#48077212 · 13 Jun 2016, 12:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dark_Angell
QUOTE | ჩვენი სტანდარტების კომისია უნდ შეიქმნას და ამ სტანდარტზე ქვევით მყოფს უნდა აეკრძალოს ღვინის გატანა ქვეყნიდან. ეს მარტო ღვინო ხო არაა, ქვეყნის სავიზიტო ბარათია. |
ჩვენი ღვინო გადის შემოწმებას და მერე გადის საზღვარგარეთ.
სტანდარტებში თუ არ ჯდება, ვერ გაიტან. ან რომელ ქვეყანას უნდა ცუდი ღვინის მიღება.
ევროკავშირს თავისი სტანდარტები აქვს და მაგაზე მოწმდება ქართული ღვინო, სანამ იქ გავა. დსთ-ს ქვეყნებში ცოტა სხვა სტანდარტები მოქმედებს და მაგაზეც მოწმდება გატანამდე.
რეალურად, 2006 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ იწყება ქართული ღვინისთვის ახალი ეპოქა. მას შემდეგ ძალიან დაიხვეწა ბევრი რამე, გამოსწორდა ხარისხი საგრძნობლად.
ეგრე აღარ არის, ნებისმიერი ნაგავი აწარმოო და გაიტანო, ან თუნდაც აქ გაყიდო.
ძალიან კარგი ღვინოები გვაქვს, მაგრამ ბევრი რამეა დასანერგი... საჭიროა ახალი ტექნოლოგიების ათვისება, დახვეწა...
პოტენციალი გვაქვს და მეტის გაკეთება შეიძლება.
50 წლის წინანდელი აღჭურვილობით ვერ აწარმოებ უმაღლესი ხარისხის ღვინოებს...
დღევანდელ მსოფლიოში ძალიან დიდია კონკურენცია ამ სფეროში.
მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყნებს რომ შევეშვათ, ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებში (არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, აშშ) ძალიან დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებენ ძალიან იაფად.
ჰოდა, ფასების დაწევაზე ზრუნვაა საჭირო...
====
თანამედროვეობას უნდა ავუწყოთ ფეხი, სხვა გზა არ არის. აღარ არის ის დრო, რუსეთში რომ გადიოდა ძირითადად და ბევრ რამეზე არ იყო საჭირო ზრუნვა.
This post has been edited by ფორცხოლი on 13 Jun 2016, 12:43
--------------------
. .
|