რომელია პროდასავლური ძალა ერთი დაწერეთ?
ან რით განსაზღვრავთ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას პროდასავლურ ძალად?
რუსთავი2 ზე რომ გამოდიან და რუსებს რომ აგინებენ,
ეს იმას არ ნიშნავს რომ პროდასავლური ძალაა ან ერთი და ან მეორე…

პროდასავლურობა განისაზღვრება იმით თუ რა შეუძლია ამათუ იმ ძალას გააკეთოს ქვეყნისთვის რომელიც რეალურად დააახლოვებს დასავლეთთან, ისე რომ რუსეთთანაც დაალაგოს უერთიერთობა რასაც თვით დასავლეთი გვთხოვს,
თორე ეს უპრაგონოდ გინება და წყევლა ყველას შეუძლია და ლაქლაქიც უზროდ, რაც ჩვევია ზოგადად ქართველ პოლიტიკოსებს.
პს: ნაცებმა მე ვფიქრობ პროდასავლურობაზე, ცივილურობაზე და განვითარებაზე საერთოდ აღარ უნდა ილაპარაკონ,
იმიტომ რომ მათი მმართველობის პერიოდში ჩადენილი საშინელებები ყველანაირ სიმახინჯეს სცდება და არავითარ კავშირში არ არის დასავლეთთან, განვითარებასთან, დემოკრატიასთან და პროგრესთან!
ალასანიას რაც შეეხება, ერთი მაინც დაასახელეთ ამ დროის განმავლობაში რამე თუ უთქვამს განსაკუთრებული, ახალი და სერიოზული?
ლაპარაკობს ეგეც ნაციონალების სტილში უპრაგონოდ და დამღლელად, “რუსეთი, რუსეთი, რუსეთი” - “ივანიშვილი, ივანიშვილი, ივანიშვილი”!

ნათელაშვილი 2, ჩვეულებრივი დემაგოგი…
This post has been edited by Adam_Beyer on 23 Mar 2016, 01:12