სვანეთის ჰავაზე ძაღლიც კი არ კადრულობს მოპარვას. ბაბუაჩემის გაწვრთნილი ძაღლები მთელი დღის ნარბენ-მშივრები რომ ყოფილიყვნენ,
გაშლილი და მიტოვებული სუფრიდანაც კი არაფერს აიღებდნენ. რამდენჯერ მინდოდა მეცდუნებინა, ხაჭაპურს ვდები არაძაღლურ ადგილზე,
მაინტერესებდა რას იზამდნენ, მაგრამ ვერ ვაცდუნე. მეზობელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რაის მოპარვა. აბაა?! ასეთი მაგარი სვანეთის ჰავა(ოღონდ ქვემოსი).
თუმცა, ვიტყუები. ბავშვი რომ ვიყავი ჩემი "მალენკაია ფეიას" შამპუნი დავკარგე და მეორე დღეს მეზობელი თამაროლას სახლში არ ვიპოვეე?
ჩუმად ავიღე, წამოვიღე და მისთვის გამოსაჩენ ადგილზე დავდე სპეციალურად მის გასამწარებლად. (კლეპტომანია ეგ ქალი.)
და კიდევ ვიტყუები. ასევე ბავშვობაში, დეიდაჩემის სოფელში ერთ "სოფლის გიჟს" შევუსწარი მარნიდან რომ ღვინო აწაპნა. საბანაოდან სახლში ავედი და ვიცი, რომ სახლი მარტოა.
ვხედავ, მარნის კარი ღიაა და მესმის რახა-რუხი. ყაჩაღი მეგონა, ჭიშკართან მიყუდებული ფიწალი ავიღე ხელში, მოვმართე შუბივით, ნელ-ნელა ვუახლოვდები და ვუყვირი,
მოვდივარ და იცოდე, ფიწალი მიჭირავს!

იმ წამს მარნიდან გამოვარდა შავტუხა, გამხდარი და მოსალათისფერო საროჩკაში გამოწყობილი კაცი.
შვილივით ჰქონდა ატატებული ღვინის ბოცა და ტყის მხრიდან გაიქცა, ცოტაზე ვსდიე, მაგრამ ძაან გამასწრო. ამიტომ სოფლის გზას გავუყევი. გზა და გზა ხალხს ვატყობინებდი
ამ ამბავს და მოვუწოდებდი, გარეთ გამოსულიყვნენ. ბოლოს, ტრასამდე ჩავედი და სოფლის ბირჟასთან მივვარდი, ვყივირი, სადაა დეიდაჩემი. რაზეც, ერთმა ქუთაისელმა სტუმარმა თორნიკიემ მომიგო,
დეიდაშენი უნაგირიან ღორზე იჯდა და ფირმაში გარბოოოდა ამ დილითო.

მერე მოვყვევი ქურდობის ამბავი იქაც, აღშფოთებულმა და აქოშინებულმა. საბოლოოდ აღმოჩნდა,
რომ "აკრეტინალნახ"(სვანურად) ანუ აბუჩად იგდებდნენ და დეიდაჩემის გაცეცხლების მიზნით ამოუშვეს ჩვენს მარანში.
დეიდაჩემმა მართლა დაცოფა, ოღონდ შმაგი არა, მისი მაკრეტინალი ბაბუაჩემის ხელა კაცები.
აქ წყდება მოგონება. შემდეგ მეც გავიზარდე და აღარ იყო საჩემოდ საინტერესო იქაურობა.
წლების შემდეგ ის კაცი შემხვდა სასაფლაოზე, ძაან არ მინდოდა ვეცნე, იმიტომ რომ გაუტყდებოდა, ოდესღაც 13 წლის გოგო ფიწალით
და წივილ-კივილით რომ მისდევდა, როდესაც ის ღვინოს იპარავდა და მერე ბოდიშის მოსახდელად რომ ამოივდა და მე მივშტერებოდი, ეს უფრო გაუტყდებოდა.
არადა, რას ვერჩოდი, მეც ზუსტად ეგრე ვიქცეოდი, საკუთარი და "ქორა მარეს" ბეღელ-მარანი გაჩანგებული მქონდა, იმდენ მურაბას, კომპოტს და რაღაც სასუსნავებს ვიპარავდი.
ლამის შაქარი დავიმართე ბავშვმა. მაგრამ ის მიკვირდა, რომ არავინ მეჩხუბებოდა და ამის გამო ნაკლებად გემრიელი ხდებოდა ნათარეშალი ნადავლი.
აუ, რა საყვარელი პერიოდი გავიხსენე, გული ამიჩუყდა.
მოკლედ, დასკვნა ეგეთია რა, მთელი საქართველო უნდა იყოს სვანეთის მთები და ჰაერი(ქვემოსი ოღონდ), აკეთილშობილებს.
კახეთი კი, სადაც მე ჩავსულვარ, საშინელი პირობები დამხდა. გავგიჟდი, ზოგიერთს მწვანილიც კი არ ქონდა ოჯახში და ყიდულობდა, ჯან-ღონით სავსე ქალებიც კი!!!!
სერიოზული შოკი მქონდა და მას შემდეგ დავაფასე ორმაგად ჩემი სვანეთი(ქვემო)