#47419243 · 30 Mar 2016, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oligarh
QUOTE | პროცედურაზე გსმენია რამე, ან რატომ არის საჭირო. მაშინ ნებისმიერს შეეძლება მისვლა და ამონაწერის და ინფორმაციის გამოთხოვნა ნებისმიერ აბონენტზე, გავიგეთ რომ გინდა მაგრამ რაღაც ხომ უნდა გაითვალისწინო.
|
ვიცი რატომაც არის საჭირო, მაგრამ როცა მიმაქვს მამაჩემის გარდაცვალების მოწმობა, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა და 2011 წლიდან მე ვსარგებლობ და მე ვიხდი ტელეფონის და ინტერნეტის ფულს კეთილი უნდა ინებონ და მომცენ ამონაწერი.
მოკლედ ასეთი რამ გავაკეთე: დავიკიდე სილქნეტი, მაინც ჩემზე არაა, არც ამონაწერს მაძლევენ და გავიყვანე ახალი ქსელების ინტერნეტი. ინტერნეტი უფასოდ გამიყვანეს, ყოველთვიური გადასახადი სილქნეტთან შედარებით 20%-ით ნაკლები მაქვს + ინტერნეტი 5-ჯერ სწრაფია.
რა მიიღო სილქნეტმა? დაკარგა ერთგული მომხმარებელი, რომელიც 1990-იანი წლებიდან სარგებლობდა მათი მომსახურებით (მაშინ გაერთიანებული ტელეკომი ერქვათ) + 89 ლარის გადაუხდელი დავალიანება + მაგათი მოდემიც მე დამრჩა და ჩემ ფეხებს დავუბრუნებ, რადგანაც არიან ღორები და ღორებს ანალოგიურად უნდა მოექცე როგორც შენ გექცევიან.
არადა რას ვითხოვდი? მხოლოდ ამონაწერს, რადგანაც დარწმუნებული ვარ რომ ზედმეტი თანხა მომივიდა, მაგრამ თუ დამიმტკიცებდნენ, მზად ვიყავი გადამეხადა.
იმედია სილქნეტის რომელიმე მენეჯერი წაიკითხავს ამ ქეისს და მიხვდება რომ მათი მონოპოლია უკვე დასრულდა და ბაზარზე საბჭოთა წესებით თამაში აღარ გამოუვათ.
|