საშუალო ფენას ისედაც ქმნიან პენსიონერები, უბრალოდ პენსიის გაზრდით საშუალო ფენის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
რა არის საშუალო ფენა?
საშუალო ფენა იმას ნიშნავს, რა ფენასაც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, შემოსავლის მიხედვით.
ხოდა დღეს საქართველოში უმრავლესობა, მათ შორის პენსიონერებიც არიან ძალიან მცირე შემოსავლების ამარა, ხოდა როდესაც გაიზრდება პენსიები, ეს გამოასწორებს საშუალო ფენის მდგომარეობას.
მითუმეტეს პენსია რომ იქნება სიტვაზე 400 ლარი, საქართველოს ბანკი და მსგავსი მსხვილი კომპანიები 200 და 300 ლარიან ვაკანსიებს აღარ/ვეღარ გამოაქვეყნებენ, ვინაიდან მაგ პოზიციებზე მომუშავეთა რიცხვი გაცილებით შემცირდება ვიდრე ეხლა.
ეხლა შეიძლება იკითხო, რა შუაშია პენსიონერი და საქართველოს ბანკში პოტენციური დასაქმებული ერთმანეთთანო. შუაში კი არა თავშია.
როდესაც პენსია მოიმატებს, ავტომატურად მოიმატებს საარსებო მინიმუმიც, და მსხვილი კომპანიები უბრალოდ იძულებულები იქნებიან გაზარდონ ის მინიმუმი რაც ხელფაზებზე ქონდათ გამოყოფილი.
მითუმეტეს თითქმის ყველა ოჯახში არსებობს პენსიონერი და როცა მათი ცხოვრების დონე გარკვეულ წინად მოიმატებს, ეს ავტომატურად ზოგადად ცხოვრების დონის მომატებას გამოიწვევს.
90-იან წლებში საქართველოში ყველაფერი ბევრად იაფი ღირდა, ვიდრე ევროპაში და მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს იმიტომ რომ კონტრაბანდულად ხდებოდა ძირითადად პროდუქციის შემოტანა და გაყიდვა. თითქმის არაფერი არ იბეგრებოდა და ამის გამო იაფს იხდიდა ხალხი.
მაშინ ვინმეს რო ეთქვა რომ მალე ყველაფრის ფასი ევროპაში არსებულ ფასებს გაუსწორდებაო, არავინ დიჯერებდა, და მითუმეტეს ყველა იტყოდა რომ ვერ გადაიხდის ხალხი ამხელა თანხებს. საბოლოო ჯამში მაინც მოუწია ხალხს ევროპულ ფასებთან შეგუება და ამან გააღატაკა ზუსტად საშუალო ფენა.
თითოეულ ოჯახში მოიმატა ხარჯმა, გაზრდილი ფასების გამო. ხოლო იკლო შემოსავალმა, სახელმწიფოს მიერ, ყველაფრის გაკონტროლების და დაბეგვრის გამო.
აი ამიტომ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი რამდენჯერმე ედიკას შემდგომ. ეს ფული ციდან კი არ ჩამოფრენილა, ეს ფული ზუსტად საშუალო ფენის ჯიბეებიდან ამოვიდა და ამოდის დღემდე.
საბოლოო ჯამში მივიღეთ გაზრდილი ბიუჯეტი საშუალო ფენის გამოწურვის ხარჯზე, და ხალხი ამ გაზრდილი ბიუჯეტიდან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს.
ზოგი რო დემაგოგობს, აგერ გაიზარდა ბიუჯეტი ქვეყნის რამდენჯერმე და მეტი რაღა გინდათ, ესეგი ცხოვრების დონეც გაუმჯობესდაო ქვეყანაშიო. ეს არის ზღაპარი და დემაგოგია, უაზროდ და არა პროპორციულად გაზრდილი ბუჯეტი მოსახლეობას ანადგურებს და არა ირიქით.
ედიკა მართლა იდიოტი კი არ ყოფილა, ბიუჯეტს რო არ ზრდიდა რამდენჯერმე? მასაც შეეძლო გაეკეთებინა იგივე რო მოენდომა, სადაც ჯაბა მოიშორა და მხედრიონის პარპაში მოსპო ნელნელა (მაგას ბევრი ვერ შეძლებდა) ბიუჯეტსაც გაზრდიდა გადასახადებსაც ამოიღებდა მაქსიმალურად. მაგრამ შევარდნაძე ჭკვიანი ადამიანი იყო და ძალიან კარგად ესმოდა და აცნობიერებდა, რომ მაქსიმალურად ყველაფრის დაბეგვრა და მაქსიმალურად ხალხიდან ფულის ამოღება, მთლიანად გააღატაკებდა მოსახლეობის საშუალო ფენას და ამიტო ძალიან ფაქიზად, ძალიან პატარა ნაბიჯებით ცდილობდა მდგომარეობის კონტროლზე აყვანას, ისე რომ ბალანსი მნიშვნელოვნად არ დარღვეულიყო მოსახლეობის შემოსავალსა და ხარჯებს შორის.
და მე სრული სერიოზულობით ვიძახი, რომ შევარდნაძის დროს, მოსახლეობა არ იყო ისე გაჭრვებული როგორც დღეს, მე არ ვიძახი რომ ის დრო ჯობდა და კაი იყო, მე ვიძახი მოსახლეობის საშუალო ფენის გაღატაკებაზე.
ბიუჯეტი რომელიც გაიზარდა რამდენჯერმე საშუალო ფენის გატყავების ხარჯზე, ეს ბიუჯეტი ხმარდება ჩინოვნიკების და გარკვეული ჯგუფების კეთილდღეობას ძირითადად და არა საშუალო ფენას. აი ამიტომ დაარტყა ამ ყველაფერმა ყველაზე მტკივნეულად საშუალო ფენას და ზუსტად ამის გამოსწორების ერთადერთი გზა არის, მათივე გაზრდილი ბიუჯეტიდან, ფულის დიდი ნაწილი ისევ მათზევე გადანაწილდეს და არა რაღაც სირობებზე და გარკვეული ჯგუფების პირად ინტერესებზე.
* * *
აიკრძალოს გარე ვაჭრობაო, ტაშით ხვდებოდა ხალხი ამ აკრძალვებს და როგორ აღარ აპრავებდნენ ეს უსაქმურები.
ქუჩებში ვერ გაგვივლია ნორმალურად, ეს რა უბედურებაა, ამდენი სიბინძურე და რეებს აღარ წერდნენ. ინდოეთია ბლიად და ასე შემდეგ.
ამ დროს იმ გლეხს თავის ეზოში მოყვანილი ხილბოსტანი ქონდა გამოტანილი და ორ კაპიკს შოულობდა მასე. აკრძალეს გარე ვაჭრობა და იმ გლეხს იმ 2 კაპიკის შოვნის საშუალებაც გაუქრეს და მთლიანად ხელი ააღებინეს რომ მოეყვანა მოსავალი.
შედეგად მივიღეთ იმპორტის კიდევ უფრო გაზრდა და მთლიანად უცხოური ხილბისტნის შემოტანა.
დაზარალდა ისევ და ისევ გლეხი, იხეირა გაუმაძღარმა ბიზნესმენმა, რომლებმაც სუპერმარკეტების ქსელები შექმნეს და მანდ იყიდება უკვე შემოტანილი ნაგავი.
ინდოეთს და მსგავს ქვეყნებს თქვენ გგონიათ ეხალისებათ როდესაც მსგავსი ვითარება აქვთ ქუჩებში?
არავის არ მოწონს გარე ვაჭრობა და ყველას ურჩევნია რათქმაუნდა მოწესრიგებულად, დიდ სუპერმარკეტში შესვლა და იქ ცივილიზებულად ყიდვა, მაგრამ როდესაც სხვა გზა არა გაქვს და ამით შენს მოსახლეობას დააზარალებ ისევ ფინანსურად, კეთილი უნდა ინებო და შეეგუო, იქამდე მაინც მანამ მდგომარეობა არ შეიცვლება ქვეყანაში სხვა შემოსავლის წყარო არ გაუჩნდება კონრეტულ ხალხს.
მაგრამ აქ არავის არ აინტერესებს ადამიანის შემოსავლის წყარო, ცხოვრების უფლება და ასე შემდეგ. აქ მთავარია ფასადურად მოაწესრიგონ ყველაფერი, იმატრაკვეცონ რაც შეიძლება მეტი და სულ ფეხებზე კიდიათ ამის გამო თუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გაღატაკდება და დედა ეტირება.
ეს სიმახინჯე დანერგა სააკაშვილის ავადმყოფმა ხელისუფლებამ და სამწუხაროდ დღემდე ეს გრძელდება.
პ.ს. რეფორმა მტკივნეულია, რეფორმა მტკივნეულია

ააყაყანეს ეს უსაქმური ხალხი, ეს მუქთახორა ხალხი, ისედაც არაფერი რო არ გაუკეთებიათ ცხოვრებაში და ამ მუქთა ხორა ხალხის ყაყანის ხარჯზე ხდებოდა ამ დამღუპველი რეფორმების ამოქმედება.
სამაგიეროდ ეს უსაქმურები ქუჩებში რო დადიოდნენ გარემოვაჭრეები აღარ ხვდებოდათ და თავს ბედნიერად გრძნობდნენ, აი გლეხობას და მშრომელ ხალხს ეს რო მძიმე ტვირთად დააწვა ეს სულ ფეხებზე ეკიდათ და კიდიათ
This post has been edited by tb-seli on 27 Mar 2016, 10:27