http://blog.mediamall.ge/?id=53944ყურადღებით წაიკითხეთ, გთხოვთ.
ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით.
მე ვარ ფორუმელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორუმ.ჯი-ზე უბრალოდ დარეგისტრირებული კი არ ვარ, წლებია ვკითხულობ, ვპოსტავ და ძალიან კარგად ვიცნობ იქაურ ატმოსფეროს და თავისებურებებს,
ანუ ვიცი ის, რომ ფორუმზე ხდებოდა და ხდება დაზინფორმაციის და ჭორის დატესტვა, თუმცა მსგავსს თემებს მოდერაცია რამდენიმე წუთში ან საათში ხურავს-თუ ეს ფორუმის ადმინისტრაციის ინტერესებში არ შედის ან თუ დავალება არ არის; სააგენტოებს წლების განმავლობაში ფორუმიდან მიჰქონდათ და მიაქვთ თემები; ფორუმზე ყოველთვის "ისხდნენ" სპეცსამსახურები; ფორუმზე ყველა ერთმანეთს იცნობს და პირველივე პოსტიდან ხვდებიან, ვინ რისთვის პოსტავს და რისთვის დარეგისტრირდა- იმასაც ხვდებიან, ახალი იუზერი მართლა ახალია თუ ძველი იუზერია ახალი ნიკით.
ეს გრძელი შესავალი საჭიროა იმისათვის, რომ დარწმუნდეთ-არაფერს ვაზვიადებ.
ოთხი {!) დღეა ფორუმზე ცოცხლობს და არ დაუხურავთ თემა, რომელიც გახნა ამ თემისთვის სპეციალურად დარეგისტრირებულმა იუზერმა ვინმე Hublu
თემაში იგი წერს, რომ ინტერნეტში, კერძოდ Deep Web {სხვანაირად Dark web) ბიტკოენებზე იყიდება ქართველი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები. წერს კონკრეტულად რამდენი ჯგუფია ამ ვიდეოების, რას ეხება, და მოგვიანებით რამდენიმე პირსაც ასახელებს- ფიგურანტებს.
არ ვაპირებ არც ამ თემის ლინკის დადებას და არც ამ პირების დასახელებას,არ მინდა ამ სიბინძურის ტირაჟირება, თორემ ჩემი დასკვნების გასამყარებლად კარგი იქნებოდა თავად გენახათ რას და როგორ წერს).
იქვე დადო რაღაც ლინკი და პმ ებში რამდენიმე იუზერს შესთავაზა და გაუგზავნა კიდევაც უფრო "დაზუსტებული" ლინკები,,
როგორც თავად წერს, არ უნდა ეს ინფორმაცია გავრცელდეს და ეს თემა გახსნა იმიტომ, რომ არ იცოდა ამ ინფორმაციისთვის რა ექნა { ) და იქნებ შსს - მიექცია ყურადღება ამ თემისთვის , სასაცილოა-დამეთანხმებით.
იუზერები თემაში წერენ, რომ სცადეს ამ ლინკთან დაკავშირება, თუმცა იქ მსგავსი შემოთავაზება ვერ ნახეს. არადა თავად ამტკიცებს, რომ გადაიხადა რამენიმე ბიტკოენი და მიიღო წერილი-კონფირმაცია {დებს დაკოპირებულს) სადაც წერია, რომ საჭირო ლინკს მიიღებს 29 მარტს.{ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოების) შემდეგ კი წერს, რომ უკვე ნახა რამდენიმე პირადი ცხოვრების ამსახველი მოკლე ვიდეო, და მათ შინაარსაც აღწერს
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი აზრით, ამ თემის წაკითხვის შემდეგ ერთადერთი სწორი შთაბეჭდილება არის შემდეგი :
იუზერი ცდილობს ჭორის გავრცელებას იმის თაობაზე, რომ აი სადღაც, ინტერნეტის ჯურღმულებში, ასე ადვილად ხელიმისაწვდომი რომ არაა უბრალო მოკვდავისთვის, იყიდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები- ესაა პირველი დასკვნა
ველოდებოდი, რომელი სააგენტო აიტაცებდა ამ "ნიუსს" და აჰა არ დააყოვნა - "მედიასითი"-მ
ეს სააგენტო და სხვა, კიდევ ერთი ტყუპისცალი, ეკუთვნის ვინმე თ.რ.-ს, ქალბატონს, რომელიც ირმა ინაშვილის "ობიექტივის" ხშირი სტუმარია და მისი სააგენეტოების თემატიკაც "ობიექტივის" ოპერიდანაა,
ამ სააგენტოს საიტზე ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ დეზინფორმაციის გასავრცელებლადაა შექმნილი {ეს ობიექტური დასკვნა არაა-.ჩემი მოსაზრებაა,,}
ფორუმ-ჯი ზე იუზერ Hublu პროფილიდან ვერაფერს გაარკვევთ გარდა იმისა, რომ იგი ქალია
ფორუმელები და მეც ველოდებოდით რომ ამ პიროვნებით სამართალდამცავები დაინტერესდებოდნენ, თუმცა თემა არ დაიხურა და გუშინ ღამე ეს იუზერი არხეინად შემობრძანდა და გამოაცხადა, რომ ტროლია ... ეს იმის შემდეგ, რაც მეგობრებმა დაწერეს უკვე ფბ-ზე ამის შესახებ და მოსაზრებებიც გამოთქვეს მისი სავარაუდო მიზნების და კავშირების შესახებ,
თუმცა ხსენებული სააგანტო "მედიასითი" წერს, რომ დაუკავშირდნენ შსს-ს და ამ საკითხზე მოკვლევა უკვე დაწყებულია,
აი ამ ზედაპირული ინფორმაციითაც კი ცხადია, რომ შერლოკ ჰოლმსობა არ სჭირდება იმის გაშიფვრას -რა ხდება და რისთვის:
რაღაც ჯგუფი ცდილობს გაავრცელოს ჭირი, დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სადღაც ინტერნეტის ჯურღმულებში, დარქ ვებში იყიდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები.
ეს არის სიცრუე-არანაირი ვიდეოები დარქ ვებში არ დევს და არც იყიდება..
ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს სავარაუდოდ მათ მიერ დაგეგმილი პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეო{ები)ს გავრცელების წყაროს "გაპრავება"
ამ ჯგუფის წარმომავლობაზე, მათ კავშირებზე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ, თუ კიდევ ერთხელ დაკვირვებით წაიკითხავთ ინფორმაციას, რომელიც მოგაწოდეთ.
{ რატომღაც არ მასვენებს ასოციაციები - იუზერს უწერია "ციხეში წამების ამსახველი ვიდეოების" ბლოკის ხანგრძლივობა წუთებით და მე ახლაც თვალწინ მიდგას და ყურში მესმის ერთი ცნობილი ქალბატონის მიერ არაერთხელ დასახელებული ანალოგიური შინაარსის ვიდეობის ხანგრძლოვობის ამსახველი რიცხვი,, ასეთი დამთხვევა ნუ აი ნამეტანია

))) )
მინდა მივმართო საქართველოს პროკურატურას
მოვითხოვთ:
დადგინდეს ამ პიროვნების -იუზერის IP მისამართი, რაც უმარტივესია. ამისთვის საკმარისია მიმართონ ფორუმის ადმინისტრაციას,. იდენტიფიცირდეს ეს პიროვნება და დაიკითხოს.
გადამოწმდეს ის ლინკები, რასაც ეს იუზერი დებს თემაში და უგზავნის პირადი მიმოწერით ხალხს.
დაიხუროს ეს თემა ფორუმზე და დაიკითხოს ყველა იმ სააგენტოს მესვეურები,რომელიც მსგავს დეზიფორმაციას ავრცელებს
თუ ეს ღონისძიებები არ გატარდა,
თუ გაგრძელდა ამ ჭორის გავრცელება და თუ მითუმეტეს ამას შემდეგ მოჰყვა პირადი ცხოვრების ამსახველი ან სხვა ტიპის ვიდეოჩანაწერების გავრცელება, ეს საზოგადოებას მისცემს დასკვნის გაკეთების საშუალებას:
ეს არის ორკესტრირებული "სპეცოპერაცია" და ამ "სპეცოპერაციაში" მონაწილეები კი გაშიფრულია.
P.S.
1. ესაა ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ დევს ყველასთვის ხელმისაწვდომად და სხვა ინფორმაცია ამ თემაზე მე არ გამაჩნია,,
2. დაინტერესების შემთხევვაში ფორუმზე ამ თემის წაკითხვას და სააგენტოს კედელზე შესვლას ჩემი დახმარების გარეშე შეძლებთ. მითუმეტეს, როგორც სააგენტო წერს, მოკვლევა უკვე დაწყებულია.
3. დაკითხეთ, ის ვინც საჭიროა-მე ნუ შემაწუხებთ,, დავწერე ის, რაც ვიცი საჯარო წყაროებიდან პლიუს ჩემი მოსაზრებები
რუსუდან ცირეკიძე.
რომელია აი რუსუდანი ფორუმცი,მელანო თუ მაი21?ნაცი რომაა აშკარაა .
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"
"10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"