არაფერიც.
გიორგი უძილაური - ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა
10:27 27-03-2016
გიორგი უძილაური - ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა, - ასე ეხმაურება "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ასწლოვანი ტიტას ციხისძირიდან ურეკში გადატანას. უძილაურის ინფორმაციით, უნიკალური პროექტი შედგა და ხე გადაიტანეს.
"ციხისძირიდან შეკვეთილში ხის ზღვით ტრანსპორტირება პირველ რიგში არის უნიკალური საინჟინრო პროექტი! მსოფლიოში პირველად განხორციელდა ამ სირთულის ოპერაცია და მიუხედავად უამრავი სირთულეებისა (რთული მისადგომი, რკინიგზის სიახლოვე, ხის სიმაღლე და წონა, სახმელეთო ტრანსპორტისთვის უჩვეულო ტვირთი, 620 ტონის ტრანსპორტირება თავდაღმართზე, შეყვანა ბარჟაზე, რთული ამინდის მიუხედავად ტრანსპორტირება შეკვეთილამდე და გადმოტვირთვა) წარმატებით დასრულდა. "ნაციონალებიც" და მათი ჯიბის მედიაც პროექტის წარუმატებლობის იმედით ბუჩქებში ჩაცუცქული დარჩა. ხე გადაიტანეს! უნიკალური პროექტი შედგა და უკვე მოექცა BBC-ს ყურადღების არეალში. ხვალ-ზეგ ამ უნიკალურ პროექტს გააშუქებენ სხვა უცხოური არხებიც და დიდი ალბათობით, ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა. ავანტიურისტული პროექტია? - უდავოდ! ღირდა რისკად? - უდავოდ! სხვაგვარად წარმატებაც არ მიიღწევა. "ნაცების" ღლიცინი საშიშია? – "ნაცების" არც ღლიცინია საშიში და არც სერიოზული მაუწყებლობა, მით უმეტეს მათი "ნიანგის ცრემლები" ოფიციალურად შეძენილი ხის გადარგვაზე. იმავე ციხისძირში 2009-2012 წლებში "ნაცებმა" უმოწყალოდ გაჩეხეს ქარსაცავი ზოლის ათობით ხე, 2008 წელს ფოთში "ნაცებმა" გაჩეხეს 50 ჰექტარი ევკალიპტის ტყე და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2006-2011 წლებში გასცეს 73 ლიცენზია 1.2 მილიონი კუბომეტრი ტყის გაჩეხვაზე! ამ ისტორიის მქონე პოლიტიკური ძალისგან ერთი ხის ტრანსპორტირების "გამასხარავება" იგივეა, რაც მუმლი მუხისათვის", - წერს უძილაური.
იგი მადლობას უხდის ქართველ მშენებლებს და "ზღვისა და ხმელეთის "ტრანსპორტნიკებს" უნიკალური და ურთულესი პროექტის განხორციელებისთვის".
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/37...bshi-sheva.htmlხის ამბის ამხელა პათოსით გადმოცემა

ჯანდაბას, მაგრამ ესეც გვარიანი მეჭიაური ჰყოლია გამჩენს

"ქართუ ჯგუფის" პრესცენტრია და რა ლექსიკაა "ბუჩქებში ჩაცუცქული დარჩა" ან "ღლიცინი".
ეს უზრდელობა კიდევ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საგანგებოდ მოირგო თუ აქამდე მალავდნენ და ახლა გამოაჩნდათ ნეტავ.
ისიც მაგარია, ბიბისის ირონიარევი სიუჟეტი რომ ლამის აღიარებად მიაჩნია, თუმცა ეგეც ჯანდაბას

იბერიკუს, კავკაზიკუს, აეროტიტიკუს.
ისე, სუფთა "შერეკილები 2"-ია მთელი ეს ისტორია, თუმცა მისი გაპოლიტიკურება მაინც დიდ სისულელედ მიმაჩნია. მაგრამ ვინ მისცა ნაცებს მაგის ჭკუა...
This post has been edited by griankali on 27 Mar 2016, 20:14
რუსეთი უნდა დაინგრეს.