http://tb24.ge/index.php/sazogadoeba/item/...%83%A0%E1%83%90ყველამ თქვენს ბოზს მამიდას ისე რომ მიხედოთ, ჩვენ არ გვეხებოდეს, არა?
16-03-23 15:47:13 | ამობეჭდვა
ყველამ თქვენს ბოზს მამიდას ისე რომ მიხედოთ, ჩვენ არ გვეხებოდეს, არა?
იმ დროს სად იყავით, პრეზიდენტო, მეშახტეები რომ გაიფიცნენ?
მაშინ არ იყავით მეშახტე?
მე ვინ ვარ, რომ ეჭვი შევიტანო ბატონი პრეზიდენტის სიტყვებში და მჯერა, რომ გვიცავს, მართალია, ცოტა ვერ გავიგე, სექსისგან გვიცავს თუ უსექსობისგან, მაგრამ გავჩუმდი, რადგან უფრო მნიშვნელოვანი კითხვა გამინდა – იმ დროს სად იყავით ბატონო პრეზიდენტო, როცა მეშახტეები გაიფიცნენ? – მაშინ არ იყავით მეშახტე?
ან როცა ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველია, რომელთა დაცვაც თქვენთვის არავის დაუშლია, რატომ არ აკეთებთ განცხადებას, რომ თქვენც ისე გიცხოვრიათ, ან იცხოვრებთ, როგორც ის ბავშვები, რომლებიც მთელ წელს ერთ წყვილ ბოტასში ატარებენ?
იქნებ, ჩვენსავით კრედიტი აიღოთ და ვერ გადაიხადოთ, ბატონო პრეზიდენტო, ან გადაიხადოთ, მაგრამ ჩვენს გასამხნევებლად განცხადება გააკეთოთ – მეც ვერ ვიხდი კრედიტსო, ისე, ტყუილად, ნუ, როგორც ეხლა გააკეთეთ... მაგრამ ეს განცხადებები არამოდურია, ჰო, ბატონო პრეზიდენტო? აი, მდიდრული სექსი კი სულ სხვაა, გლამურულია, ფანტაზიის აღმძვრელია... მადის აღმძვრელია...
საზოგადოება მხარს გვიჭერსო? საზოგადოებამ სოლიდარობა გამოგვიცხადა – როგორც არასოდესო? – სად? როდის? რა ფორმით? პროტესტის და კრიტიკის ქარცეცხლშია Facebook-ი გახვეული, ძუკნებს, ბოზებს, „დავერბოკებულებს“ გეძახიან... რით ვერ გაიგესო, რომ არც სექსი გვიკვირს და არც ბოზობა, მაგრამ ხომ გვაქვს უფლება, ბოზები არ გვინდოდეს მთავრობაშიო?
ეს შენ გეხებაო, გვითხრეს!
შენ, ვინც ბაზრობაზე დგახარ მთელი დღე ლუკმა-პურის საშოვნელადო, მეტროს მემანქანეს, ვინც დილის 5 საათიდან გვირაბშიაო, გლეხებს, რომლებიც საგაზაფხულო ხვნა-თესვის მზადებაშიაო – რანაირად გვეხება ახლა ეს ჩვენ – ჩვენ ისე ვიღლებით, ჩვენ ისე მძიმე ცხოვრება გვაქვს – მდიდარი სექსისთვის კი არა, ღარიბი სექსისთვის კი არა – გასამრავლებლად, შვილის ჩასასახადაც არ გვრჩება დრო და ძალ-ღონე...
არა, გენაცვალე,. ეს თქვენ გეხებათ, ვისაც ახლა გაგახსენდათ, რომ სექსი გაქვთ (შეყვარებულებთან კი არა, საყვარლებთან კი არა და „იობრებთან“), როცა პორნო ვიდეო მოგხვდათ ცხვირზე და აგეწვათ, როცა შეგეშინდათ, რომ თქვენს ვიდეოსაც გამოააშკარავებდნენ, ან გადაიღებდნენ და ამოაშკარავებდნენ...
ამიტომ ამორალობის ლეგიტიმაცია გადაწყვიტეთ... თუ თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნისას გვიყვებოდით, რომ ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ მცოდნეა, ზნეობრივად და მორალურად ჩამოყალიბებულია, გვაცნობდით მის ოჯახს, ცხოვრების წესს – ახლა გვეუბნებით, რომ სულ არ არის ჩვენი საქმე, ზნეობრივად და მორალურად არის თანამდებობის პირი ჩამოყალიბებული თუ არა.
უფრო მეტიც, თუ უზნეობაშია შემჩნეული თანამდებობის პირი, არც ეგაა ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა... ჰოდა, მაშინ ყველამ თქვენს ბოზს მამიდას ისე რომ მიხედოთ, ჩვენ არ გვეხებოდეს, არა?
თუ ასე გინდათ, მისცეთ თქვენს ფანტაზიებს გასაქანი, მიეცით, მაგრამ მაშინ თანამდებობაზე რომ არ მოხვიდეთ და არ იჟურნალისტოთ, არა? ვინ ეხმაურება თქვენს მდიდარ ან ღარიბ სექსს, მაგრამ ბოზობა რომ არ მოგვწონდეს, არა?
ისე, ქართველი ხალხი რომ ლიბერალია, ქართველ ხალხს რომ არც შეყვარებული უკვირს და არც საყვარელი, ეს ყველაზე უკეთ ბატონმა პრეზიდენტმა იცის, ჰო, იმ თქვენმა ჰუმანურმა პრეზიდენტმა, იმიტომ რომ ასეთი ლიბერალი რომ არ ყოფილიყო ქართველი ამომრჩეველი, პრეზიდენტი რომ ვერ გახდებოდა, ხომ ცხადია?
არავისთვისაა საიდუმლო, რომ თანამდებობაზე დანიშვნამდე ადამიანს აკვირდებიან, მის ცხოვრების წესს სწავლობენ... და თუ რაიმე ხინჯი უპოვეს პირად ცხოვრებაში, ის თანამდებობაზე ვერ მოხვდება.
ქართველი საზოგადოება გონიერია და რამდენი ცნობილი ბოზიც არ უნდა შეიკრიბოს ერთად, მაინც არ მოხდება ასეთი პირადი ცხოვრების დაკანონება...
ქართველი საზოგადოება მომთმენია, ხედავს, რომ გადაცემებში სულ ის ხალხი მოგყავთ, სულ იმ ხალხის აზრებს აშუქებთ, ვისაც ეს თქვენი ბოზური გასაჭირი ეხება და ჯიგარს უწვავს, ვინც თავადაც „დავერბოვკებული“, სულწაწყმედილია, მაგრამ ელოდება, ელოდება კიდევ რამდენჯერ ალაპარაკებთ ერთი და იგივე სახეებს, ელოდება და უკვირს – რამდენი ბოზი გვყოლია და ცირკის შენობის წინ დამდგარიადამიანების „იმედად“ რატომ ვიყავითო, რატომო?
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიო... ჰო, ეს მართლა ძალიან პირადულია, იმიტომ რომ, ეს იმ დროს მოასწრო, როცა ქმარს ეგონა ქვეყნის საქმეებს აგვარებს სამინისტროშიო და მე, რიგით ამომრჩეველს, მეგონა კიდევ ქვეყნის საქმეების მოგვარებისგან დაღლილი ოჯახთან ერთად ისვენებს–თქო... ევროპასა და ამერიკაშიც აქვთ პირადი ცხოვრებაო, არავის უკვირსო იქო...
დასავლეთსა და ამერიკაზე გსურთ საუბარი? კი, ბატონო, დავიწყოთ.
ბილ კლინტონი სასაწაულებრივად გადაურჩა იმპიჩმენტს მონიკას მონთხრობის გამო და ერთ-ერთი ბრალდება, რასაც მას უყენებდნენ – ეს იყო ტყუილი, ტყუილი ხალხის და ოჯახის წინაშე... და 2000 წელს დემოკრატების კანდიდატის დამარცხება ზუსტად კლინტონის უზნეო ქცევის პირდაპირპროპორციული გახდა.
2000 წელს საზოგადოებას კიდევ ახსოვდა 1998 წლის სკანდალი და ამ სკანდალის დამსახურება იყო ჯორჯ ბუშის გამარჯვება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ პროფიუმს მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ურთიერთობის გამო მოუხდა თანამდებობის დატოვება. კოლორადოს შტატის სენატორი ჰარი ჰარტი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფავორიტი იყო, მაგრამ რა წამსაც ოჯახს გარეთ მისი რომანის შესახებ გახდა ცნობილი, კანდიდატის რეიტინგი მყისიერად – 32%-იდან 17 %-მდე დაეცა და პოლიტიკიდა წასვლა მოუწია. ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ–მინისტრის პირეტ რობინსონის მეუღლე, პარლამენტარი ქალბატონი, მეუღლის ღალატის ფაქტში ამხილეს თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ რობინსონმა აპატია ცოლს, ქალს მაინც მოუხდა მანდატის დატოვება, უფრო მეტიც – პრემიერ–მინისტრიც გადადგა...
ბარაკ ობამას ფავორიტმა კონგრესმენმა ენტონი უინერმა ტვიტერში ტრუსებში გადაღებული ფოტო გაუგზავნა რამდენიმე ქალბატონს და არ აპატია საზოგადოებამ. ამერიკელებისთვის მისაბაძ პერსონად წოდებული სენატორი, რომელიც 11 წელი ნევადას შტატს წარადგენდა ამერიკის კონგრესის ზედა პალატაში – ასევე ოჯახს გარეთ სასიყვარულო ისტორიის გამო ჩამოაცილეს პოლიტიკას. ლარი კრაიგი – 28 წელი პოლიტიკაში, აქედან 18 წელი სენატში გაატარა, 2008 წელს მინეაპოლის აეროპორტის საპირფარეშოში გარყვნილი საქციელის გამო შეიძულა ამერიკელმა ხალხმა, არც აღიარებამ უშველა, არც 28 წლის უზადო რეპუტაციამ, არც ბოდიშის მოხდამ – მისი კარიერა განადგურდა. თავის დროზე ბერლუსკონის განცხადებას „მე ანგელოზი არ ვარ“ – ძალიან თამამი და არაკორექტურლი უწოდეს, ბერლუსკონი ის ადამიანი იყო, ვისაც მართლა ჰქონდა მდიდარი სექსუალური ცხოვრება, ღმერთმა დამიფაროოს, არც თქვენს შესაძლებლობებში მეპარება ეჭვი, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ მას „ანგელოზად არ ყოფნა“ არ აპატია ხალხმა და თქვენ კიდევ გინდათ „მდიდრული სექსის“ ეგიდით გაგვაერთიანოთ...
– ჩამოთვლილთაგან არც ერთს, აი, არც ერთს არ გამოუჩენია სითავხედე, საზოგადოებისთვის ეთქვა, ჩემი ამორალური ქცევის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა შენ გეხებაო, არც ერთს არ დაუსხამს ლაფი ამომრჩევლისთვის და არ უთქვამს, ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხებაო...
თითოეულმა მათგანმა აღიარა, რომ ამომრჩეველი მოატყუა, რომ ამომრჩეველთან მართალი და გულწრფელი არ იყო, თითოეულმა მათგანმა ბოდიში მოიხადა და არც ერთი პოლიტიკოსი, არც ერთი ჟურნალისტი არ გამოსულა მათ „დამცველად“ – მეც მყავს საყვარელი, ამ მეც ვიღებ ტრუსით ფოტოებსო...
გამოდის, იქ იცავენ თუ იცავენ ზნეობრივ კოდექსებს, გენაცვალე, იქ უფრთხილდებიან თუ უფრთხილდებიან ოჯახის ფასეულობებს...
ჰო, ჰყავთ იქ მეგობარი გოგონა, ან მეგობარი ბიჭი, კი ბატონო, მაგრამ ეს დაქორწინებამდე, აი ყოველდღე ახალი „შეყვარებული“ იქაც ბოზობაა. ასე რომ, გამოდის, ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობა (რა ურთიერთობა ჩვენ გვაქვს, მაგრამ მაინც) კი არ მოქმედებს მავანთა ჰორმონებზე ასე ცუდად, თუ ასე კარგად, დასავლეთთან კარის გაღება ჩვენს ზნეობრიობას კი არ უქმნის საფრთხეს, პირიქით, დაე, ისინი ძრწოდნენ ჩვენი შიშით, დაე, იმათ უდარაჯონ თავიანთ კარიბჭეს, რადგან მივალთ და გავაბოზებთ, ჩავალთ და დავუკანონებთ ბოზობას – საჭირო და სავალდებულო პირად ცხოვრებად. ჩავუსახლდებით და ვასწავლით, რომ პატიოსანი კაცი ან ქალი უნდა იჯდეს სახლში და უწესო – ხელისუფლებაში...