მოდით სხვის საცვლებში ქექვას და "აი, წაეწია ცოდვების" მაგვარი %^&%ბების წერას და წყევლას შევეშვათ და იმაზე ვიზრუნოთ, რომ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს / ახალგაზრდებს / პატარებს დავეხმაროთ.
ევას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედია, მართლა შემთხვევით გადმოვარდა მე-5 სართულიდან. რამდენი მოზარდია, რომლებიც თავისი ნებით ხტებიან სიმაღლიდან ან სხვა ფორმით იკლავენ თავს?! მოხშირდა ეს ცუდი ამბები ...

მაგათ მივხედოთ და დავეხმაროთ სანამ სისულელეს გააკეთებონ, თორემ აქ სიტყვების წერით (გინდა კარგის, გინდა ცუდის) სასურველ შედეგამდე ვერ მივალთ, მეგობრებო.
მეტი ტოლერანტობა, მეტი ჰუმანურობა, მეტი მოთმინება ...