პრინციპში ეს ასე არაა... და რელიგიამ არ იცის ეგ რა და როგორაა..
შეიძლება თავი არ მოიკლას, თუ ამას ჩაუჭედებ თავში და ამით ამოურეცხავ ტვინს, მაგრამ მისი ცხოვრება როგორი იქნება ამ ცრუწარმოდგენებით?
არავითარი რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მაგრამ - რელიგიური გრძნობების ღრმა და სწორი განვითარება უნდა ხდებოდეს და ეს უნდა იყოს აღზრდის ამოცანა.
რა გრძნობებია რელიგიური გრძნობები? მოწიწება, მოკრძალება, მშვენიერების აღქმა და ამაღლებული განცდა, თანაგრძნობა, თანაზიარობა, თანალმობა, ლმობიერება,სიმტკიცე, თავდადება - ეს ყველაფერი და სხვა მრავალი არის რელიგიური გრძნობები.
ეს გრძნობები ადამიანში არის ბუნებითად და მათ შეღვიძება და სწორი აღზრდა ესაჭიროებათ რომ სრულფასოვანი და თავისუფალი ადამიანი შედგეს აღზრდის ფინალში, თავისი ყველა ღირსებით. ეს უნდა იყოს სკოლის ამოცანა და არა უაზრო მასშტაბის პროგრამა, ინფორმაციის ზღვა და პრაქტიკულად შეუძლებელი ოდენობის დავალებათა შესრულება, რომელიც ფაქტიურად ცოდნის ტაძარს არ აშენებს ადამიანში, არამედ ნანგრევებს ახვავებს.
ეს ყველაფერი -ერთი მხრივ ნამდვილი ადამიანური გარემოს დეფიციტი და მეორე მხრივ ცხოვრებისეულ მოვლენასთან პირისპირ შეჯახება იწვევს ნორჩი ფსიქიკის აფეთქებას რაც ხშირად სამწუხაროდ მისი გადაწვით სრულდება.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო