#57572701 · 26 Feb 2021, 23:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი რს არის ეიჩ ინტელექტი. ძალაუფლების პოლიციური რეჟიმიდან ქართულ (როგორც სხვა ყველა აზიური ქვეყნის) რეალობაში მეტად მიღებული სისტემისთვის გადაბარებაში. სადღაც დავწერე და ვაკოპირებ:
მე გეტყვით რაზე დგას დღეს ქოცების ძალაუფლება.
რათქმაუნდა არც არავის მოსწონს და არც მიშას პირსისხლიანობის არ ჯერა არავის. ან ზოგიერთს სჯერა, მაგრამ ამ მხრივ მთავრობებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ და ისევ ის პროგრესი ურჩევნიათ
ეს მთავრობა დგას არაფორმალურ დიქტატურაზე და მონურ აზროვნებაზე რომელიც საქართველოში ყველა ოჯახსა თუ კლანურ ჯოგში არის წარმოდგენილი. ერთი სიტყვით ქართული საზოგადოების პრიმიტივიზმსა და გაუგონარ სუჩლუნგეზე.
ახლახანს ქობულეთში რომ ტრაგედია მოხდა, ეს რგოლი თავისი არსით, დაწყებული პედოფილიით გაგრძელებული არაპროფესიონალი სამართალდამცავებით და დასრულებული ოჯახით და საზოგადოებით, ქოცსაქართველოს ცოტა უტრირებული, მაგრამ რეალური სახეა. კლანებზე, დოგმებზე დოქტრინებსა და სტერეოტიპებზე მოახდინა ბიძინამ ძალაუფლების დელეგირება, იმიტომ რომ თვითონაც ამ ჯოგური მენტალიტეტის ნაშიერია და კარგად იცის როგორ მოიპოვოს ძალაუფლება როგორც რუსულ, ასევე ქართულ სოციუმებში. თითქოს არ არის დიქტატურა, და როდესაც ვაბრალებთ რომ ჩრდილოეთ კორეისკენ მივდივართ, ცინკურად გვიყურებენ. მაგრამ რეალურად მართლა ტირანიაა, ოღონდ თითქმის უფრო "ჭკუიანური" ფორმა სადაც სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის და მეტიც, სხვებისკენ იშვერს ხელს.
დააკვირდით, საკმარისია რაიმე თუნდაც მცირე სკანდალი მოხდეს, რომ ხალხი ეგრევე დააყრის ერთმანეთს, ზოგი ა-ს ადანაშაულებს, ზოგი ჭ-ს, კი ყველამ იცის რომ ორივე დამნაშავეა და ოროვეს აქვს მტყუან მართალი მხარე, მაგრამ ემოციური ინტელექტისა და ანალიტიკური აზროვნების კატასტროფული დეფიციტი არ აძლევს ინდივიდებს და მასებს საშუალებას, ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს და საქმეს ობიექტურად პროფესიონალურად მიუდგნენ. და შედეგად გვაქვს დაპირისპირება და სიძულვილი იდენტური ერთნაირი ფიზიონომიის , მენტალიტეტის აზროვნების და ლექსიკის ტიპაჟებს შორის. და ეს ჭაობი და ეს ქაოსი სწორედ ბიძინასნაირი პარაზიტების ნოყიერი ნიადაგია. სირცხვილია რომ ქართველი მრავალსაუკუნოვანი ერი ასეთი მარტივი ხასიათის ადბილად სამართავ ნახირად გადაიქცა.
წარმოიდგინეთ რამდენია თქვენს საახლობლოში ახალგაზრდა გოგონა რომელიც მონურად შრომობს იმიტომ კი არა რომ საკუთარი ცხოვრება ქონდეს, არამედ იმიტომრომ გათხოვილი/გასათხოვარია და სხვა გასაქანი არ აქვს. ასეთ მინიმალურ დეტალებზე დგას სისტემა დღეს.
This post has been edited by დიდიმინდორი on 26 Feb 2021, 23:22
|