http://worldrugby.ge/ge/page/405_parise-eq...los-adgili-araaპარისე: „ექვს ერში საქართველოს ადგილი არაა“
იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისე განარისხა იდეამ, რომლის თანახმადაც ექვსი ერის ბოლო ადგილოსანმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულთან პლეი ოფი უნდა გამართოს და გამარჯვებულმა მომავალ სეზონში ევროპი უძლიერეს ტურნირში ითამაშოს.
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ იტალიის პირდაპირ დაქვეითება საცოდაობაა, თუმცა სამომავლოდ გადათამაშების დანერგვა მისაღები ვარიანტი იქნება. ამ ლოგიკით, 2017 წლის ექვსი ერის საგზურისთვის, იტალიას საქართველოსთან უნდა ეთამაშა, რაზეც პარისეს აზრი BBC-მ კითხა:
„ეს ძალიან უაზრო საკითხია, რადგან იტალია ამ ტურნირისთვის უზომოდ ბევრს აკეთებს. წარმოიდგინეთ, რომ ირლანდია, შოტლანდია, ან საფრანგეთი, ბოლო ადგილზე გადის და გადათამაშებაში უწევს მონაწილეობა. თქვენ ფიქრობთ, რომ ირლანდიის, ან საფრანგეთის რაგბის კავშირი ამას დათანხმდება? თუ მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობთ მსგავს თემებზე, რომ ჩვენ იტალია ვართ?“ - ამბობს პარისე.
ექვსი ერის მიმდინარე სეზონში „აძურამ“ ოთხივე თამაში დათმო, მათგან სამში უშანსოდ დამარცხდა, თუმცა პარისე, რომლის ანგარიშზეც 118 კეპია ეჭვობს, რომ მეორე დონის ქვეყნები იტალიის მსგავს წარმატების მიღწევას შეძლებენ:
„არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც წარსულში მოხდა. პატივს ვცემთ ყველა ქვეყანას, საქართველომ და რუმინეთმა თავის დონეზე დიდი პროგრესი განიცადეს, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს იმის მსგავსი შედეგი, რაც ჩვენ ვაჩვენეთ. მათ არასდროს დაუმარცხებიათ საფრანგეთი და ორჯერ არ მოუგიათ ირლანდიისთვის. ჩვენგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ ისტორიული შედეგი და ამრიგად, ექვს ერში სწორედ იტალია უნდა თამაშობდეს. ეს ძალიან მარტივია“ - ასკვნის სერხიო.
იმედია, როდესმე მაინც შეხვდებიან ჩვენები იტალიას და უჩვენებენ, ვინ რის ღირსია.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!