#47382643 · 26 Mar 2016, 17:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფუნდამენტური თემაა --- რანი ვიყავით, რატომ, რისთვის, რა მისიისათვის და ბოლოს ჯილდოდ რა? დღევანდელობა? ლეღვის უფოთლობა გაცხოველებით ურცხვობაში და მამა-პაპის საფლავების გადახვნაში ნამდვილი ვინაობის დასავიწყებლად? და რატომ? ვის რა ვირი მოვპარეთ, რომ ვიამაყოთ ქურდულად? ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკი მხოლოდ მას მერე ცხონდა, როდესაც თავად განწირულმა და უიმედომ აღიარა მაცხოვარის მართლობა და უბრალოება და მეორე ავაზაკ მგმობელს ასრე განუსაჯა: ჩვენ ვიმსახურებთ ჩადენილთა გამო და ეს კი უბრალოა! სასწაული ამაში ისაა, რომ თავად ჯვარცმულმა აღიარა ჭეშმარიტება იმ დროს და იქ, სადაც ბრბო გაჰყვიროდა --- ჯვარს აცვით!... ჯვარს აცვით... ავაზაკობისათვის ჯვარცმულმა აღიარა და იქვეა ღვთაებრივი პასუხიც შენდობის საიდუმლოს სიდიადოსა. სადაა ქურდულში აღიარება და თქმა --- დამნაშავე ვარ? როდოს იყო ეშმაკი ღვთის ტაძარს აღაშენებდა? არასოდეს! აბა რას აშენებდნენ აქამომდე და აშენებენ? სატანის ეკლესიებს. ესაა რეალობა და სიბნელის უკიდურესი ცინიზმი, რომ ნაძარცვ-ნაოხარი არ შეიწირების და ასეთის მიმღებნი მძიმედ სცოდავენ თანამონაწილეობით. ასე შენდებოდა და შენდება ქრისტეს სახელით სატანის ეკლესიები და ამაზედ მეტყველებს მათ მიერ გამოშვებული მასობრივი ,,პროდუქციის" რაობანიც --- ცრუ და ფსევდო ქრისტიანნი, იგივ ანტიქრისტენი.
და ისმის კითხვა --- არსებითი: რატომ მდუმარებენ ბერ-მსახურნი ამაზედ? ზიარების და ხელდასხმის შემდგომ როგორღა უნდა დარჩეს მირონცხებული კვლავ ცოდვილი და გამორიცხო მართალთა არსებობა?
ცოდვილთა სახმობლად მოვედიო და არა მართალთაო! სად არიან მართალნი? იმასაც ვერ ხვდებიან და აცნობიერებენ --- თუ ყველა ცოდვილია... აბა ვინღა ცხონდება? პასუხი? აი აქაა სათავე --- არავინღა ცხონდება, თუ ყველა ცოდვილია და ამდენად ცოდვის მონა. და უფრო უარესი --- მაშასადამე გაუმარჯვია სატანას და დამარცხებულა ღმერთი... ამაზე უმეტესი ღვთის გმობა რაღაა? არ უწყიან რომ ეს შეუნდობელი ცოდვაა და ამას ჰქვია სწორედ ნელთბილობა. დუმან.... დუმილი კი თანხმობის ნიშანია ამაზედ --- სატანის მონობაზედ.
აი პირველი მიზეზი ერის და ქვეყნის უბედურებათა სათავისა. ჭეშმარიტი სულიერება შობს და ქმნის ჭეშმარიტ მატერიალიზმს და არა უკუღმა. მხატვარი ქმნის სურათს და არა სურათი მხატვარს. ამაზედ გავცნობიერდეთ, რადგან ამაოა ყოველი გარჯა, ცოდნა და შრომა მდინარების სიწმინდისათვის, თუ სათავეში შხამმდინარე გველეშაპი წევს ცრუ მზეჭაბუკივით.
*** ჟამი დროულისაი არს! * * * Queeestion რას იტყოდით სათავეზედ? * * * helle სად ხარ თემის ავტორო?
This post has been edited by triumpi on 26 Mar 2016, 17:20
|