გონიერი ადამიანი ასეთ სიტუაციაში იდეას, როგორც გამოსავალს მოძებნიდა...
არის ჰოლივუდი, ბოლივუდი...
რა უჭირს ჯორივუდს, ჩოჩორვუდს, ანდაც სექსოვუდს?
დისნეისთანაც გავიდოდა ჩოხაში გამოწყობილო ჯერის ოინები
საპატარძლოდ მოკაზმულ ტომთან....
ანდაც დასავლურ სუპერმარკეტებში მოჩალიჩე ჩოხოსან ჯერის როგორ დასდევს გეის ფორმაში
გადაცმული ტომი ყელზე ჩამობმული პოლიციელის ჟეტონით...და როგორ ხანჯლაობენ ხორცების განყოფილებაში ძეხვებით და სოსის-სარდელებით და როგორ იძახებენ მაშველებს და როგორ მოგრიალდება თავად ქვეყნის პრეზიდენტი მაშველი სექს-მუშაკის ამპლუაში და როგორ ააფრიალებს დედოფალ მარგოს ლეჩაქს მეომარ მხარეებს შორის და როგორ მოუწოდებს ერის დაკვეთას --- განგსტერულ ომს სჯობს კოჰაბიტაცია და პორნობიზნესი დიდად მარგი და სუტენიორთა ოცნებების
სამოთხის სირ-ჩიტების პარნასი, სადაც უმაღლესი ჯილდო ნგრევის პრემიაა კვერცხის თასით...:
ნობელსაც შევემეტოქეოთ და პინგოპრემიაც დააწესოს ვინიცობაა ძეგლთა მნგრეველ-ამფეთქებელმა მავანმა და სრუტუნა რაინდის წოდებაც დააწესოს გამორჩეულ უკუღმართთათვის და პირველმა თავად მიინიჭოს ეს უპატიო წოდება.
***
კარგში თუ არ ძალგვიძს პირველობა --- ვიპირველოთ უკუღმართობებში და
ვამხიარულოთ-ვაცინოთ მსოფლიო ჩარლი ჩაპლინისეულად დამუნჯებულ-პირამოკერილი
ციხე-კატორღის ზოოპარკის ბინადრებივით --- რომელთა დუნდულებზე მონათა მსგავსად დაღები იქნება ცხელი შანთებით ამოტვიფრული:
ვივა და ვივა-ვუი-ვაი... --- ,,აჩკებიანი სირის" პორტრეტით დამშვენებული, რომელიც რაღაცას უყურებს შორეთში...