დღევანდელ სასამართლო პროცესზე დარეჯან მინდიკაურმა დეტალურად ისაუბრა მკვლელობის ღამეზე. პროცესზე გამოქვეყნდა მინდიკაურის მიმოწერები და სატელეფონო საუბრები რძალთან. დარეჯან მინდიკაურმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ იპოვა მაგდა პაპიძის ჩანაწერები: "წიგნების კარადას ვალაგებდი და ამ დროს ზევიდან რვეული გადმოვარდა, გადავშალე და ვიცანი, მაგდას ჩანაწერები იყო, მაინტერესებდა ვალებთან დაკავშირებით ხომ არ ეწერა რამე, აქ აღმოვაჩინე ის ჩანაწერი, სადაც ეწერა უროზე, ცელოფნებზე და სხვა ნივთებზე, მაშინვე დავურეკე გამომძიებელს და ამის შესახებ ვაცნობე".
"მომხდარიდან 2 კვირის მერე როცა სახლში სტუმრები მოვიდნენ, ჭურჭელი დამჭირდა, ვიცოდი, რომ ეს ჭურჭელი მაგდას დივნის ქვეშ ელაგა, მათ ასაღებად წავედი, დივანი რომ ავწიე, ჩაიდანზე და ჭიქებზე სისხლის წვეთები იყო, ეს გამომძიებელს ვაცნობე... დაკითხვიდან სახლში რომ მოვედი, მაგდას და, ლანა დამხვდა, ტირილით მითხრა, "რასაც მე ვფიქრობ ის არის? მაგდა ყველაფერზე წამსვლელი იყო, არაფერს არ ვაღირსებ" - ასე მოსთქვამდა ლანა...
20 დეკემებრს მაგდას ოჯახმა გამომიცხადა, რომ მისი ტანსაცმელი უნდა წავიღოთო, გამიკვირდა, რა ტანსაცმელზეა ლაპარაკი, იმდენად არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი მისი ჩადენილი იყო, ვფიქრობდი, იქნებ მას არ გაუკეთებია მეთქი, ესენი კი ნივთებზე იყვნენ გადართულები, მაგდას ყველა ნივთი უნდა წავიღოთო, ჩაალაგეს და ყველაფერი გაზიდეს. იმ მომენტში ლანას სიტყვები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, ესენი იმ დროს ნივთებზე ფიქრობდნენ, როცა მე 2 მიცვალებული მესვენა, განსაკუთრებით მაგადს წიგნებს ეძებდნენ. დედამისმა მომთხოვა, მაცივარი და სარეცხის მანქანაც, რაც მაგდას შეძენილი იყო..."
მინდიკაურის თქმით, ტრაგედიამდე 2-3 წლით ადრე მაგდა პაპიძემ, ქმრის უჩუმრად აბორტი გაიკეთა.
"სამსახურში დამირეკა და სასწრაფოდ სახლში მისვლა მთხოვა, მითხრა, ფეხმძიმედ ვარ, ტყუპებს ველოდები და უნდა მოვიცილოო, წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან ვიცოდი, ჩემს აზრს არ გაითვალისწინებდა. ბავშვი დამიტოვა და ექიმთან წავიდა, მერე გავარკვიე, რომ ომარმა მისი ორსულობის შესახებ არ იცოდა, ამის გამო გაბრაზებულიც იყო და შელაპარაკებაც მოუვიდათ, მაგდას მეორე შვილი არ უნდოდა...
ჩემ შვილზე არ ვლაპარაკობ, ის არ უყვარდა და მოკლა, მაგრამ მითხრას, შვილიშვილი რატო მომიკლა, ნუთუ 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც არ გიფიქრია მაგაზე, ნუთუ ერთხელ მაინც არ დაგსიზმრებია შენი შვილი, მოვითხოვ სამუდამო პატიმრობას, ქალი, რომელმაც თავისი შვილი გაგუდა, ამის ღირსია", - განაცხადა მინდიკაურმა, რასაც მაგდა პაპიძის აღშფოთება და განგაში მოჰყვა, ის დედამთლს შეეპასუხა, - სად დაინახე, რომ ბავშვი ჩემი ხელით გავგუგდე?" - ამ სიტყვებით მიმართა პაპიძემ. "მკვლელი ხარ მაგდა პაპიძე, მკვლელი და უნდა დაისაჯო" - უპასუხა მინდიკაურმა.
მინდიკაურის დაკითხვის შემდეგ, ერთმანეთს კითხვებს ბრალდებული მაგდა პაპიძე და მისი დედამთილი, დარეჯან მიდნიკაური უსვამდნენ.
"რას წარმოვიდგენი, შენთან დაპირისპირება თუ მომიწევდა, 7 წელია ერთმანეთისთვის ზედმეტი სიტყვა არ გვითქვმას, არ გიპირისპირდები, გულწრფელად ვილაპარაკოთ იმ 7 წლის ხათრით, რაც მე და შენ ერთად გავატარეთ, როგორი დედა ვიყავი თორნიკესთვის, თუ გახსოვს პირველი ხელფასით რა ვუყიდე? ხომ იცი, რომ ძვირადღირებული "აუდის" ტიპის პატარა მანქანა ვუყიდე, რამეს ვაკლებდი მე ჩემს შვილს? ჩაცმას ან ჭამას?", - ასე მიმართა ბრალდებულმა პაპიძემ დედამთილს პროცესზე.
"დედა-შვილობა მარტო საჭმელი და ჩაცმა არ არის", - უპასუხა მინდიკაურმა რძალს, "შენ დედა არ ხარ და რატომ გინდა გვიმტკიცო, რომ დედა ხარ? ეს არ უნდა გაგეკეთებინა, თორნიკეს სითბო აკლდა, მას უბრალო რამეზე აუკივლდებოდი და ბავშვი დაფეთებული იყო. მაგდა შენ არ გაქვს უფლება დედაშვილობა ამტკიცო, შენ მეუბნებოდი, თორნიკე ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო, ეზოში ბავშვებთან გასვლის უფლებას არ აძლევდი, ჩემთანაც არ უშვებდი, ბავშვს სითბო უნდოდა, შენი სიმკაცრე იყო ისტერიკა, ამას ვუყურებდი ჩემი შვილის მიმართაც, მაგრამ ის შენგან ყველაფერს იტანდა. ჩვენს სახლში მოსვლიდან ერთი წლისთავზე დაიწყო ისტერიკები, მანამდე ჩემი სახლიდან ხმამაღალი საუბარი არავის გაუგია, შეგეძლო ყველაფერზე ისტერიკები მოგეწყო. შენთვის მე ყოველთვის მეორეხარისსოვანი ვიყავი, აბა კარგად გაიხსენე, როცა მშობიარობდი, გვერდით ოთახში მე ვიყავი და შენ, მეორე სართულზე ეს ამბავი შენს დას გააგებინე, თუ შეგეძლო ფანჯარასთან მისვლა, იმასაც შეძლებდი, რომ ჩემთან მოსულიყავი. რამდენჯერ გამოგიძახებია ბავშვისთვის სასწრაფო, ჩემთვის არ გითქვამს და გვიან გამიგია".
პაპიძემ ქმართან ურთიერთობაზეც ილაპარაკა.
"ომარს ყველაფერს ვუმზადებდი, წინსაფრიანი ლანგრით მორბენალი მეუღლე ვიყავი". რძლის ამ რეპლიკას მინდიკაური გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ პაპიძე ქმარ-შვილ სადილს მუდამ უმზადებდა. "მარტო სადილების კეთება არ არის მთავარი, ჩემი შვილი შენგან დიდ შეურაცხყოფას იტანდა, თუ ყურმილს არ აიღებდა, მიუვარდებოდი იქ, სადაც იყო, მეგობრებთან მისვლის უფლებასაც არ აძლევდი".
"ყველანი წვიმის წვეთებად გაერთიანდით და ნაკადად მოდიხართ ჩემს წინაარმდეგ" - განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე. რძლის რეპლიკას: - "მამაო ყოველდღე მნახულობს და მამხნევებს", - დარეჯან მინდიკაურმა უპასუხა:
"რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობ, უფლება არ გაქვს შავები გეცვას, ცხოვრებაში ასეთი მსახიობი იყავი, 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაგდა, ფიქრობ, რომ ცხოვრებაში ვინმეს შეუყვარდები ისე, როგორც შენს ქმარ-შვილს უყვარდი?"
ომარ ქაფიაშვილის დედამ აღნიშნა, რომ ბავშვს "ფეხზე, მუხლის ზევიდან ჰქონდა დაზიანება, რომელიც მაგდამ მიაყენა მაკრატლით".
"შენ კარგად იცი, რომ თორნიკეს ცრემლისთვის მაგდა შეურაცხადი ხდებოდა. თორნიკეს წინ ტყუილს ვერ მეტყვი. თორნიკეს ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და არანაირი დაზიანება არ ჰქონდა", - მიმართა მაგდა პაპიძემ დედამთილს."ქმარს რომ ღალატობდი, მაშინ სად იყავი", - მიმართა მინდიკაურმა მაგდა პაპიძეს.
http://www.kvirispalitra.ge/justice/30202-...dedamthils.html "8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?"დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შენ დედა არ ხარ და რატომ გინდა დაგვიმტკიცო, რომ დედა ხარ? შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინა.
„დედაშვილობა მარტო საჭმლის კეთება და სხვა რაღაცების ყიდვა არ არის. თორნიკეს სითბო აკლდა, შენ რომ აუკივლდებოდი და კიოდი, ბავშვი იყო დაფეთებული. ამბობდი, ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო. დისტანციაზე როცა ვლაპარაკობ, გაიხსენე, როდესაც მშობიარობდი, ჩემთვის არ დაგიძახია შენგან 11 მეტრში რომ ვიყავი და შენს დას დაუძახე მეორე სართულზე. თუ შეგეძლო ფანჯარასთან მისვლა, იმასაც შეძლებდი, რომ ჩემთან მოსულიყავი“, - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.
„დიდ შეურაცხყოფას ითმენდა ჩემი შვილი. ძმაკაცებში რომ იჯდა გარეთ, როდესაც მიუვარდებოდი წივილ-კივილით, ჩუმად ადგებოდა და მოგყვებოდა, იმიტომ რომ უყვარდი. შენ რაც შემოხვედი ჩემ ოჯახში, ერთი წლის თავზე, ჩემი ოჯახიდან სულ შენი წივილი და კივილი ისმოდა. გაიკითხოს ყველამ, ჩემი ოჯახიდან არასდროს ხმამაღალი საუბარი არ გაუგიათ, შენს შემოსვლამდე“, - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.
ომარ ქაფიაშვილის დედა პერიოდულად მაგდა პაპიძეს მიმართავდა რეპლიკით „ნუ მსახიობობ“. დაკითხვის ბოლოს მაგდა პაპიძემ დედამთილს სასამართლო დარბაზში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება და მის მიერ დასმული კითხვა - ესიზმრება თუ არა თორნიკე მაინც, გაახსენა.
„თორნიკე მესიზმრება კი არა, სულ ჩემთანაა. ყოველდღე მნახულობს მამაო და მეუბნება, რომ მათი სულები ცოცხალია“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ, რომლის სიტყვებსაც დარეჯან მინდიკაურის გაღიზიანება მოჰყვა.
„მამაო დადის ყოველდღე? აღსარება ჩააბარე? შენ რა უფლება გაქვს შავები გეცვას? მთელი ცხოვრება ასეთი მსახიობი იყავი. 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაინტერესებს. მაგდა, ცხოვრებაში ფიქრობ, რომ ამაზე მეტად ვინმეს შეუყვარდებოდი, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარდი?“ - მიმართა დარეჯან მინდიკაურმა, რის საპასუხოდაც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ ის სიყვარულისთვის არ იბრძვის.
„როგორ დავირქვა თვითმკვლელის სახელი. მე არაფერი ჩამიდენია. ამ ხელზე ომარის სისხლი მქონდა და სულ ვკოცნი, მე არაფერი ჩამიდენია“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ
http://www.ambebi.ge/samartali/166949-deda...-shaqarmaq.html