აი მოსახლეობას რო დაუწესეს საღამოს ხმაურზე ჯარიმა და დეციბალური ლიმიტები დაუწესეს 12სთს მერე
წესით ეგ უნდა დაუწესოს მთავრობამ ტელევიზიებს და ტოკშოუისტებს საღამოს 7-დან 12-მდე
მერე ან ისწავლიან ლაპარაკს მოსმენას მსჯელობას გასაგებად საუბარს
ან ბიუჯეტს შეავსებენ ჯარიმების გადახდებით
მოთხოვნა კი დიდია ნერვების გასხმაზე, და მაგიტომაც იდგმება ეგეთი ტელესპექტაკლური გადაცემები.
მაგრამ აბა წარმოიდგინეთ რო ტელევიზიას დაუყენონ აუდიო ფილტრი, და რო სუ გადასკდნენ თავის წამყვანიან რესპოდენტებიანა, ამ დეციბალურ ზღვარს თუ გადაცდა შკალაზე ხმა წამსვე ავტომატურად დაეწევა და ფიზიკურად არ გამოვა ტელევიზორიდან წიკვინ-ღრიალი.
აი მერე უკვე რეიტინგებს რო ვეღარ მოკრებენ, დაფიქრდებიან და ხარისხს უფრო აწევენ და ჟურნალისტურ კლასსაც აიმაღლებენ
და საერთოდ
ვინც ეკრანიდან ყვირის რაზეც არ უნდა ყვიროდეს ამით შეურაწყოფას აყენებს ქართველ მოსახლეობას მის უფლებას რომ საღამოს ტელევიზორს უყუროს დასვენების მიზნით და არა პირიქით
და მის უფლებას რო ადამიანური ფორმით მიიღოს ინფორმაცია
ისევე როგორც ქუჩაში ვინმემ რო ყვირილი დაგიწყოს მიიღებ შეურაწყოფად, ზუსტად ისევე შეურაწყოფას გაყენებს, სახლში, საღამოს რო ტელევიზორის ჩართავ იქ რო ვიღაცა ყვირის სინამდვილეში ეს აგრესიის ვექტორი მაყურებლისკენ არის მომართული.
ის აზრი რო მე ხო არა ის ვიღაცას ეჩხუბება და მე ვუყურებ და ვერთობი მცდარია, და ზუსტადაც რო შენ გიყვირის, შენს მოსაზრებას უყვირის, ერთერთ მხარეს რო ეთანხმები იმასთან ერთად შენც გიყვირის.
იყვირონ რამდენიც უნდათ ოღონდ შვიდამდე, და თორმეტის მერე.
7-12ში კი მოქმედებდეს ანტიპანიკა პროგრამა აუდიო ფილტრის სახით, ანუ იგივე ანტივირუსი ოღონდ ტელევიზორისთვის

ან კანონით იყოს გამყარებული, როგორც არის 12ს მერე ჯარიმა ხმაურზე, იგივე ნაირად ტელეარხებიც დააჯარიმონ 7-12 პერიოდში
--------
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უტოპიაა მაგრამ რაღაც ამდაგვარი მიდგომა საჭიროა რო ეს ტელევიზია კიიდე უფრო უარეს ქაოსში არ გადაიზარდოს
უტოპიაა იმიტომ რო თვითონ კაპიტალიზმის დეენემში დევს მასის დაბოლებით პროდუქციის გაყიდვა
ეს გადაცემებიც მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვას რეიტინგებში აკონვერტირებენ და ხეირობენ
მოოკლეედ, არ უნდა ვიყოთ იძულებულები რო ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყუროთ (რასაც მეც და ბეევრი უკვე თვეობით ვირიდებთ)
არ უნდა იყოს შენი თავის წინაშევე სათაკილო ქართული არხების ყურება
ხარისხი გვინდა ხარისხიიი, დროა უკვე