათ და შესაბამისად, მათი გათავისუფლება ჯერ არ მოხდება.
პროკურორის თქმით, ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულებთან ამ ეტაპზე არც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.
IPN
მე ვიცი ის რომ არაფერი ვიცი -საქ. პროკურატურა
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3