http://mediacity.ge/news.php?id=55116 მარტს ღამის საათებში, ქართულ სოციალურ ქსელში (https://forum.ge/?f=29&showtopic=34843401&st=0) გავრცელდა რომან გოცირიძის „პოსტი“, სადაც მის ახალ თანამდებობაზე იყო საუბარი:
„მეგობრებო, დღეს უკრაინის ეკონომიკის მინისტრობა შემომთავაზეს. რამდენიმე წუთიანი ფიქრის და ოჯახის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, დავეთანხმე ამ შემოთავაზებას. ერთის მხრივ, ამაყი ვარ, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ასეთი ნდობა გამომიცხადა. მეორეს მხრივ, მიმძიმს საქართველოს დატოვება. ხვალ მივემგზავრები კიევში და შემდეგ პოსტს იქიდან მოგწერთ.
P. S. პირველი, ვინც ეს შემოთავაზება მომილოცა, საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი იყო!. “
ეს პოსტი mediacity.ge-მ გადმოიტანა და წყაროც მიუთითა. ღამის საათების მიუხედავად, ხსენებულ პოსტს პირველი რომან გოცირიძე გამოეხმაურა თავის „ფეუსბუქის“ გვერდზე:
„რას მერჩიან. ჩემმა მტერმა იმუშაოს იაცენიუკთან

ძალიან ბოროტი ხალხია. როგორც ჩანს, გაიგეს, რომ სავალუტო ფონდის ვიცე-პრეზიდენტად განიხილება ჩემი კანდიდატურა და რაღაცნაირად უნდათ, რომ ხელი შემიშალონ.
ვერ მოგართვით

“